Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

ვლადიმერ პუტინი

მეათე გადაცემა

ეპოქის პარადოქსები, ანუ ერთმანეთს აცდენილი აწმყო და წარსული

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

გათენდა 2020 წლის 24 ივნისი _ 75-ე წლისთავი მოსკოვში, წითელ მოედანზე 1945 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართული ისტორიული აღლუმისა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ისტორიულ თარიღს საგანგებო სტატია მიუძღვნა. სტატიაში დოკუმენტურად, საარქივო მასალებზე დაყრდნობით მხილებულია თანამედროვე დასავლეთის მიერ აღებული გეზი ისტორიის თავხედური ფალსიფიკაციისკენ. რუსეთის პრეზიდენტი მკითხველებს განუმარტავს, რა მოტივითაა განპირობებული მისი ისტორიული ექსკურსი.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: _ Пишу об этом без малейшего намерения взять на себя роль судьи, кого‑то обвинить или оправдать… Однако многие наши партнёры пока не готовы к совместной работе. Напротив, преследуя свои цели, они наращивают против нашей страны количество и масштаб информационных атак, хотят заставить оправдываться, испытывать чувство вины, принимают насквозь лицемерные политизированные декларации.

ვალერი კვარაცხელია: _ პრეზიდენტ პუტინს ამის შემდეგ ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.

ვლადიმერ პუტინი: _ Так, например, одобренная 19 сентября 2019 года Европейским парламентом резолюция «О важности сохранения исторической памяти для будущего Европы» прямо обвинила СССР – наряду с нацистской Германией – в развязывании Второй мировой войны.

ვალერი კვარაცხელია: _ ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. რამე წინასწარი მიზანდასახულება თუ არ გამოძრავებს, როგორ შეიძლება, დასავლური ფაშიზმი და მისი მესაფლავე კომუნისტური საბჭოთა კავშირი ერთი მასშტაბის უბედურებად განიხილო?! ეს ყველაფერი ერთ დიდ, არცთუ კეთილშობილ მიზანს ემსახურება _ სტალინის, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის უარყოფითად წარმოჩენას. რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტს ძალიან მკაცრად, მაგრამ ობიექტურად აფასებს.

ვლადიმერ პუტინი: _ Считаю, что подобные «бумаги», не могу назвать эту резолюцию документом, при всём явном расчёте на скандал несут опасные реальные угрозы. Ведь её принял весьма уважаемый орган. И что он продемонстрировал? Как это ни печально – осознанную политику по разрушению послевоенного мироустройства.

ვალერი კვარაცხელია: _ დიახ, მათ მიზანს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის უარყოფითად წარმოჩენა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევა წარმოადგენს, რადგან სწორედ ესაა ის, რაც პლანეტაზე გაბატონებასა და თავისუფლად პარპაშში ხელს უშლით. ისინი არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. ვინაიდან არ გააჩნიათ მორალი; თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ის, რაც იყო, არ ყოფილა და ის, რაც არ ყოფილა, იყო. მათთვის არც ის წარმოადგენს სიძნელეს, რომ გერმანული ფაშიზმის დამარცხება ისე მიიწერონ, საბჭოთა კავშირი არც ახსენონ.

ვლადიმერ პუტინი: _ Помимо угрозы для фундаментальных принципов миропорядка есть здесь и моральная, нравственная сторона. Глумление, издевательство над памятью – это подлость. Подлость бывает намеренной, лицемерной, вполне осознанной, когда в заявлениях по поводу 75‑летия окончания Второй мировой войны перечисляются все участники антигитлеровской коалиции, кроме СССР.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს სამარცხვინო საქციელი პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაიდინა. ამ подлость“-ს და მის სახესხვაობებს პრეზიდენტი პუტინი შესანიშნავად ხსნის. იგი გერმანიაში ფაშისტური სულისკვეთების ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებსაც სწვდება და საკუთარ ვერსიასაც აყალიბებს. პუტინი, მართალია, გერმანელ ხალხში ომის სულისკვეთების ჩამოყალიბების ქვეცნობიერ იმპულსს “ვერსალის ზავის” კაბალურ პირობებში ეძებს, მაგრამ არც ის რეალობა რჩება ყურადღების მიღმა, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე “ჩაგრული ერის” ფსიქოლოგიური კომპლექსები და ქვეცნობიერი იმპულსები. საბჭოთა კავშირთან ომისკენ ჰიტლერს აქეზებდნენ ისეთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ და არიან დიდი ბრიტანეთი და აშშ. ჰიტლერთან თანამშრომლობით ისინი მათ მიერ მართულ იმ დემონს ქმნიდნენ, რომელსაც საბჭოთა კავშირი უნდა დაეჩოქებინა.

