Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

“ოქროს კვეთა”

მეჩვიდმეტე გადაცემა

ქართული კოვზი ამერიკულ ნაცარში

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ:

* აგვისტოს ომით სპეკულანტები;

* კრიმინალი და პოლიტიკა;

* ორი “დიდი ქართველი” მესამე “ცუდი” ქართველის წინააღმდეგ;

* რუსულ-ბელარუსული გაუგებრობის კვანძი გახსნილია.

მაშ, ასე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან თორმეტი წელიწადი გავიდა. საქართველო კი დღემდე იმის გარკვევას ცდილობს, ვინ დაიწყო ომი.

ერთი ტიპისპატრიოტები საკუთარ თავსაც არ უტყდებიან იმაში, რომ ომი საქართველომ დაიწყო და, შინ თუ გარეთ, გაიძახიან: 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყოო!

მეორე ტიპისპატრიოტები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ იმასაც ამბობენ, რაკი პატრიოტები ვართ, ოფიციალურად არ უნდა ვაღიაროთ ეს ამბავი და ვიძახოთ, _ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყოო!

მესამე ტიპისპატრიოტები გაიძახიან: საქართველო რა შუაშია, 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყოო.

ეს განცხადებები ისმის საქართველოში, უკვე მეთორმეტე წელიწადია. სამივე ტიპის ეს “პატრიოტები” ტყუიან, ვინაიდან სიმართლე სხვაა. კერძოდ:

 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის, წინამძღოლობით .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 8 აგვისტოს, გამთენიისას მათ ცხინვალი შტურმით აიღეს. რუსული არმია მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აი, ეს არის სიმართლე. ყველაფერი სხვა დანარჩენი, რაც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, არის ტყუილი. სიმართლე ვთქვათ თუ ტყუილი ვთქვათ, ჩვენთვის ასე სჯობს თუ ისე და ა.შ., სხვა თემებია. მე ამ თემებს არ განვიხილავ, რადგან მიმაჩნია, რომ ფრანგი ფილოსოფოსი მონტესკიე ცამდე მართალი იყო, როდესაც სიცრუის თქმას არ გვავალდებულებდა:

შარლ ლუი დე მონტესკიე, ფრანგი მოაზროვნე, განმანათლებელი: _ ყველა ვალდებულია, მოკვდეს სამშობლოსთვის, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული იცრუოს სამშობლოსთვის!

ვალერი კვარაცხელია: _ მე არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ვიცრუო _ თუნდაც სამშობლოსთვის. მით უმეტეს, რომ ამ სიცრუეს სამშობლოსთვის ხეირი კი არ მოაქვს, უკიდურესად აზიანებს. ბევრი ფაქტი და დოკუმენტი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალში ომი სააკაშვილმა, ანუ ქართულმა მხარემ დაიწყო. მე შემიძლია ამ დოკუმენტების აქ გამოფენა, მაგრამ ან მე რატომ ვიწვალო, ან თქვენ რატომ გაწვალოთ, მაშინ, როდესაც თვითონ პირველწყაროსა და სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილისგან შეგვიძლია მოვისმინოთ სრულიად არაორაზროვანი და პირდაპირი აღიარება, რომ ომი სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო. საკმარისია, დალოცვილი ქართული შრიფტითიუთუბზეავკრიფოთ სიტყვები: სააკაშვილი: “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების შესახებ”, მერე დავაჭიროთ თითი კომპიუტერის იმ ღილაკს, რომელსაც ლათინური შრიფტით აწერია _ ენტერ. ორი ამ უმარტივესი პროცედურის გავლის შემდეგ თქვენ უდიდესი ბედნიერება გელით:

1.ხილვა საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მსოფლიო მხედართმთავრული გენიის “უბრწყინვალესი” წარმომადგენლისა.

