Home სხვადასხვა დაიჯესტი “ოსკარზე” წარდგენილ ფილმ “ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორს ძალადობის ბრალდება კვლავ წაუყენეს

“ოსკარზე” წარდგენილ ფილმ “ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორს ძალადობის ბრალდება კვლავ წაუყენეს

476
“ოსკარზე” წარდგენილ ფილმ “ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორს ძალადობის ბრალდება კვლავ წაუყენეს

ჟურნალისტური გამოძიების პროცესში გამოკითხული 50 ადამიანიდან ოთხმა აღიარა, რომ ბრაიან სინგერის მხრიდან განიცადეს ამორალური ძალადობა, _ იუწყება The Atlantic.

ოთხმა მამაკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეჟისორმა მათზე მაშინ იძალადა, როცა ისინი ბავშვები იყვნენ. სექსზე დათანხმების სანაცვლოდ იგი მათ ფილმში გადაღებას ჰპირდებოდა. მათგან უმცროსი 13 წლის იყო. ბავშვებმა დაადასტურეს, რომ რეჟისორმა არ იცოდა მათი წლოვანება.

გამოცემა წერს, რომ რეჟისორის მრავალ მეგობარს ხშირად მიჰყავდა მასთან ლამაზი ყმაწვილები “გასაცნობად”. უფრო ადრე “ლაიფი” იუწყებოდა, რომ ამერიკელ რეჟისორს ბრალად ედებოდა 17 წლის ყმაწვილის გაუპატიურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here