ვლადიმერ პუტინი: _ Парадоксально, но этому прямо или косвенно способствовали западные государства, прежде всего Великобритания и США.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს ისტორიული ფაქტია და ამ ნათქვამში ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში პირდაპირ ადებს ხელს კონკრეტულ სახელმწიფოებს, რომლებიც მსოფლიო დემოკრატიის ბურჯობაზე აცხადებენ პრეტენზიას, ეს არის ახალი და მრავლისმთქმელი.

სტატიაში პუტინი ყვება მიუნხენის შეთქმულების შესახებ, რომელშიც ჰიტლერსა და მუსოლინისთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებიც მონაწილეობდნენ და, სადაც ჩეხოსლოვაკიის დანაწევრება მოხდა. აი, აქ პრეზიდენტი პუტინი უაღრესად საინტერესო დასკვნას აკეთებს.

ვლადიმერ პუტინი: _ Отмечу в связи с этим, что в отличие от многих тогдашних руководителей Европы, Сталин не запятнал себя личной встречей с Гитлером.

ვალერი კვარაცხელია: _ დიახ, სტალინი ერთადერთი აღმოჩნდა ევროპის გავლენიან სახელმწიფოთა ლიდერებს შორის, ვინც ჰიტლერთან შეხვედრა არ იკადრა. მან საკუთარ პიროვნებას ჩრდილი არ მიაყენა. პუტინის საბოლოო დასკვნა მისი მსჯელობის ამ ნაწილისთვის ზუსტია.

ვლადიმერ პუტინი: _ Мюнхенский сговор показал Советскому Союзу, что западные страны будут решать вопросы безопасности без учёта его интересов, а при удобном случае могут сформировать антисоветский фронт.

ვალერი კვარაცხელია: _ ამის შემდეგ პუტინი ყვება, როგორ ცდილობდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, გამოეყენებინა ნებისმიერი შანსი ანტიჰიტლერული კოალიციის შესაქმნელად. მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1939 წელს, საბჭოთა კავშირის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა კულუარული საუბრები (დააკვირდით! _ ვ.კ.) დიდ ბრიტანეთსა და ფაშისტურ გერმანიას შორის.

ვლადიმერ პუტინი: _ Приведу в связи с этим документ из британских архивов – это инструкция британской военной миссии, которая прибыла в Москву в августе 1939 года. В ней прямо говорится, что делегация должна «вести переговоры очень медленно»; что «правительство Соединённого Королевства не готово брать на себя подробно прописанные обязательства, которые могут ограничить нашу свободу действий при каких‑либо обстоятельствах».

ვალერი კვარაცხელია: _ ბრიტანელ დიპლომატებს დავალება ჰქონდათ, მოლაპარაკებები განგებ გაეჭიანურებინათ, რომ ისეთი შეთანხმება, რომელსაც შემდგომ ფაშისტურ გერმანიასთან ერთობლივი მოქმედებების განხორციელებაში შეიძლებოდა ხელი შეეშალა, არ შემდგარიყო. ეს ერთობლივი მოქმედება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივი ომი უნდა ყოფილიყო, ანუ ატყუებდნენ საბჭოთა ხელმძღვანელობას _ თან დიალოგში შედიოდნენ, თან შეთანხმებაზე არ მიდიოდნენ. დროც გაჰყავდათ იმ ვითარებაში, როდესაც ომი კატასტროფული სიჩქარით ახლოვდებოდა. ყოველივე ამის შემდეგ სტალინს ერთადერთი გზა რჩებოდა, რომლის შესახებაც განსახილველ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტი ასე მსჯელობს.