2.მოსმენა იმ ჭეშმარიტებისა, რომლის დასადგენად ქართველ “პატრიოტთა” მთელმა პლეადამ თორმეტი წლის განმავლობაში ამაოდ იშრომა, იბრძოლა, იწვალა, იღვაწა და… მიზანს ვერ მიაღწია. მათ “პატრიოტულ” თავგამოდებას, რომ ომი სააკაშვილს არ დაუწყია, თვითონ მიხეილ სააკაშვილი, აგერ თქვენს გასაგონად, ხელის ერთი მოსმით, წყალში გადაყრის. თქვენ კი, სანამ “იუთუბზე” ეს გვერდი არ წაუშლიათ, შეგიძლიათ მოდუნდეთ, მოეშვათ და დატკბეთ…

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი: _ კითხვაზე _ განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება!

ვალერი კვარაცხელია: _ სააკაშვილის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მთლად შეურაცხადი თუ არ არის ადამიანი, იმის მტკიცებას არ დაიწყებს, ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები ქართულ მხარეს არ დაუწყიაო, ვინაიდან ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომელიც ჩვენ თვალწინ მოხდა და, რომელსაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი აღიარებს. ამის შემდეგ უარყოფა იმისა, რომ ცხინვალში საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, მთელ ქვეყანას უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, რაც არ გვეკადრება. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების წარმოების იურიდიული უფლება, პასუხი აქაც ერთმნიშვნელოვანია _ მას ამის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ამ ტერიტორიას საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატით აღჭურვილი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, რის გამოც იქ საქართველოს კანონიერი იურისდიქციის აღგენის ერთადერთი მექანიზმი იყო დიპლომატია. ყველა სხვა გზა, სამხედრო ჩარევის ჩათვლით, იყო უკანონო, კონტრპროდუქტული და საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი. ვინც დღესაცპატრიოტულადარის მომართული და ამტკიცებს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია (ვინც უნდა იყოს იგი _ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ, უბრალოდ, მოქალაქე), არის მატყუარა და სპეკულანტი, რომელიც საქვეყნო საქმის ფეხებზე დაკიდებით ცდილობს, საკუთარი თავი პატრიოტად წარმოაჩინოს.

ეს, რაც შეეხება 2008 წლის ომს.

ერთი უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოში _ შვილმოკლული მშობლები პოლიტიკოსობას იწყებენ. ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ხშირად უკმაყოფილო რჩებიან გამოძიებით, საქმის წარმოებით, სასამართლო პროცესით და დამდგარი განაჩენით. საქართველოს მოქალაქეებში, საზოგადოდ, უსამართლობის განცდა სჭარბობს სამართლიანობის განცდას. ეს, ცხადია, უსაფუძვლოდ არ ხდება. გაიხსენეთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი _ განუკითხაობა, ქუჩებში ახალგაზრდების დახოცვა, ე.წ. ციხის ბუნტი, პატიმართა წამება და სხვა ათასი უბედურება. გაიხსენეთ შვილმკვდარი მშობლები _ ირინა ენუქიძე, ია მეტრეველი, სოსო რობაქიძე, ჯამბულ გამცემლიძე და საკუთარი შვილის საფლავზე ვერაგულად აფეთქებული იური ვაზაგაშვილი. ყველას ვერ ჩამოვთვლით. სააკაშვილის არაადამიანური რეჟიმის მიერ გაუბედურებული ოჯახი ბევრია საქართველოში. დღეს სამართალდამცავი სისტემის მუშაობით უკმაყოფილო თუ ხარ, ბუნებრივია, უნდა იბრძოლო სამართლიანობის მისაღწევად, მაგრამ ამ ბრძოლამ პოლიტიკურ აბსურდში არ უნდა გადაგაგდოს. საერთოდაც, არ უნდა გაგაპოლიტიკოსოს, თორემ იგივე დაგემართება, რაც შვილმოკლულ მამებს, თავისთავად შეუპოვარსა და მებრძოლ პიროვნებებს _ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს, რომლებიც, პოლიტიკაში გადავარდნით “ნაციონალური მოძრაობის” მძევლებად იქცნენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური იყო დაღუპული გოგონას _ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების არაერთი განცხადება.

თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა: _ მივმართავ ამერიკის ელჩს _ კელი დეგნანს, ჩემი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს.

ვალერი კვარაცხელია: _ დედა, რომელმაც ანგელოზივით გოგო საფლავში ჩააწვინა, სიმართლის დასადგენად რომ იბრძოდეს, რა გასაკვირია, მაგრამ აშშ-ის საელჩოსთან გამართული ეს მიტინგი და “ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო” მისი პირიდან მაინც არაბუნებრივად და პოლიტიზებულად ისმოდა.

პოლიტიზების მცდელობაზე გამოთქმული ეს ჩემი ფრთხილი ვარაუდები მთლად უსაფუძვლო არ არის. ამაში თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ გაკეთებული ერთი უხერხული განცხადება უფრო დაგარწმუნებთ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამა: _ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს, რომ ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ.

ვალერი კვარაცხელია: _ რთული არ არის ამ ტექსტის გაშიფვრა. ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდება, ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვა და ყველაფერი კარგად იქნებაო. მაინც რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომლის გამარჯვებასაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ასე მოუთმენლად ელიან? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ჯერ კიდევ შვილის დაკრძალვამდე სააკაშვილის ტელეარხის სტუმარი იყო და კვესიტაძესთან საუბრისთვის შინაგანი ძალა და ნერვები ჰყოფნიდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სააკაშვილისა და მისი “ნაციონალური ხროვის” მობრუნებას ელოდება.

როგორ შევაფასოთ ეს ვითარება?

ეს საკითხისადმი რაციონალური მიდგომაა?

საქართველოში რამდენჯერაც ტრაგედია დატრიალდება, იმდენჯერ უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება? ხელისუფლებაშინაციონალური მოძრაობისმობრუნება ხომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი?

ბატონმა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა იმაზე თუ იფიქრა, მკვლელი სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება კიდევ რამდენ ახალგაზრდას გაისტუმრებს იმქვეყნად და რამდენ მშობელს შემოსავს ძაძებით?

ბაჩალიაშვილების ტრაგიკული ოჯახის წევრთა ფიქრი, შესაძლებელია, ვერ გასწვდეს საქვეყნო საქმეს, მაგრამ ქართველ ხალხს უფრო სერიოზული დაფიქრება მართებს თავის მომავალზე, მით უმეტეს, ამდენი პოლიტიკური ფიასკოს შემდეგ…

კიდევ ერთ საკითხს შევეხები.

ქართულ საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ყბადაღებული სიცრუისა და უსინდისობის პარალელურად, მძლავრობს შემზარავი დილეტანტიზმი. ახლა გაგაცნობთ ფრაგმენტს ტელეარხ ფორმულასერთერთი გადაცემიდან.

ირაკლი ტაბლიაშვილი, წამყვანი: _ სტალინი ებრძოდა ილიას. გესმით, რას ვგულისხმობ. განმივრცეთ, განმივრცეთ!

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: _ სტალინი თავის თავს არც ხედავდა ქართველად, არც ასაღებდა ქართველად… სხვათა შორის, არც იტყუებოდა. არც ამბობდა, რომ ქართველი ვარო. რუსი ვარო… რუსი ვარო… სტალინი არ ამბობდა, რომ უყვარს საქართველო, სტალინი ამბობდა, რომ უყვარს საბჭოთა კავშირი, მსოფლიო პროლეტარიატი და, ამბობდა, რომ დანარჩენი ყველა არის გასაქრობი…

ირაკლი ტაბლიაშვილი: _ ოღონდ, ვერ გაგვაქრო. სამოცდაათი წლის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, 91 წელს დამარცხდა სტალინი. ისტორიულ დამარცხებას ვგულისხმობ, ცხადია.

