Home რუბრიკები პოლიტიკა ოპოზიცია არ მალავს, რომ სწორედ რევოლუციის გზით შეეცდება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას

ოპოზიცია არ მალავს, რომ სწორედ რევოლუციის გზით შეეცდება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას

ოპოზიცია არ მალავს, რომ სწორედ რევოლუციის გზით შეეცდება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და, შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების დაახლოებით 80% დააგროვა. ამ შედეგებს არ დაეთანხმა ოპოზიცია და ქუჩაში გამოვიდა. როცა დემონსტრაცია მშვიდობიან ფორმებს გასცდა, დემონსტრანტების დაკავება დაიწყო, თუმცა ისინი მალე გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციები გრძელდება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ეჭვი გვაქვს, “ბატკასძვრას ვერ უზამენ, მით უმეტეს, მისი კონკურენტი ბალტიისპირეთში გაიქცა _ აქ უფრო უსაფრთხოდ ვარ და ბოდიში, თქვენ გვერდით ვერ ვიდგებიო. ჰო, ბოდიში რომ ვერ ვდგავარო კი არა, ვერ ვიდგები, მეშინიაო. გამოვიდა და აღიარა, რომ ეშინია და ბოლომდე მიწოლის შნო არ აქვს.

მინსკში მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე ძალოვანმა ფორმა გაიხადა, _ სანამ ლუკაშენკოა ქვეყნის პირველი პირი, ვეღარ ვიმსახურებო; საფეხბურთო ნაკრების ორმა წევრმაც უარი თქვა ნაკრებში თამაშზე, სანამ ლუკაშენკო არ წავაო. ასე გვგონია, ამ ფეხბურთელებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

ისიც გემახსოვრებათ, თავის დროზე გივი თარგამაძე რომ იყო ჩასული ბელარუსში და რევოლუციას რომ გეგმავდა, მისი ჭკუით, ლუკაშენკო რომ უნდა დაემხო და იქაურობაც სოროსის ლეკვებს ემართათ. მაშინ ეს ამბავი არ გამოვიდა და “ვასილიჩი” შინ კუდამოძუებული დაბრუნდა. სხვათა შორის, ლუკაშენკოს იმხანად ევროპის ბოლო დიქტატორად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა აღარ ეძახიან ბოლო დიქტატორს, ბოლოს წინაა, ხოლო ბოლო დიქტატორი პუტინიაო. ანუ, საერთოდ რომ არაფერ შუაში იყო, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა პუტინი მაინც ჩააკვეხა წინადადებაში და დასავლეთის გული მოიგო.

ეს არ იყო ერთადერთი მინიშნება, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს. მინსკში გამართულ დემონსტრაციებზე ათეულობით ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა კიდეც და ეს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, უბრალოდ, სტატისტიკაა. მათ მიანიშნეს, რომ, თუ ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დათმობს, იგივე დღე ელოდება და ხალხი ქუჩაში გამოვა. მერე რა, რომ ბელარუსში ჩასული საერთაშორისო დამკვირვებლები არ და ვერ ამბობენ, _ არჩევნები გაყალბდა და მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარაო. ისინი ადასტურებენ, რომ ლუკაშენკომ ხმების 80 თუ არა, 60% მაინც ალალად მიიღო და კანონიერი პრეზიდენტია. ეს ქართველ ოპოზიცონერებს არ აინტერესებთ. მათ არც ის აინტერესებთ, რამდენი ადამიანი დაშავდა თუ დაიღუპა, მთავარია, ნებისმიერი გზითა და მეთოდით ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და ეს სულ ცოტა ხნის წინათ ნათლად გამოჩნდა.

