გასულ საუკუნეში ფილოსოფოსთა წრეში გაიგებდით ხუმრობანარევ მსჯელობას: კაცობრიობა სამმა ებრაელმა უმძიმესად შეურაცხყო: პირველი იყო მარქსი, რომელმაც თქვა, რომ სული მეორადია, პირველადი კი მატერიაა (ეკონომიკა და კუჭის პრინციპი); მეორე იყო დარვინი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანი, ღვთისგან კი არა, მაიმუნისგან წარმოიშვა; მესამე იყო ფროიდი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანს, გონება კი არა, ქვენა გრძნობები მართავს. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მოძღვრებები კომუნიზმის, ევოლუციისა და არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ კაცობრიობის შეურაცხყოფა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ხუმრობაში გონებამახვილურად იყო დაჭერილი მეცნიერთა წინააღმდეგობა რელიგიურად დადგენილ წესებთან, ანუ ამბოხი ღმერთის წინაშე. ღმერთთან ბრძოლა აშარჟებდა ისეთ დიდ მოაზროვნეებსაც კი, როგორებიც იყვნენ კარლ მარქსი, ჩარლზ დარვინი და ზიგმუნდ ფროიდი.
ზემოაღნიშნული ისტორია ორმა თანამედროვე ებრაელმა გამახსენა, რომელთა ამბოხი ღვთის წინაშე მათ მიერ ომის გაფეტიშებასა და მშვიდობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში გამოიხატა – ზელენსკი და ნეთანიაჰუ. მშვიდობა ყოველთვის ღმერთთან იყო გაიგივებული, ომი კი – სატანასთან, თუმცა არსებობს წმინდა ომის ცნებაც, როდესაც თავდაცვა საღმრთო საქმედ არის გამოცხადებული. ზელენსკისა და ნეთანიაჰუს ომები არ არის თავდაცვითი ხასიათის, გლობალური ბოროტების შემადგენელი ნაწილია ორივე.
მეორე მსოფლიო ომში ყველაზე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ებრაელი ერი იყო. ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შავი ლაქაა. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, დღეს ნეოფაშიზმის მთავარ ფიგურად კომიკოსი ებრაელი ზელენსკი გვევლინება, რომელიც რაღაც მანქანებით უკრაინის სათავეში მოექცა და ეს მართლმადიდებელი ქვეყანა ფაშისტურ ჭაობად აქცია. მეოცე საუკუნეში გერმანული ფაშიზმის ტყვეობიდან უკრაინის განთავისუფლება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდი იყო. ოთხმოცი წლის გასვლის შემდეგ უკრაინაში კვლავ მიმდინარეობს ფაშიზმისგან ქვეყნის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია. მთავარი კი ისაა, რომ ფაშიზმის სათავეში ებრაული წარმოშობის ადამიანი დგას, რომელსაც ებრაელი ხალხის სირცხვილს უწოდებენ, მაგრამ ამით ის ფაქტი არ იცვლება, რომ იგი ფაშიზმის სამსახურში დგას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელ ფაშისტებთან ებრაელთა კოლაბორაციონიზმის მრავალი შემთხვევა იყო, მაგრამ ამ საკითხის შემსწავლელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყველა ამ შემთხვევას ფიზიკური იძულება განაპირობებდა და არა იდეური თანაგრძობა და ერთიანობა. ზელენსკი ანგარებით შეპყრობილი არამზადა რომ არის, საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ იგი არც იდეურად არის დაშორებული ფაშიზმის ისეთი კონკრეტული გამოვლენისგან, როგორიცაა რუსოფობია.
ერთი შეხედვით, განსხვავებული ვითარებაა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს შემთხვევაში. იგი რომელიმე სხვა სახელმწიფოს სათავეში კი არ დგას, საკუთარ ხალხსა და ქვეყანას (ისრაელს) ხელმძღვანელობს; თანაც პოლიტიკაში შემთხვევით კი არ აღმოჩენილა ზელენსკივით, დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ბიოგრაფია აქვს. გარდა ამისა, ზელენსკისგან განსხვავებით, ვადაგასული და არალეგიტიმური ლიდერი არ არის, კანონიერი პრემიერმინისტრია. მიუხედავად ამ სერიოზული ბიოგრაფიული განსხვავებებისა, მათ აერთიანებთ ის, რომ ეს ორი ლიდერი, როგორც სხვა არავინ პლანეტაზე, გამოყენებული არიან მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული კატასტროფის პროვოცირებისთვის.