ვალერი კვარაცხელია: _ დილეტანტიზმი ვახსენე წეღან. მგონი, ზედმეტად ლიტერატურული სიტყვა გამოვიყენე. დილეტანტიზმი კი არა, ისეთი გულისამრევი სისულელე და სიბინძურეა ის, რასაც ეს წამია გაეცანით, მეტი რომ არ შეიძლება. საერთოდ, ქართული ტელეარხებიდან რაც სისულელე იფრქვევა, მსოფლიოს ეყოფა. ამიტომ, ამან აღარც უნდა შეგვაშფოთოს, მაგრამ მაინც გიკვირს, როდესაც ხედავ, რომ კაცი, რომელიც საკუთარ თავს ფილოსოფოსად ასაღებს და, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტია, ასე უაპელაციო განცხადებებს აკეთებს. მით უმეტეს, როდესაც საქმე იმ მასშტაბის ისტორიულ პიროვნებას და იმ მასშტაბის ქართველს ეხება, როგორიც სტალინია. ბიბლიური პასაჟები გადატანითი მნიშვნელობით უფრო უნდა გავიგოთ-ხოლმე, ვიდრე პირდაპირი მნიშვნელობით. აპოკალიფსი, სანამ იგი სამყაროში განხორციელდება, ანუ ცოდვათა გამო აღსასრულის ჟამი დადგება, ეტყობა, ცნობიერებაში მოხდება. მეტი რა აპოკალიფსური დამბლა უნდა დაეცეს ადამიანის ცნობიერებას, მეტი როგორ უნდა აემღვრეს და გაულაყდეს ტვინი, რომ სააკაშვილს აღმერთებდეს და სტალინს განაქიქებდეს?! იჯდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი (ფილოსოფოსი) და თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იმ ვინმე ტაბლიაშვილზე (წამყვანზე) უბადრუკად გამოიყურებოდა. არ არის ეს ეროვნული ტრაგედია?!

კიდევ ერთი საკითხი…

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ძალიან მომრავლდა ე.წ. ფერადი რევოლუციები, მსოფლიოში გავრცელდა ასეთი ხუმრობა: ეს რევოლუციები, აშშ-ის გარდა, ყველგან მოხდებაო. რატომო? _ იმიტომ, რომ აშშ-ში აშშ-ის საელჩო არ არისო.

ყველა იმ სახელმწიფოს თავზე, რომელშიც აშშის საელჩოა, დამოკლეს მახვილი ჰკიდია. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2008 წელს, ამერიკელების მიერ ბელარუსისთვის დაწესებული უსინდისო სანქციების გამო, ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვია, მინსკიდან კი აშშ-ის ელჩი გააძევა, არც მეტი, არც ნაკლები, ბელარუსში აშშ-ის “მეხუთე კოლონის” ორგანიზების ბრალდებით. მას შემდეგ თორმეტი წელიწადი გავიდა. 2020 წლის თებერვალში ბელარუსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია და ურთიერთობების დათბობაც დაიწყო. ახლახან ელჩებიც გაცვალეს და თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად ვითარდებოდა, მაგრამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბელარუსსა და რუსეთს შორის უზარმაზარი სკანდალი აგორდა. მინსკში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით რუსეთის 33 მოქალაქე დააკავეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მინსკის ინციდენტი პროვოკაცია აღმოჩნდა.

Известия: _ ბელარუსში რუსი მოქალაქეების დაკავება უკრაინული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია აღმოჩნდა.