თუ გახსოვთ, 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა პარლამენტში შევარდნისა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ცდაში რომ გადაიზარდა, ისიც გემახსოვრებათ, მოწინავე ხაზზე ვინ იდგა და ამის გამო ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს და პატიმრობაც შეუფარდეს. დანარჩენი ლიდერები კი, უბრალოდ, გაქრნენ. ჰო, მომიტინგეებს შეუთვალეს: აბა, თქვენ იცითო. და დაიმალნენ. იმ ღამეს რუსთაველზე ათეულობით ადამიანი დაზიანდა: ზოგს რეზინის ტყვია მოხვდა, ზოგს _ ხელკეტი. მაგრამ ვერავინ იტყვის ოპოზიციის არათუ ლიდერზე, არამედ რანგით მეორე პირზე მაინც, რომ 20 ივნისის ღამეს თითი გაეკაწრაო. ასეთი რამ არ მომხდარა და არ მომხდარა იმიტომ, რომ, როგორც კი საფრთხე დაინახეს, როგორც კი მიხვდნენ, რომ სახელმწიფო კონსტიტუციური ძალის გამოეყენებაზე წავიდა, იქაურობა დატოვეს და დაიმალნენ. ხალხი შენობაში რომ შეჭრილიყო, ჩირგვებიდან მაშინვე გამოძვრებოდნენ, სათავეში მოექცეოდნენ, დროებით მთავრობას გამოაცხადებდნენ და შთაგონებული სახეებით დაგვიწყებდნენ ჭკუის დარიგებას. საბედნიეროდ, ეს არ გამოვიდა და მორიგი “ხავერდოვანი რევოლუცია” არ მივიღეთ.

სამაგიეროდ, ახლა უკვე არავინ მალავს, რომ შემოდგომაზე სწორედ რევოლუციის გზით შეეცდებიან ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ყველა გამოკითხვით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი კი არა, იმის შესაძლებლობაც არ აქვს, ხელისუფლებას კოალიციური მთავრობა შეაქმნევინოს, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს სწორედ რევოლუციაში ხედავენ და კონკრეტულ აქცენტებსაც ამიტომ აკეთებენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე. ჰო, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო ყოველდღიურად იმის მტკიცება, “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და ჩრდილოელი მეზობელი საარჩევნო პროცესში ჩაერევაო. ეს მათი მოსაზრებაა, რეალურად კი, ჩარევით მხოლოდ ევროპა და ამერიკა ჩაერია ჯერჯერობით, თანაც როგორ _ კონსტიტუცია ხელების გადაგრეხვით მოგვაჭრევინეს ოპოზიციის თარგზე და ისე, რომ ყველაზე მეტს ვინც ყვიროდა, ანუ ოპოზიცია, საბოლოო კენჭისყრისას განზე გადგა და მონაწილეობა არ მიიღო.

მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე აქტიურად საუბრობს უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო ყველაზე დიდი რესურსი (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური) რომ არის თავმოყრილი, ოპოზიციაში ყველამ კარგად იცის. ამიტომ, თუ სააკაშვილი იქიდან დასტურს იტყვის (და აუცილებლად იტყვის), აქაური ოპოზიცია ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ქუჩაში თავის მომხრეებს გამოიყვანს. თანაც, ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ერთკაციანი პარტიები საჭირო ხმებს მაინც ვერ მოაგროვებენ და პარლამენტში მათი მოსვლის ერთადერთი შანსი სწორედ რევოლუცია და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით გადაყენებაა.

უბედურება არის ის, რომ ოპოზიციის მინიშნებებზე რეაქცია არ აქვთ ჩვენსსტრატეგიულპარტნიორებს. მათ არც ის უთქვამთ, რაც ბელარუსში ხდება, არაკონსტიტუციურიაო და არც ის, რომ ოპოზიციის განცხადებები ხელისუფლების ძალისმიერად შეცვლის ნიშნებს შეიცავს. არა, პირიქით, მათ თითქოს ხელს აძლევთ, რომ საქართველო, უკვე მერამდენედ, იმავე წრეზე წავიდეს. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოში ახლა ნებისმიერი რევოლუცია (ხავერდოვანი, ძალისმიერი) ქვეყნის რამდენიმე წლით უკან დახევასა და მორიგ უბედურებას ნიშნავს? ხომ ისიც ცხადია, რომ ამჟამინდელი ოპოზიცია აუცილებლად დაიწყებს კუდიანებზე ნადირობას და კვლავ გაავსებს ციხეებს? და ამ საფრთხეების მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და იმას კი არ ამბობენ, _ გამორიცხულია რამე მოხდეს, ჩვენ ათობით დამკვირვებელი გვეყოლებაო, პირიქით _ დუმილს ამჯობინებენ და ამ დუმილით მიანიშნებენ, რომ ოპოზიციას ნებისმიერ მოქმედებაზემწვანე შუქიაუნთეს. არეულობებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ოპოზიციის წაქეზებაში პირველი როლი მაინც ამერიკის ელჩმა დეგნანმა შეასრულა, როცა ოფიციალურად გამოაცხადა, კონკრეტული სამხილები არა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთი საქართველოს არჩევნებში აუცილებლად ჩაერევაო. და ეს მაშინ, როცა თვითონ პირდაპირ და უცერემონიოდ ჩაერია ჩვენს საარჩევნო პროცესში, როცა ჩვენს ვაიმთავრობას ათასჯერ უარყოფილი საარჩევნო კანონი მუშტის ბრახუნით მიაღებინა.