ვლადიმერ პუტინი: _ В сложившейся ситуации Советский Союз подписал Договор о ненападении с Германией, фактически сделал это последним из стран Европы. Причём на фоне реальной опасности столкнуться с войной на два фронта – с Германией на западе и с Японией на востоке.

ვალერი კვარაცხელია: _ ამიტომაც, ვლადიმერ პუტინის აზრით, საბჭოთა კავშირის დადანაშაულება მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში უპატიოსნო საქციელია.

ვლადიმერ პუტინი: _ Поэтому нечестно утверждать, что двухдневный визит в Москву нацистского министра иностранных дел Риббентропа – главная причина, породившая Вторую мировую войну.

ვალერი კვარაცხელია: _ რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში საბჭოთა კავშირს წვლილი არ მიუძღვის. არც შეიძლება რამე წვლილი მიუძღვოდეს თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეს ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გააჩაღეს. ომის გამჩაღებელთა შორის კი ფაშისტური გერმანია მარტო არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხებზე შემთხვევით არ ალაპარაკდებოდა. ეს საუბარი იმის შედეგია, რომ ამერიკა და ევროპა მსოფლიოში ახალი დესტაბილიზაციის წინაპირობებს ქმნიან, თანაც, ისტორიას თავხედურად აყალბებენ და ცდილობენ, საბჭოთა ხალხსა და მის ბრძენ წინამძღოლს ფაშიზმის დამარცხებაში შეეცილონ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

ვლადიმერ პუტინი: _ В разгром нацизма – что бы сейчас ни пытались доказать – основной, решающий вклад внёс Советский Союз.

ვალერი კვარაცხელია: _ საბჭოთა კავშირის სიძულვილით შეპყრობილი, ფაშისტებთან კოლაბორაციონისტულად გარიგებული და, საბოლოოდ, ჰიტლერის ფეხქვეშ განრთხმული ევროპა საბჭოთა არმიამ იხსნა. არა მხოლოდ იხსნა, ფეხზე წამოაყენა და მებრძოლი სულიც შთაბერა, მაგრამ ფაშიზმის ალაგმვის მთელმა სიმძიმემ საბჭოთა კავშირზე გადაიარა, რომელმაც მსოფლიო ფიზიკური და მორალური კატასტროფისგან იხსნა.

ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მოწყობის ის სისტემაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა თავის მოკავშირეებთან ერთად მომავალ თაობებს დაგვიტოვა და რომლის თავხედურ რევიზიასაც ახლა დასავლეთი ცდილობს.

ვლადიმერ პუტინი: _ Державы-победительницы оставили нам систему, которая стала квинтэссенцией интеллектуальных и политических исканий нескольких столетий. Серия конференций – Тегеранская, Ялтинская, Сан‑Францисская, Потсдамская – заложили основу того, что мир вот уже 75 лет, несмотря на острейшие противоречия, живёт без глобальной войны.

ვალერი კვარაცხელია: _ სტატიაში ვლადიმერ პუტინი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შეახსენებს 2020 წლის იანვარში, იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე მის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, რომ შეიკრიბონ და იმსჯელონ მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომლის ბედი ახლა ბეწვზე ჰკიდია.

ვლადიმერ პუტინი: _ Предлагаемая Россией повестка предстоящего саммита «пятёрки» исключительно важная и актуальная как для наших стран, так и для всего мира. И по всем пунктам у нас есть конкретные идеи и инициативы.