ვალერი კვარაცხელია: _ მეტი გამოძიების წარმოება (არც იურიდიულის და არც ჟურნალისტურის) საჭირო არ არის. ისედაც ყველაფერი ნათელია. უკრაინის დღევანდელი სპეცსამსახური აშშის სპეცსამსახურია, უკეთეს შემთხვევაში _ აშშის სპეცსამსახურის უკრაინული ფილიალი. ნათელია, რომ ეს პროვოკაცია, რომელმაც კინაღამ ჩაანგრია ხიდი რუსეთსა და ბელარუსს შორის, გარეშე ძალების ხელით იმართებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად საიდან მოდიოდა პროვოკაცია _ კიევიდან თუ რომელიმე სხვა ქალაქიდან, სულაც მოსკოვიდან, მთავარი ის არის, რომ მისი მართვის მთავარი პულტი ვაშინგტონში იყო. ეს ფაქტი მინსკში აშშის ელჩის გამოჩენიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა. კონკრეტული საკითხები და დეტალები, რა თქმა უნდა, შესასწავლი და გამოსაძიებელია, მაგრამ იმ ზოგადი დასკვნის გაკეთებას, რომ მინსკის პროვოკაციაზე ამერიკელებმა თავიანთი ყურმოჭრილი ყმების ხელით, როგორც კიევში, ასევე მოსკოვში, სერიოზულად იმუშავეს, გამოძიება არ სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს ზოგადი დასკვნაა მთავარი. კიდევ კარგი, რომ მინსკშიც და მოსკოვშიც დროულად გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროვოკაციები და სიბინძურეები აღარ იქნება… როგორ ფიქრობთ, უცხო ძალების ჩარევის გარეშე დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცოტა ხნის წინათ? არავითარ შემთხვევაში! ვინ იყვნენ ეს უცხო ძალები? რა თქმა უნდა, ამერიკული სპეცსამსახურები, რომლებიც მსოფლიოს მოედვნენ, ყველგან წრიალებენ, თავიანთი ბინძური საცეცებით ყველაფერს სწვდებიან და გაუთავებლად თესავენ ბოროტებას, რომელმაც ხან ახლო აღმოსავლეთში უნდა ამოიყაროს ყლორტები, ხან _ კავკასიაში, ხან _ ლათინურ ამერიკაში, ხან _ ჩინეთში, ხან _ ჩრდილოეთ კორეაში და, რომელიღაც ეტაპზე, ერთიანად უნდა მოიცვას მთელი მსოფლიო. ამერიკელთა ამ სცენარში, ცხადია, ბელარუსიც განიხილება.

აშშ-სა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობის თორმეტწლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წლის 1 თებერვალს მინსკში, როგორც უკვე გითხარით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩაბრძანდა, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკო მწარე იუმორით შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი: _ კარგია, რომ გარისკეთ და ჩამოხვედით ჩვენი დიქტატურის სანახავად.

ვალერი კვარაცხელია: _ სტუმარი მასპინძელს იუმორში ვერ აჰყვა. ამიტომ, იქით გადაუხვია, სადაც უფრო ძლიერი პოზიცია აქვს _ დემაგოგიისა და მოქრთამვისკენ.

მაიკ პომპეო, აშშის სახელმწიფო მდივანი: _ ჩვენ დაინტერესებული ვართ ბელარუსის დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით… ჩვენ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების უდიდესი მწარმოებელი სახელმწიფო ვართ და შეგვიძლია, ბელარუსი მთლიანად დავაკმაყოფილოთ მისაღებ ფასებში.

ვალერი კვარაცხელია: _ გასაოცარია, ხომ?! ბელარუსს საკუთარი ენერგომატარებლები არ აქვს და სხვაზეა დამოკიდებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ვერაგობაა ჩადებული პომპეოს შეთავაზებაში. ბელარუსი ენერგომატარებლებით უმდიდრესი და თითქმის მთელი ევროპააზიის მომმარაგებელი რუსეთის მოკავშირე ათმილიონიანი სახელმწიფოა. რისთვის სჭირდება მას ოკეანის გაღმიდან წამოღებული ენერგომატარებლები, როდესაც რუსეთი გვერდით ჰყავს?! რა აზრი შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ბელარუსში ნავთობპროდუქტები ტანკერებით ათრიო, გარდა იმისა, რომ რუსეთი და ბელარუსი ერთმანეთს მოწყვიტო და მათ შორის დამაკავშირებელი ძაფები ჩაჭრა?! რა განსაკუთრებული მიხვედრის უნარი სჭირდება იმის გაგებას, რომ ამერიკელები პროვოკაციებითა და გაუგებრობების შექმნის გზით რუსეთსა და ბელარუსს შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ. თავიანთი პოზიციებიდან და გადასახედიდან სწორადაც იქცევიან, ვინაიდან ბელარუსი და მისი პრეზიდენტი სერიოზულად ჰყავთ ყელში გაჩხერილი.