იძულებული ვარ, აქ თემისგან ოდნავ გადავუხვიო და შევეხო პრობლემურ საკითხს – მართლა არსებობს თუ არა ძალა, რომელიც პლანეტას ბირთვული ომისკენ უბიძგებს. ცხადია, შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ დოკუმენტს ვერ მოვიხმობ, რომელიც დამეხმარება ამის მტკიცებაში, მაგრამ ლოგიკა ზოგჯერ დოკუმენტზე მეტი მტკიცებულების შემცველია. უკრაინის კრიზისის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში იმ სერიოზული საომარი კერის შექმნა, რომელიც ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმის შედეგად მივიღეთ, სადღაც დიდი ომის შესახებ ფარული გეგმის არსებობაზე მიუთითებს. როგორ შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც ტრამპმა ისრაელისა და, კერძოდ, ნეთანიაჰუს ხელით ჩაიდინა?! სად არის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ირანში ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა ამუშავებული იყო? სულ რაღაც, სამი თვის წინათ, მიმდინარე წლის მარტში, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებდა: „ამერიკული სპეცსამსახურები ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ ირანელები ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობენ”. მისივე განცხადებით, „ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეის არ მიუცია სანქცია ირანის ბირთვული პროგრამის განახლებისთვის, რომელიც შეჩერებული იყო 2003 წლიდან”. გაბარდი, აგრეთვე, ხაზს უსვამდა იმ გარემოებასაც, რომ „ირანის ბირთული იარაღის წარმოების პროგრამაზე აშშ-ის მხრიდან ხორციელდება გულმოდგინე დაკვირვება”.
ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ტრამპს ამის შესახებ შეკითხვა როდესაც დაუსვეს, მან ისინი უდიერად მოიშორა თავიდან: „მე არ მაღელვებს, რა თქვა ამაზე გაბარდიმ. მე ვფიქრობ, რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან”. ტრამპის ეს სიტყვები „CBS News”-ის ჟურნალისტ ჯენიფერ იაკობსის მასალაში ითქვა. ტრამპის ეს განცხადება ერაყის დაბომბვის წინ აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის, მიერ სინჯარაში ჩაყრილი რაღაცა ფხვნილის დემონსტრირებას არ გახსენებთ, რომელსაც ერაყის ომი და სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობა მოჰყვა? ამერიკელებმა შემდეგ აღიარეს, რომ არც მასობრივი განადგურების იარაღი არსებულა და, მაშასადამე, არც ომის რეალური აუცილებლობა მდგარა, მაგრამ უზარმაზარი მსხვერპლი მსხვერპლად დარჩა, ჩადენილი დანაშაული კი – დანაშაულად. ერაყში დიდი სისხლი დაიღვარა, მაგრამ იმ დროს მსოფლიო გლობალურ ომს გადაურჩა. ახლაც გადავრჩებით? ნათქვამია, კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო. 18 ივნისს ტრამპმა ჟურნალისტების წინაშე განაცხადა: „მე მას (პუტინს – ვ.კ.) გუშინ ველაპარაკე”. კრემლმა 17 ივნისს პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის ფაქტი არ დაადასტურა. მოგვიანებით პრესმდივანმა პესკოვმა ტრამპის ეს ნათქვამი იმით ახსნა, რომ შესაძლებელია, მან რამდენიმე დღის წინანდელ საუბარზე (ხატოვნად) თქვა, რომ „გუშინ” მქონდა საუბარი. კრემლის მესმის, ხომ არ იტყვიან, ტრამპი თავხედურად ტყუისო?! ამიტომ შეეცადნენ, მისი ამ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული განცხადებისთვის ახსნა მოეძებნათ, მაგრამ დეტალები არ დაემთხვა ერთმანეთს. ტრამპი ამბობს: „საუბრის დროს ირანისა და ისრაელის საკითხი განვიხილეთ”. ბუნებრივია, რომ იმ სატელეფონო საუბარში, რომელიც იქამდე შედგა, სანამ ისრაელი ირანს დაბომბავდა, პუტინი და ტრამპი ამ საკითხს ვერ განიხილავდნენ. აქედან ის გამოდის, რომ ტრამპმა (ჟარგონით რომ ვთქვათ) რაღაც ისეთი დაახეთქა, რაც რეალურად არ ყოფილა. უხერხული ამბავია. კიდევ კარგი, რომ კრემლმა, ტრამპის გაშავების ნაცვლად, მისთვის პირის მობანვის გზა აირჩია. ტრამპი აცხადებს: „მან (პუტინმა – ვ.კ.) შემომთავაზა, რომ ისრაელისა და ირანის ომში შუამავლის როლს იკისრებდა. მე ვუთხარი: იყავით გულმოწყალე, ჯერ ის პრობლემა დაარეგულირეთ, რომელიც თქვენია. ვლადიმერ, მოდი, ჯერ ის სიტუაცია გამოასწორეთ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, შემდეგ შეგიძლიათ ირანით დაკავდეთ”.
