Home რუბრიკები ისტორია ოპიუმის ომები: მიზეზები და შედეგები

ოპიუმის ომები: მიზეზები და შედეგები

5978
ოპიუმის ომები

დასავლელიკეთილმოსურნეებიდაჟინებით მოითხოვენ ჩვენგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ფაქტობრივად, ნარკოტიკების ლეგალიზაციას. რისთვის სჭირდებათ ეს? დასავლეთს კარგი გამოცდილება აქვს ნარკოტიკების იარაღად გამოყენებაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად მოგითხრობთ, თუ რა უბედურება დამართა ჩინეთს ბრიტანეთის იმპერიამ, როცა იარაღის ძალით აიძულა, ოპიუმის მოხმარება გაევრცელებინა. ნუ ვენდობით და ნუ დავიჯერებთ დასავლეთელების ბრტყელბრტყელ ფრაზებს ადამიანების უფლებებზე დასაცოდავნარკომანებზე. მათ მზაკვრული ზრახვები აქვთ, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილი მასალიდან. დრო მიდის, მიდგომები არ იცვლება.

XIX საუკუნის დასაწყისში ჩინეთს ჰქონდა აუცილებელი რესურსების ბაზა, რომელიც არა მხოლოდ მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების წყარო იყო, არამედ ეკონომიკურ ძრავად წარმოგვიდგებოდა მსოფლიო ასპარეზზე, რამაც საშუალება მისცა, დაპატრონებოდა ევროპის ბაზრებს, რომლებიც აჭრელებული იყო მრავალფეროვანი ჩინური პროდუქციით. ამ ნაწარმს ეტანებოდა მომხმარებელი, რადგან გამოირჩეოდა მაღალი ხარისხითა და განსხვავებული ეროვნული სტილისტიკით. ევროპელების დამოკიდებულება “აღმოსავლურ მოდაზე” აღიზიანებდა ევროპული ელიტის “ზედა” ფენას, რომელსაც არ იზიდავდა სხვისი ეკონომიკურ-პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებით, “ცისქვეშეთის” ქვეყნის გავლენის ქვეშ ყოფნის პერსპექტივა.

საქმე ის არის, რომ მაშინ დიდი ბრიტანეთი, უდიდესი კოლონიური იმპერია, მსოფლიოში წამყვანი საზღვაო და სავაჭრო სახელმწიფო იყო. მყარი მდგომარეობის მიუხედავად, იგი და სხვა ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად განევრცოთ ექსპორტის საზღვრები და შეექმნათ ახალი კოლონიები.

აკრძალული ხილი ტკბილია: ევროპელთა სავალალოდ, ჩინეთი განთქმული იყო თავისი განვითარებული ბაზრით, რომლისადმი წვდომა ევროპისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ჩინელებს აღმართული ჰქონდათ მრავალი ბარიერი უცხოეთის გავლენისგან თავიანთი ქვეყნის დასაცავად. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ჩინელები ევროპელებთან ერთადერთი პორტის _ გუანჯოუს _ მეშვეობით ვაჭრობდნენ. მეტიც, უცხოელებს აკრძალული ჰქონდათ ვაჭრობა ჩინეთის ტერიტორიაზე (გამონაკლისი დაშვებული იყო მხოლოდ იტალიური შუშითა და რუსული ქურქით მოვაჭრეებისთვის). გარიგების უფლება ჩინური სავაჭრო კომპანიების შეზღუდულ რაოდენობას ჰქონდა, მათ უმკაცრესად აკონტროლებდნენ, ნებისმიერი დარღვევა აუცილებლად ისჯებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ევროპის ექსპანსიის გააქტიურებას იწვევდა, იყო ვერცხლის მარაგის დალექვა ჩინეთში: თავიანთი საქონლის სანაცვლოდ, ჩინელები, რომლებმაც საკუთარი ნაწარმის ფასი კარგად იცოდნენ, ითხოვდნენ მხოლოდ ძვირფას ლითონს. ინგლისისთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან ვერცხლი იმხანად ქვეყნის საფინანსო სისტემის ქვაკუთხედად იყო მიჩნეული. შედეგად, გირვანა სტერლინგის კატასტროფულად გაიაფების გამო ინგლისელები რთული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ეწყობოდა მრავალრიცხოვანი მოლაპარაკებები ჩინეთთანაღმოსავლურიეკონომიკური ურთიერთობის მოგვარების საკითხებზე, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა. იმპერატორი ციანლუნი ინგლისის მეფე გეორგ III- სწერდა: “ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ, და ჩვენ არ გვჭირდება ბარბაროსების საქონელი”.

მაგრამ ინგლისელი ვაჭრები, მთავრობის წინამძღოლობით, თავგამოდებით ცდილობდნენ, ეპოვათ ის საქონელი, რომელიც მიიზიდავდა წუნია და ეგოცენტრულ ჩინელებს.

და მიაგნეს… იგი აღმოჩნდა ოპიუმი, რომელიც იზრდებოდა ინდოეთის ბენგალიის პროვინციაში. ეს ნივთიერება ჩინეთის იმპერიისთვის უცხო არ იყო: მას, როგორც წამალს, ბევრ სოფელსა და პროვინციაში გამოიყენებდნენ. ინგლისელებმა შეძლეს ამ სამკურნალო პრეპარატის ჩინეთის სოციალურეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებზე მძლავრი ზემოქმედების იარაღად გარდაქმნა.

