Home რუბრიკები პოლიტიკა ორფეხა ვირების დოღი

ორფეხა ვირების დოღი

“დემოკრატია გინდებლარიენ?” _ ნამდვილი დემოკრატია არჩევანის თავისუფლებაა!

ორფეხა ვირების დოღი

სახიფათო, გნებავთ, საგანგაშოა ის, რასაცცივილიზებულ, დემოკრატიულაშშევროკავშირსა და მათ სატელიტ ქვეყნებში (მათ შორის, უწინარესად, საქართველოში) ტოტალურად მოდებული რუსოფობია ჰქვია. დასავლეთში რუსოფობიამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მასაც შეიძლება პანდემია ვუწოდოთ. პანდემია, რომლის აღვირახსნილ პროპაგანდას კორონავირუსზე არანაკლებ შეუძლია დააზიანოს არამხოლოდ ხსენებულიკულტუროსანიაშშევროკავშირი და მათი სატელიტი ქვეყნები, არამედ სრულიად კაცობრიობა.

თანამედროვე ე.წ. ლიბერალი “ისტორიკოსებისაგან” განსხვავებით, რომლებიც სსრკ-ის ისტორიას მხოლოდ ე.წ. ბოროტების იმპერიის (ასე უწოდა “სიკეთის იმპერიის” პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სსრკ-ს) კონტექსტში განიხილავენ და ამ სიცრუის სწავლება-პროპაგანდით მიზანმიმართულად ურეცხავენ ტვინებს ჩვენს შვილებს, მე, რომ იტყვიან, “დროული კაცი”, ჩემი დროების ავ-კარგს მიუკერძოებლად ვიხსენებ ხოლმე.

დასავლეთი საბჭოეთის ბოროტების დამამტკიცებელ ერთ-ერთ “რკინისებურ არგუმენტად” სსრკ-ში სიტყვის თავისუფლებისა და, შესაბამისად, დემოკრატიული მმართველობის არარსებობას მიიჩნევდა და, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ რა? ახლა, როცა სსრკ-ის იმპერია აღარ არსებობს, დავინახეთ, რომ .. სიტყვის თავისუფლება (რომლის არარსებობაზე ვკამათობდით .. ხრუშჩოვკების ციცქნა სამზარულოებში), ფრთიანად თუ ვიტყვით, .. წერე და იკითხეა და სხვა არაფერი. ანალოგიურის თქმა შეიძლება შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებაც _ მიკროფონში თუ მის გარეშე ხმის ჩახლეჩამდე წივილკივილის შედეგის გამოხატვა კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზით არის შესაძლებელი: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!”

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა საქართველოში შობილ იუმორისტულ რეფრენს _ “დემოკრატია გინდებლარიენ?”-ს (რომელიც წინამდებარე წერილის სათაურადაც გამოვიყენე) _ დემოკრატია უინსტონ ჩერჩილმა თავის დროზე დაახლოებით ასე დაახასიათა: დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, მაგრამ კაცობრიობამ დემოკრატიაზე უკეთესი, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერი მოიფიქრა!”

ზემოთ თქმულიდან და რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, იქიდან გამომდინარე, ამ “რთულ” კითხვაზე პასუხად ჩემი (და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა ბევრის) აზრით, ყველაზე უპრიანი იმის თქმა იქნებოდა, რომ დემოკრატია, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და მორჩა.