ერთი სიტყვით, რაღაცა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რამ შეიძლება გაგვაკვირვოს ეპოქაში, სადაც ყველაფერი ნებადართულია?!
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას დაემატა მაგატეს დირექტორ რაფაელ გროსის განცხადებაც. მასში ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი: „ჩვენ არც პოლიტიკური ანალიტიკოსები ვართ და არც სახელმწიფო მოხელეები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, რათა განვაცხადოთ ბირთვული იარაღის შექმნის აქტიური პროგრამის არსებობის შესახებ. ასეთი ჩვენ ვერ ვნახეთ”.
თუკი არავის აქვს ირანში ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი, რა საჭირო იყო ამ მასშტაბის სისხლისღვრის გაჩაღება? ტრამპი არც მალავს, რომ ეს მისი დაწყებულია. იგი ამ წუთამდე ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ირანს, კერძოდ, მის სულიერ ლიდერ ალი ხამენეის: „ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. უზენაესი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ მას საფრთხე არ ემუქრება – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოშორებას (მოკვლას!), ყოველ შემთხვევაში ჯერ არა”. ამ პოსტს პრეზიდენტმა მალევე მოაყოლა ახალი პოსტი, რომელიც ორი სიტყვისგან შედგება: „უპირობო დანებება“. ულტიმატუმმა არ გაჭრა. აიათოლა ალი ხამენეის პასუხი მტკიცე იყო: „ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად გამოუსწორებელი საზიანო შედეგები მოჰყვება აშშ-ისთვის. ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ირანს, ირანელ ხალსა და ირანის ისტორიას იცნობენ, ირანს მუქარის ენით არასდროს ელაპარაკებიან, რადგან ირანელი ხალხი არ დანებდება“.
ვითარება უკვე გართულდა. პროცესი, რომელიც რეგიონში დაიწყო, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს, რომლის გამოც მის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება, ბოლოს და ბოლოს, საქმე ახლო აღმოსავლეთსა და მის ნავთობს ეხება.
ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვაში ისეთი რამ თქვა, სალბუნად რომ მოეცხო გაუთავებელი ომებისგან თავმობეზრებულ მსოფლიოს: “ჩვენს წარმატებას გავზომავთ არა მოგებული ბრძოლებით, არამედ ომებით, რომლებსაც დავასრულებთ. და, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ომებით, რომლებშიც არასოდეს ჩავერთვებით”. შესანიშნავი ნათქვამია, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმიდან მხოლოდ ხუთი თვე გავიდა, ტრამპი კი ერთ-ერთი უზარმაზარი სახელმწიფოს ლიდერის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხს საჯაროდ განიხილავს და დაუჯერებელ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელიც ზემოთ მოვიხმეთ: „ჩვენ არ ვაპირებთ მის მოშორებას (მოკვლას!), ყოველ შემთხვევაში ჯერ არა“. რა სიტყვებია ეს? მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ მოვკლავთ, შემდეგ შეიძლება მოვკლათ, თუ დაგვჭირდა. ე.ი. გვინდა – მოვკლავთ, გვინდა – არ მოვკლავთ, აცხადებს ერთი ქვეყნის ლიდერი მეორე ქვეყნის ლიდერზე. ესაა მშვიდობის მოციქულობა?!
არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ არის ეს კაცი ბაიდენზე უკეთესად. ჯანი კი აქვს მეტი, მაგრამ ადამიანს, პრეზიდენტს, მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა ხომ არ მოეთხოვება. ტრამპის სიტყვებია: „ან ჩვენ დავამარცხებთ დიფ სთეითს, ან დიფ სთეითი დაანგრევს ამერიკას”. დიფ სთეითი საშიშია იმიტომ, რომ მას შეეძლო, პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი მოეკლა. დიფ სთეითის ნასროლი ტყვია მას ყურში მოხვდა, სასწაულით გადარჩა. ტრამპს არ მოსწონს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მოკვლას უპირებენ, მაგრამ მოსწონს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ირანის სულიერი ლიდერის მოკვლა შეუძლია. ტრამპს არ მოსწონდა, როდესაც მისი წინამორბედი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ტერორისტულ, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ქმნიდნენ, მაგრამ, როდესაც დასჭირდა, სირიის დღევანდელ პრეზიდენტს (ყოფილ ტერორისტს) აჰმედ ალ-შარაას გულთბილ ვითარებაში შეხვდა.
პრინციპები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება, რიტორიკაში არსებობს, მაგრამ ცხოვრებაში არ არსებობს პრინციპი, რომლის გადაბიჯება არ შეიძლება, არ არსებობს არაფერი, რაც შემაკავებელია, ანუ ყველაფერი ნებადართულია. ხშირად გაიგონებთ, რომ საშიში ვითარებაა შექმნილი (ბირთვულ კატასტროფას გულისხმობენ), მაგრამ საშიში ჰქვია ვითარებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კატასტროფისგან თავის დაღწევის გზებს სახავენ, და იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირიქით იქცევიან, ანუ ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ახლა მდგომარეობის გამოსწორებაზე კი არ ფიქრობენ, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ორ ებრაელს დაუთმეს – ზელენსკისა და ნეთანიაჰუს. რატომ? შემთხვევით მოხდა ეს თუ ამაშიც რაღაც ვერაგობაა ჩადებული? არ ვიცი, მაგრამ ეროვნულ ნიადაგზე ფობიების გაღვივება ახალი არ არის. ამ თვალსაზრისით ებრაელებს ყველაზე დიდი და ყველაზე მწარე გამოცდილება აქვთ. მათ ისტორიული დევნისა და გენოციდის ისეთი ეტაპები გამოიარეს, რომ ამ საქმეში ვერავინ შეედრებათ – დევნიდნენ და ხოცავდნენ ეგვიპტელები; დევნიდნენ და ხოცავდნენ რომაელები; დევნიდნენ და ხოცავდნენ გერმანელები. მართალია, დასავლეთმა ახლა რუსოფობიის გაღვივება დაიწყო და რამდენადმე კიდეც მოახერხა, მაგრამ ამ საქმემ მათთვის სასურველი მასშტაბი მაინც ვერ მიიღო. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რუსები სძულთ კიდეც, მაგრამ, პარალელურად, ეიმედებათ და უყვართ კიდეც. სხვაგანაც ასეა. რუსეთისა და რუსებისგან ვერ შექმნეს ის საფრთხობელა, რომელიც სჭირდებათ მსოფლიოს ასარევად და, ჰა, ვიღაცას გაუნათდა გონება – რა საჭიროა სიძულვილისთვის ახალი ერის გამოგონება, როდესაც არსებობს ისტორიული გამოცდილება და მეხსიერება ამისა. ასეთი ერი შექმნილია უკვე – ებრაელები. გადაადგმევინე მათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ფართო მასშტაბის უბედურებას დაედება სათავედ და განაჩენიც გამოტანილია – ისინი საერთო სიძულვილის ობიექტებად მოგვევლინებიან. ასეთი ნაბიჯი მსოფლიოს აფეთქებაა. 