ძალიან ადვილია არჩევნების შემდგომ ყველაფრის რუსეთისთვის დაბრალება. ენას ძვალი არ აქვს და ოპოზიცია დეგნანთან ერთად აუცილებლად დაინახავს მარცხში “რუსულ კვალს”, რომელსაც გაჰყვება და ვლადიმერ პუტინამდე მივა. სწორედ მას დაბრალდება არჩევნებში მარცხი და დასავლეთსაც მორიგი შანსი მიეცემა, რომ რუსეთი გააკრიტიკოს. საქართველოს ინტერესები ამ დროს ბოლოზე თუ არა, ბოლოს წინა ადგილზე იქნება და რამდენი თავგაცხელებული გამოვა გარეთ ტორტის ნაჭრიდან მცირე ნამცეცის მიღების იმედით, ერთად დავითვლით. სწორედ ეს რეპეტიციაა ის, რასაც ახლა ოპოზიცია გადის და თავის განცხადებებით ამოწმებს, არის თუ არა მზად იმისთვის ხალხი, რომ მათ გვერდით დადგეს. რეალურად ოპოზიციას შეიძლება 200 ათასი მხარდამჭერი ჰყავდეს, აქედან ნახევარიც რომ გამოიყვანოს ქუჩაშიგადამწყვეტი ბრძოლისთვის”, უკრაინიდან მაღალმა რომ თქვას, მოვდივარო და ისევ დააჯეროსობივატელი”, უკონტროლო პროცესები დაიწყება. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს, ანუ კვლავ ძალას გამოიყენებს და შემდეგ უკვე არც რომელიმე ძალოვნის მიერ გახდილი ფორმა უნდა გაგვიკვირდეს _ ვანო მერაბიშვილი თავისუფალია და ძალოვან სტრუქტურებში დარჩენილ თავის კადრებთან (და ასეთები ბევრია) აქტიურად მუშაობს.

ეს არის ის სცენარი, რომლისთვისაც ოპოზიცია ემზადება და, რაც მთავარია, ამას არც მალავენ. სადამდე გასწვდებათ საბანი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ, როგორც 2003-ში, თანხები თუ დასავლეთიდან წამოვა და მოულოდნელად აღმოვაჩენთ ვიღაცას, ვინც თურმე დასავლეთს სურს, ისე მივიღებთ ახალ ლიდერს და ახალ წყობას, როგორც ეს 2003-ში მოხდა.

მანამდე კი, იმედი ვიქონიოთ, რომ ლუკაშენკო დაალაგებს თავის ქვეყანას და ოპოზიციასაც სამაგალითოდ ბელარუსი აღარ ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელარუსული მოვლენების იმპორტის მოწოდებები სულ უფრო მასობრივი გახდება. ერთი უბედურება გვჭირს ქართველებს _ ათწლეულში ერთხელ მაინც რაღაც ისეთი თუ არ ჩავიდინეთ, რაც მერე თავში საცემი გვექნება, გამორიცხულია. ეგებ ახლა გადავრჩეთ და არჩევნები ისე ჩავატაროთ, კითხვები არც ოპოზიციას, არც დამკვირვებლებს და, რაც მთავარია, არც ჩვენ გაგვიჩნდეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here