Home ახალი ამბები მსოფლიო ორი სქესი ასარჩევად: ადამიანები პასპორტში “X-გენდერით” რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ

ორი სქესი ასარჩევად: ადამიანები პასპორტში “X-გენდერით” რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ

82

უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც პასპორტების გრაფაშისქესიმითითებული ექნებათ მესამე გენდერი, ვერ შეძლებენ რუსეთში შესვლას. ასეთი ტიპის დოკუმენტის გაფორმება დღეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც მალე შეუერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიც. რუსმა პოლიტიკოსებმა მწვავედ გააკრიტიკეს პასპორტში “X-გენდერისშეტანა.

“უახლოეს მომავალში ამერიკელთა პასპორტებში შეიტანენ გრაფა “X-გენდერს” და ამერიკელები მიიღებენ უფლებას, დამოუკიდებლად აირჩიონ დოკუმენტში აღნიშნული სამი გენდერიდან ნებისმიერი”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან ამერიკის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ლგბტ პირებისთვის თანაბარი უფლებების მიცემის სურვილით ახსნა.

მისი თქმით, პასპორტში გენდერული კუთვნილების აღსანიშნავად ან ამა თუ იმ დოკუმენტში პირის იდენტიფიკაციისთვის სამედიცინო ცნობა საჭირო აღარ იქნება.

მამაკაცისა და ქალისგან განსხვავებული გენდერის კუთვნილების მითითება დოკუმენტში, _ როგორც ბლინკენმა აღიარა, _ ტექნიკურად რთული ამოცანაა, რომელიც არსებული სისტემის ხანგრძლივ ადაპტაციას მოითხოვს, აქამდე პასპორტში იმ სქესის მისათითებლად, რომელიც არ შეესაბამებოდა დაბადების მოწმობაში ჩაწერილს, ამერიკელებს ექიმისგან შესაბამისი სერთიფიკატის აღება სჭირდებოდათ.

ბლინკენმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან კონსულტაციების შემდეგ, რომლებსაც მსგავსი თვალსაზრისი აქვთ და რომლებმაც კანონმდებლობაში უკვე შეიტანეს შესაბამისი ცვლილებები, ოღონდ არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

ამჟამად მესამე გენდერი შეტანილია რამდენიმე ქვეყნის პასპორტებში, მათ შორის: ავსტრალიის, ინდოეთის, კანადის, მალტის, ნეპალისა და ახალი ზელანდიის.

ამ და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც დოკუმენტებში მითითებული აქვთ “გენდერი X”, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

rambler.ruზე გამოქვეყნებული

მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here