2008 წელს სააკაშვილის პროვოკაცია და საქართველოს მასშტაბი არ ეყო ამ საქმეს. ახლა ირკვევა, რომ უკრაინის კრიზისიც ვერ გადის ამ მასშტაბზე. პოსტსაბჭოთა სივრცე და ახლო აღმოსავლეთი კი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მსოფლიო ბირთვული პარიტეტის ვითარებიდან გამოვიდეს და ქაოსში გადაიჩეხოს. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა ჩანაფიქრია ეს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ აქეთ მივდივართ და არა პირიქით, პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. ტრამპმაც კი, რომლის კოზირი მშვიდობის დამყარება და ის ომები იყო, რომლებშიც არასოდეს ჩაერთვებოდა, მისი ეს დანაპირები მთლიანად გადახაზა და ყოვლად უაზრო და უსაფუძვლო ომში გადაეშვა. დიფ სთეითთან ბრძოლიდან დიფ სთეითის მოკავშირეობამდე საკმარისი აღმოჩნდა ერთი ნაბიჯი, რომელიც ნეთანიაჰუს გადაადგმევინეს და დაიწყო…
ორი ებრაელის უკან ებრაელი ერი დგას, რომელიც ან მხარს დაუჭერს, ან გაემიჯნება უგუნურ საქციელს. მსოფლიო კაპიტალის უდიდესი ნაწილი ებრაელების ხელშია, ებრაელები დგანან არალეგალური მსოფლიო მთავრობის სათავეში. ეს არის უნიჭიერესი ხალხი საოცარი ისტორიით. მათ შექმნეს მსოფლიო მნიშვნელობის ცივილიზაცია და რელიგიები. მათ უდიდესი მიღწევები აქვთ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობას მათ აჩუქეს ბიბლია და ქრისტე. ამ უძველესსა და რაღაცით (თუნდაც ისტორიული ხვედრით) გამორჩეულ ერს არც ღმერთი გაწირავს და არც კაცი, მაგრამ ისინიც უნდა განთავისუფლდნენ მსოფლიოზე ბატონობის ერთდროულად მაცდური და დამღუპველი სურვილისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება მათი ისტორია დევნის, შევიწროვების, გენოციდისა და აყრისა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებს დაედება საფუძვლად. იმედია, ებრაული დიდი გონება გადაწონის კონტექსტიდან ამოვარდნილი ორი ებრაელის ბოროტმოქმედებას, რომელიც მსოფლიოს ბირთვული არმაგედონის მიმართულებით ექაჩება.
ებრაელებზე ბიბლიაში ასეთი ჩანაწერი არსებობს: „ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, დათრგუნულნი. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში. ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ”.
მეტი სიკეთე სხვა არაფერია, თუ არა მეტი გონიერება და მეტი სიყვარული. ებრაელების მტრები არც ირანელები არიან და არც მუსლიმთა სამყარო, მათი უპირველესი მტერი თავგასულ მილიარდერთა ის დაჯგუფებაა, რომელიც თავს მსოფლიო მთავრობად განიხილავს და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ებრაული წარმოშობისაა.
ბიბლიაში ესეც წერია: „ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე. გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული – მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი”.
სიკეთესა და სიყვარულთან ერთად მშვიდობისმყოფლობაა მთავარი საქმე და საკეთებელი, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლეც და სიცოცხლის დათმობაც. იციან ეს ებრაელებმა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, არ აჰყვებიან გონიერებიდან და ცნობიერებიდან ამოვარდნილი ორი ებრაელის უმსგავსო ქმედებებსა და მოწოდებებს.
ვალერი კვარაცხელია