მაგრამ, თუ მაინცდამაინც “გავჯიქდებით” და ამ მიმართებით მსჯელობას განვაგრძობთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ზუსტად იმდენი სახის დემოკრატიაა, რამდენი ქვეყანაც არსებობს მსოფლიოში. დემოკრატიის მრავალსახიანობაზე პირველად რუსეთის პრეზიდენტმა “დაასველა სიტყვა”, როდესაც “ლიბერასტი” ჟურნალისტის კითხვაზე _ რატომ არ აკანონებთ რუსეთში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებასო (მეგრულად თუ “მოვთარგმნით”, “სორე სკანი დემოკრატიაო”), ვლადიმერ პუტინმა, მოკლედ მოუჭრა, _ ჩვენ სუვერენული დემოკრატია გვაქვსო და მას შემდეგ (მანამდეც) _ იმ ქვეყნებში, რომლებშიც რუსეთი თავისი “სუვერენული დემოკრატიის” ექსპორტს ეწევა (დნესტრისპირეთი, სირია, ლუგანსკ-დონეცკი, აგერ ახლახან _ მთიანი ყარაბაღი და რაც არ უნდა მტკინვეული უნდა იყოს ქართველებისთვის, სიმართლე უნდა ვაღიაროთ _ სოხუმ-ცხინვალი), სულ ცოტა, აღარ ისვრიან. თუ ვინმე გაბრიყვდა ან გააბრიყვეს (დიდი ალბათობით, მსგავსი პროვოკაციის შემსრულებელი თუ არა, დამკვეთი რუსეთის “მეგობარი” თურქეთი იქნება) და მთიან ყარაბაღში თუნდაც ერთი რუსი სამშვიდობო კონტინგენტის ჯარისკაცი მოკლეს, რუსეთის პრეზიდენტმა ახლავე გააფრთხილა ნატო და ევროკავშირი (წაიკითხე, აშშ), რომ დაისჯება არათუ პროვოკაციის კონკრეტული შემსრულებელი (რუსები 2008 წლის შეცდომას აღარ გაიმეორებენ, როდესაც ქართველების მიერ 20 რუსი ჯარისკაცის მკვლელობის გამო “შურისძიების” მიზნით, თბილისის აღების მაგივრად, “ჟანგიანი” ტანკები გორთან შეაჩერეს), არამედ პროვოკაციის ავტორი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში (იუგოსლავია, ლიბია, ეგვიპტე, ტუნისი, გნებავთ უკრაინა, საქართველო და ..) დემოკრატიის ექსპორტს, ხატოვნად თუ ვიტყვით, სადაც დასავლელიდემოკრატიზატორებიშევიდნენ, “ბალახმა აღარ გაიხარა”. ერთ დროს აყვავებული და ერთიანი იუგოსლავია პოლიტიკური რუკიდან სამუდამოდ გაქრა, რადგან ერთმანეთზე მამასისხლად გადამტერებულ ნაწილებად დაშალეს. იმავეს თქმა შეიძლება საქართველოსა და უკრაინაზეც. რუსები და უკრაინელები, პრაქტიკულად, ერთი ისტორიის, კულტურის, გნებავთ, ერთი გენეტიკის ხალხები, სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდეს ერთმანეთს. შედეგად უკრაინამ სამუდამოდ დაკარგა ყირიმი, დონბას-ლუგანსკი, რომელთაც მოკლე ხანში ოდესა და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება კიევიც დაემატოს და აღდგეს ისტორიული კიევის რუსეთი. რაც შეეხება საქართველოს, მან დიდი ხანია, პოლიტიკურდ დაკარგა სოხუმი და ცხინვალი. ეს მწარე რეალობაა და არა ჩემი უსაფუძვლო პესიმიზმი _ “მეგობარი” დასავლეთის იმედად ჩახდილი უკანალებით მავთულხლართების ცოცვას ვერ შევაჩერებთ… მოკლედ, დემოკრატიის თემაზე ნაცარქექიობამ დაგვანახვა, რომ დემოკრატია ხალხის მოსატყუებლად მოგონილი მითია და იმისთვის, რაც არარსებობს, არ ღირს ვენების გადახსნა.

ორფეხა ვირების დოღი

თავს ბედნიერად ვთვლი, რომ განგების ნებით, სსრკის ოქროს ხანაში, 60-70-იან წლებში ვცხოვრობდი; მაშინ, როდესაც ხვალინდელი დღის გათენების (დღევანდელითავისუფალი, დემოკრატიულისაქართველოსგან განსხვავებით) არ გეშინოდა _ არიქა, ცოლშვილი რით და როგორ ვარჩინოო: ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, გათბობა, ექიმი და .. “საზიზღარი კომუნისტებისპერიოდში ხომ პრაქტიკულად უფასო იყო ხელისუფლების მიერ ნაჩუქარ ბინებში მცხოვრები საბჭოთა ადამიანებისთვის, “ჰომო სოვეტიკუსებისთვის”, როგორც ირონიულად გვიწოდებენ და უფროსი თაობის ხალხს დღესაც ასე გვამკობენ ლიბერასტი დემოკრატები.

სსრკ-ის მოქალაქეებისთვის ერთადერთი დისკომფორტი სტალინის მიერ ჩამოშვებული რკინის ფარდის იქითა, დასავლეთის მხრიდან ინსპირირებული ე.წ. ცივი ომი იყო. თუმცა სსრკ-აშშ-ის პოლიტიკურ-სამხედრო დაპირისპირების პიკშიც კი არ ყოფილა დღევანდელის მსგავსი რუსოფობია. ორი, დიამეტრულად სხვადასხვა სისტემა ერთმანეთს მეცნიერებაში, მედიცინაში, კოსმოსის ათვისებაში ეჯიბრებოდა _ ამ უკანასკნელში უდავო ლიდერი სსრკ რომ იყო, ფაქტები მოწმობს: დედამიწის პირველი თანამგზვრის, პირველი კოსმონავტის და სხვა მრავალი მიღწევის ავტორი სსრკ იყო და მთვარეზე ასვლასაც დავასწრებდით ამერიკელებს, კოროლიოვი მოულოდნელად რომ არ გარდაცვლილიყო. ჰოდა, მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, იმხანად არანაირი რუსოფობია არ არსებობდა, რისი კიდევ ერთი მაგალითი 1975 წელსსოიუზაპოლონისერთობლივი პროექტის წარმატებით განხორციელება იყო, როდესაც საბჭოთა კავშირისა და ამერიკის კოსმონავტასტრონავტებმა ერთმანეთს ხელი შორეულ კოსმოსში ჩამოართვეს. მას შემდეგ, რომ იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა.