ვალერი კვარაცხელია: _ რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთნათქვამი, ვლადიმერ პუტინის ეს სტატია უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, მაგრამისიც უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად აქტუალობისა, ფაქტების სისწორისა და ლოგიკური ანალიზისა, სტატია ეპოქის სულისკვეთებას ჩამორჩენილი და რევოლუციურ გაქანებას მოკლებულია, რომლის მოთხოვნილება ახლა მთელ მსოფლიოში ასე საგრძნობია. სტატია (ესეც პირდაპირ უნდა ითქვას) დაწერილია ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, ელცინის ეპოქათა სულისკვეთების გამოძახლით. რუსეთის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უპირისპირდება და ამხელს დასავლეთის გაქნილ, მზაკვრულ და სიცრუით გაჯერებულ პოლიტიკას, ვერ გაურბის დასავლეთისათვის ხარკის გადახდის დამკვიდრებულ ტრადიციას, გვერდს ვერ უვლის სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და რუსეთში დამკვიდრებულ საერთაშორისო შაბლონებს, რომლებმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაანგრია, ახლა კი რუსეთის საფუძვლებს არყევს.

მაგალითად: რომ არა დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენა, სტატიაში, სადაც არა ბოლომდე, მაგრამ მაინც მხილებულია დასავლეთის ძველი და ახალი ვერაგობები, რა ჩასაკვეხებელი იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი და სრულიად ზედმეტი ეს პასაჟი?!

ვლადიმერ პუტინი: _ Сталин и его окружение заслуживают многих справедливых обвинений. Мы помним и о преступлениях режима против собственного народа, и об ужасах массовых репрессий.

ვალერი კვარაცხელია: _ დასავლეთისათვის ხარკის გადახდის ამ მიუტევებელი ჟესტით გამაოგნებელი დისონანსია შემოტანილი სხვა მხრივ სრულიად საწინააღმდეგო პათოსით გაჟღენთილ სტატიაში.

სტალინის წინააღმდეგ სამართლიანი ბრალდებებიო?

თუ კი დასავლეთი, როგორც ამას პუტინი სამართლიანად ბრძანებს, თურმე ყველაფერში ტყუის, რაღა სტალინის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებშია სამართლიანი?! ევროპა, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, თავხედურად ტყუის, როდესაც ომის გამჩაღებლებად ფაშისტურ გერმანიასა და მისთვის აღვირის ამომდებ საბჭოთა კავშირს თანაბარ ბოროტებად გვისახავს და იმ შემთხვევაშიც ტყუის, როდესაც მოლოტოვრიბენტროპის პაქტს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამომწვევ მიზეზად ასახელებს, რაღა მაშინ არის ცამდე მართალი, როდესაც სტალინს ტირანად და სისხლისმსმელად წარმოაჩენს?! და თუკი შენ, სსრკ სამართალმემკვიდრე, სტალინის ეპოქას რეჟიმს უწოდებ და ამბობ, რომ ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა, რატომ არაა შენი ესაღიარებადასავლეთისთვის მისი ცრუ ბრალდებების გამამართლებელი არგუმენტი?

სტატიაში, რომელშიც საბჭოთა კავშირსა და წითელ არმიას ფაშიზმისაგან ევროპისა და მსოფლიოს განმათავისუფლებლად სახავ, როგორ უნდა ილაპარაკო სტალინის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე?! როგორ, პიროვნება, რომელიც ევროპასა და მთელ მსოფლიოს ფაშისტური ჭირისგან ათავისუფლებდა, საკუთარ ხალხს ებრძოდა და მის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა?! რა, მთელ კაცობრიობაზე შესტკიოდა გული და მხოლოდ საკუთარი ხალხის სისხლს სვამდა? თუ ასე იყო, სტალინის სახელით ტანკებს რატომ უვარდებოდნენ, ეს ხომ ცნობილი მოვლენა იყო ფრონტზე, ამას რაღა ვუყოთ? რა გამოდის პუტინის ნათქვამიდან, თუკი სტალინი ყველა სხვა ხალხის ფაშისტური ჭირისგან ხსნას ლამობდა, მაგრამ საკუთარ ხალხს ფაშისტებთან ერთად ანადგურებდა, საბჭოთა ხალხი ამას იმსახურებდა?