ალექსანდრე ლუკაშენკო ორი მთავარი მიმართულებითაა მიუღებელი აშშისა და, საერთოდ, კოლექტიური დასავლეთისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცეში პრეზიდენტი ლუკაშენკო ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც იმთავითვე მტკიცედ დაადგა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზას და, მიუხედავად გაუთავებელი პროვოკაციებისა არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ რუსეთიდანაც, აგერ უკვე ოცდაექვსი წელიწადია, ამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უაღრესად სწორი გზიდან არ გადაუხვევია. მეორე და უმთავრესი ისაა, რომ ლუკაშენკომ არ დაანგრია სოციალისტური სისტემის უმთავრესი მონაპოვარი, არ დაანგრია საბჭოთა პერიოდში შექმნილი სამრეწველო პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საწარმოო ურთიერთობები, პირიქით, ის, რაც სხვაგან (ვთქვათ, საქართველოში) ჯართად აქციეს და საზღვარგარეთ გაყიდეს ხალხის მყვლეფავი და ექსპლოატატორი ბურჟუაზიული კლასის შესაქმნელად, მან ხალხისა და ქვეყნის სამსახურში ჩააყენა, რამაც საშუალება მისცა, ბევრი ახალი საწარმო აეშენებინა, მილიონობით სამუშაო ადგილი შეექმნა და ცხოვრების დონის განუხრელი ზრდისთვის მიეღწია. შესადარებლად: საქართველოში მოსახლეობა თითქმის განახევრდა და დემოგრაფიული კატასტროფა გვემუქრება, ბელარუსში კი მოსახლეობის რაოდენობა მატულობს; საქართველოდან მოსახლეობის სოციალურმა და შრომითმა ემიგრაციამ დამანგრეველი ხასიათი მიიღო, ბელარუსში კი სხვა ქვეყნიდან ჩადიან დასაქმების მაძიებელნი, ხოლო ქვეყნიდან ემიგრაციის მაჩვენებელი ბუნებრივისა და დასაშვების ფარგლებშია. ბელარუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში სოციალური სამართლიანობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის ერთადერთი ოაზისია, საბოლოო ჯამში, გონიერების ოაზისია. ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენი დღევანდელი გადაცემის ფორმატს სცდება. ბელარუსის პრეცედენტი უცნაური ფენომენია _ მეცნიერულად შესასწავლი ფენომენი.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ძალიან მაღალი პოლიტიკური აქტიურობის პირობებში ჩაიარა. ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ევროპის დღევანდელ ლიდერთა შორის გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ხმათა ოთხმოცი პროცენტი დააგროვა და, კიდევ ერთხელ, სრულიად დამსახურებულად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, რითაც დამტკიცდა, რომ ბელარუსში ხალხიც ბრძენია და წინამძღოლიც.

არჩევნების მეორე დღეს ბელარუსში საპროტესტო აქციების გამართვა სცადეს, რაც ლუკაშენკომ ასე შეაფასა.

ალექსანდრე ლუკაშენკო: _ პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან იყო სატელეფონო ზარები. ისინი მართავენ, ბოდიშს ვიხდი, ამ ჩვენს ცხვრებს: ამათ არ იციან, რას აკეთებენ და ამიტომ მართავენ მათ გარედან.

ვალერი კვარაცხელია: _ ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. საქართველოში აშშისმეხუთე კოლონისწარმომადგენლები, რომლებიც ყველგან არიან _ ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, საინფორმაციო საშუალებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, გახარებულნი იყვნენ რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის დაძაბვით, რაც, მათი აზრით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს დამარცხების, მომავალში, ბელარუსის მიერ პროდასავლური კურსის აღებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციების დასუსტების გარდაუვალ წინაპირობად უნდა ქცეულიყო, რომლითაც აშშის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა.

იყო ეს სიხარული, მაგრამ, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ

სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ქართული კოვზი ამერიკულ ნაცარში გდია

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here