1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევამ მსოფლიოს ე.წ. ცივი ომის დამთავრება ამცნო და სსრკ-ის “ბოროტი იმპერიაც” მასში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკების სახით “თავისუფალ” მარტივ მამრავლებად დაიშალა, ბურთი და მოედანი ცივ ომში გამარჯვებულ აშშ-ის “კეთილ იმპერიას” დარჩა და თითქოს რაღა უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში გასაყოფი? “კეთილ დასავლეთს” (წაიკითხე, აშშ) მსოფლიოში ჰუმანური ჰარმონიული ცხოვრება უნდა დაემყარებინა, მაგრამ…

სსრკ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიშალა. აქედანვე დაიწყო ლგბტ სექტის და სხვა ათასი გარყვნილების პროპაგანდა, როდესაც გაერომ (ეს არაერთხელ აღმინიშნავს) მამათმავლობა დაავადებების სიიდან ამოშალა, ხოლო სიყვარული დაავადებად გამოაცხადა. გაიგეთ, ხალხო? სიყვარული, ანუ ღმერთი, ბიბლიური ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ თვითონ ღმერთია სიყვარული… აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. დასავლეთმა, ფაქტობრივად, ღმერთის უარყოფა გამოაცხადა ცხოვრების მთავარ ღირებულებად თუ ფასეულობად.

ჰოდა, როგორც დიდი დოსტოევსკი ბრძანებს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია”, თანამედროვე “დემოკრატიული” დასავლეთი სწორედ ღმერთის უარყოფის “მორალით” ცხოვრობს _ აქეთ, აღმოსავლეთში, ნიუ-იორკი, იქით, დასავლეთში კი კალიფორნია-ლოს-ანჯელესია ლგბტ თემის მიწიერი სამოთხე და დონალდ ტრამპის მთავარი ჩამომლაბორანტებელი. ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მუქარა-გაჯიქებისა, მას მაინც მოუწევს ოვალური კაბინეტის დათმობა ჯო ბაიდენისთვის, რომელსაც თამამად შეიძლება, ლგბტ თემის მეფე ვუწოდოთ…

რუსეთმა უკვე დაიწყო დასავლეთის მიერ “დაწუნებული” ვაქცინით რისკ-ჯგუფებში მყოფი მოქალაქეების (სამედიცინო პერსონალის, მოხუცების და ა.შ.) ნებაყოფლობითი აცრა. ამასთანავე, დაიწყო სამხედროების _ მფრინავებისა და საზღვაო ფლოტის პერსონალის _ მასობრივი აცრები. სამხედროების ვაქცინაცია იმ მოსაზრების აბსურდულობას ამტკიცებს, რომ პირველობის მანიით შეპყრობილი ვლადიმერ პუტინი განზრახ იმეტებს სასიკვდილოდ მოსახლეობას არასაიმედო ვაქცინით აცრებით. სამწუხაროა, რომ რუსული ვაქცინის ბოიკოტში აშშის მონა ქოცნაცების ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული. საქართველოს ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს, როგორ აღმოჩნდეს საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე, პოლიტიკური ონანიზმით არის დაკავებული და მხოლოდ იმაზე შფოთავს, იმპოტენტ პარლამენტში ვინ შევა და ვინ _ არა. ამ ტრაგიკომედიამ ერთი კახური ანდაზა გამახსენა _ “ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ იქეთ, მაინც ვირიაო”. მცირე გამონაკლისის გარდა, პარლამენტში შესულების, შესასვლელად გამზადებულებისა თუ ქუჩაში დარჩენილების უმრავლესობა ე.წ. კუჭის ფილოსოფიით მოაზროვნე ორფეხა ვირები არიან.

თქვენ, “პატრიოტები”, თუ ბოიკოტს უცხადებთ რუსულ ვაქცინას, მე, ქვეყნის “მოღალატეს”, მომეცით არჩევანის საშუალება, რუსულ “საწამლავსა” და ამერიკულ “უკვდავების” ვაქცინას შორის “საწამლავი” ავირჩიო და იმით “მოვიკლა თავი”…

“დემოკრატია გინდებლარიენ?” _ არჩევანის თავისუფლებაა ნამდვილი დემოკრატია!

დავით მხეიძე

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here