რეპრესიებიო, სასაცილოა პირდაპირ. პრეზიდენტი პუტინი თვითონ წერს, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მთელი ევროპა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჰიტლერის გვერდით იდგნენ, მას აფინანსებდნენ და აიარაღებდნენო. ისინი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გარეთ თუ ამდენს აკეთებდნენ, შიგნით, თავიანთმეხუთე კოლონასუყურადღებოდ დატოვებდნენ?! ჰოდა, რა უნდა ექნა სტალინს, მოახლოებული საშინელი ომის წინ ქვეყანა დასავლეთის ჯაშუშმსტოვრებისგან არ გაეწმინდა?!

გამარჯვებიდან 75 წლის შემდეგ, წითელ მოედანზე იმ ისტორიული დღისადმი მიძღვნილ აღლუმს რომ იბარებ, ისიც ხომ უნდა აღიარო, რომ ის დიადი გამარჯვება 1937 წლის მოვლენების გარეშე ვერ დადგებოდა!

აი, კიდევ ერთი გასაოცარი ამბავი.

ვლადიმერ პუტინი: _ Советский Союз дал правовую и моральную оценку так называемому Пакту Молотова–Риббентропа. В постановлении Верховного Совета от 24 декабря 1989 года официально осуждены секретные протоколы как «акт личной власти», никак не отражавший «волю советского народа, который не несёт ответственности за этот сговор».

ვალერი კვარაცხელია: _ გასაოცარია, აბა, რა არის?! რომელ დოკუმენტს იშველიებს პრეზიდენტი პუტინი, _ გორბაჩოვისა და მისი უმაღლესი საბჭოს მიერ სტალინის გადაწყვეტილების დაგმობას?! იმ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საბჭოთა კავშირიც, სოციალისტური მონაპოვარიც და ყველაფერი ის, რის დაცვასაც ათეულობით მილიონი საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მიწასთან გაასწორა, როგორ შეიძლება, რომ დიდი სამამულო ომის პერიპეტიებზე მსჯელობისას არგუმენტად მოიხმო?! გარდა ამისა, ამ პასაჟამდე ცოტა ადრე თავისივე წერილში არგუმენტირებულად არ ამართლებს ამ ნაბიჯს? იმას არ ბრძანებს, სხვა ყველაფერთან ერთად, სსრკ წავიდა ამაზე, რათა აეცილებინა ომი ორ ფრონტზე _ დასავლეთით გერმანიასთან და აღმოსავლეთით _ იაპონიასთანო?

პრეზიდენტი პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თავს სტალინის ისტორიულად გრანდიოზული და ცამდე მართალი პიროვნების მემკვიდრედ აცხადებდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ხრუშჩოვის, გორბაჩოვისა და ელცინის გვერდით დგება? სამწუხაროდ, ასე გამოდის!

ამავე სტატიაში პრეზიდენტ პუტინის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს ლიდერების მიმართ მსოფლიო წესრიგის გადასარჩენად შეხვედრისკენ მოწოდება დაგვიანებული მგონია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი, ამერიკელთა მონდომებითა და სტალინის შემდგომი პერიოდის საბჭოთა და რუსეთის ლიდერთა ხელისშეწყობით უკვე დაინგრა. ახლა მსოფლიო წესრიგის ახალი შინაარსი და ახალი ფორმაა საძებნი. ამისთვის ძველი რუდიმენტების მსხვრევაა საჭირო. დღეს, როდესაც დასავლურ კაპიტალიზმს ყველა მხრიდან ცეცხლი უკიდია და მოახლოებული რევოლუციის გრიგალი გლეჯს, მის გადარჩენაზე ზრუნვა კი არა, თუ შეიძლება ასე ითქვას, “კართაგენის დანგრევაზეფიქრია საჭირო. მეტსაც მოგახსენებთ: რუსული კაპიტალიზმისკართაგენიცდასანგრევია, ვინაიდან მსოფლიო კაპიტალიზმის გარდაუვალი აღსასრულის ჟამს რუსეთში ოლიგარქიულკაპიტალისტური სისტემის მშენებლობა სრული ანაქრონიზმი და გაუგებარი ისტორიული ატავიზმი მგონია.

განსახილველი სტატიის უმთავრესი ნაკლი არის ის, რომ ავტორმა უყურადღებოდ დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. მეორე მსოფლიო ომი იდეოლოგიათა ომი იყო, სადაც საბჭოთა კომუნისტურ იდეოლოგიას დასავლური ბურჟუაზიული იდეოლოგია სამკვდროსასიცოცხლოდ დაუპირისპირდა. ამ დაპირისპირებაში სოციალისტურმა სისტემამ გაიმარჯვა. რომ არა სოციალისტური სისტემა, ვერც სტალინის გენია და ვერც საბჭოთა ხალხის გმირული თავგანწირვა გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების საწინდარი ვერ გახდებოდა. ამ ომში ვინმემ ან რამემ სასწაული თუ მოახდინა, ეს, პირველ რიგში, კომუნისტური იდეოლოგია და სოციალისტური სისტემა იყო.

დასკვნის სახით იმის თქმა შემიძლია, რომ ის პოზიტიური ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც ამ სტატიას უნდა ჰქონოდა, დასავლური პოლიტიკური შაბლონების ასე თვალშისაცემი გავლენების გამო, პრაქტიკულად, ავტორის ხელითვე გადაიხაზა და წაიშალა.

ვშიშობ, ასევე არ წაიშალოს ვლადიმერ პუტინის ხანგრძლივი მოღვაწეობა რუსეთის ხელისუფლების სათავეში, რომელიც კარგად დაიწყო, მაგრამ შეიძლება ცუდად დამთავრდეს, ვინაიდან რუსეთში კაპიტალიზმის მშენებლობას ისტორიული პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომაცაა, რომ ლოგიკას მოკლებულ ხელოვნურ მოვლენად გამოიყურება, როცა კაპიტალისტურ რუსეთში მთავარ იდეოლოგიურ საყრდენად საბჭოთა კავშირის მიერ დასავლურ ფაშიზმზე მოპოვებულ გამარჯვებას აცხადებ, მით უმეტეს, თუკი მას მიზანმიმართულად აცლიან ისტორიულ კონტექსტს და ლენინის მავზოლეუმივით თანამედროვე კონტექსტით ფუთავენ.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვიტყვი: ორიოდე დღის წინათ, როდესაც ლენინის მავზოლეუმს სააღლუმოდ ფუთავდნენ და მალავდნენ, ხოლო ევროპასა და ამერიკაში ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლის აზარტი პიკს აღწევდა, გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში პროლეტარიატის დიდი ბელადის ძეგლი საზეიმოდ გახსნეს.

ასეთია პარადოქსები, რომლებსაც მოულოდნელობებით აღსავსე ეს ეპოქა გულუხვად გვთავაზობს.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. დღეს, 24 ივნისს დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვებისა და ისტორიული აღლუმის 75- წლისთავს მოსკოვში, წითელ მოედანზე პომპეზურად აღნიშნავენ, მაგრამ დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი ამჟამადაც სტალინისა და კომუნისტური იდეის ხსენების გარეშე ჩაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების დღეს, რეალურად, შინაარსი ამოცლილი აქვს.

ამგვარ ვითარებაში ამ დღის მასშტაბური აღნიშვნა წარსულის თვალსაზრისით თუ ჯერ კიდევ გასაგებია, აწმყოს თვალსაზრისით სრულიად უსარგებლო ხდება, ვინაიდან თანამედროვე რუსეთს საბჭოთა წარსულიდან, გამარჯვების აღლუმის გარეგნული ფორმის გარდა, არაფრის აღება არ სურს. ჯერჯერობით რუსეთის აწმყო და წარსული ერთმანეთს აცდენილია

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. ეს წერილი ლოგიკური აზროვნების საუკეთესო ნიმუშია! თითქმის,სტალინური ლოგიკური აზროვნების საუკეთესო ნიმუშების დარია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here