1773 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდურმა კომპანიამ მოიპოვა ბენგალიური ოპიუმის მონოპოლიური შესყიდვის უფლება, 1775 წელს კი შეძლო, გადაელახა ჩინეთში ოპიუმით ვაჭრობისა და მოხმარების არსებული ბარიერები და დაეწყო ოპიუმით არალეგალური ვაჭრობა “ცისქვეშეთში”. ეს “საქონელი” მხოლოდ ვერცხლზე იყიდებოდა, რაც ნიშნავდა, რომ ინგლისმა შეძლო ჩინეთის ბაზრის დაქვემდებარება და ამით სავაჭრო ბალანსის გაწონასწორება _ “ვერცხლის კაპიტალის” ქვეყანაში ჩადინება და ეროვნული ვალუტის განმტკიცება.

ინგლისელების ამ ქმედების საწინააღმდეგოდ ჩინეთმა დასახა ღონისძიებები ოპიუმის კონტრაბანდული ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ იმპერატორის ბრძანებულებების მეშვეობით ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვა წარუმატებელი გამოდგა, სამაგიეროდ, ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე მასშტაბური საომარი კონფლიქტების დაწყების მიზეზად იქცა.

ოპიუმის გამოყენებამ ქვეყანაში საერთოეროვნული მასშტაბი მიიღო და ყველა სოციალური ჯგუფი მოიცვა: უმდაბლესი ფენებიდან _ დედაქალაქის მოხელეებისა და არმიის ჩათვლით. ჩინელი ერი სწრაფად დაეშვა დეგრადაციისა და გადაშენების დაღმართზე. თითქმის ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი ნარკომანი გახდა, მათთან ერთად _ ყველა თანამდებობის პირის 50-60 პროცენტი. 20-დან 30 პროცენტამდე პროვინციელი და 10-დან 20 პროცენტამდე დედაქალაქელი მოხელეწამალზე დაჯდა”. ნარკოტიკების მოხმარება ეროვნული ტრაგედია შეიქნა. იმპერატორმა კონტრზომა მიიღო და 1839 წელს ქვეყნის ბაზარი ინგლისელი და ინდოელი ვაჭრებისთვის დახურა. ამ განკარგულების გამოცემა 1840 წლის დეკემბერში დიდი ბრიტანეთის მიერ ცინის იმპერიისთვის ომის გამოცხადების საფუძველი გახდა.

ოპიუმის პირველი ომი ორ წელიწადს გაგრძელდა (1840-1842 წწ.). 1840 წელს ჩინეთის სანაპიროს მიადგა ინგლისის სამხედრო-საზღვაო ესკადრა, რომელმაც აქტიური საომარი მოქმედება დაიწყო. ლონდონმა ჩინეთის მთავრობას მოსთხოვა: მიყენებული ზარალის ანაზღაურება კონფისკაციისა და განადგურების საზღაურად; შემდეგ _ სამხედრო ექსპედიციის ორგანიზებასა და განხორციელებაზე დახარჯული თანხის ეკვივალენტური რაოდენობის გადახდა; ბოლოს, სავაჭრო ურთიერთობის ფორმირება თანაბარ ეკონომიკურ პირობებზე.

პეკინმა უარი თქვა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რომელიც ინგლისელებმა ჩაახშეს: ინგლისელების არმიამ არა მხოლოდ ხელთ იგდო სტრატეგიული ობიექტები, არამედ დედაქალაქის კარიბჭესაც მიადგა. დაიწყო გაჭიანურებული მოლაპარაკებები, რომლებიც 1842 წლის 28 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი მშვიდობიანი ხელშეკრულებით დაგვირგვინდა. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთს ინგლისელებისთვის უნდა დაეთმო რამდენიმე ნავსადგური მუდმივი ვაჭრობის საწარმოებლად, სამუდამო მფლობელობაში უნდა გადაეცა ჰონკონგის, ასევე, შეესრულებინა დიდი ბრიტანეთის მიერ ადრე წამოყენებული მოთხოვნები.

ამასთანავე, ოპიუმით ვაჭრობის საკითხზე არავითარი მოთხოვნა წამოყენებული არ ყოფილა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოპიუმის კონტრაბანდის მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა. ოპიუმის ომს კი სამოქალაქო ომი მოჰყვა. გაირკვა, რომ ნანკინის ხელშეკრულება არ გამოხატავდა ინგლისის ყველა ინტერესს. ამიტომ იყო, რომ ყირიმის ომის შემდეგ ინგლისელები შეუდგნენ ჩინეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის დაწყების მიზეზების ძებნას.

მორიგი, რიგით მეორე, ოპიუმის ომი (1856-1860 წ.წ.) ინგლისსა და ჩინეთს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დააპატიმრა და მეკობრეობა დააბრალა ჰონკონგის გემის “ეროუს” ეკიპაჟს. გემი ცურავდა ბრიტანეთის დროშით. 1857 წლის დასაწყისში ინგლისის არმიამ ხელთ იგდო საპორტო ქალაქი გუანჯოუ, მაგრამ, ინგლისში დაწყებული კონფლიქტის გამო, ჩინეთის ქალაქების დაპყრობა შეჩერდა, ხოლო 1858 წლის დასაწყისში მიიღეს გადაწყვეტილება, აღედგინათ მოლაპარაკება, რომლისადმი ინტერესი გაუჩნდათ საფრანგეთს, აშშ-სა და რუსეთს. შედეგად ჩინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც “ტიანცზინის შეთანხმების” სახელით არის ცნობილი.

დასავლელი მოწინააღმდეგეების ზემოქმედების შედეგად, ჩინეთი იძულებული შეიქნა, დამატებით რამდენიმე ნავსადგური გაეხსნა, ეღიარებინა მისიონერული მოღვაწეობა და ქვეყანაში უცხოელების თავისუფლად გადაადგილების უფლება. შეთანხმების ასამოქმედებლად საჭირო იყო იმპერატორის ნება. ეს მომენტი გამოიყენა ჩინეთის მხარემ და გააჭიანურატიანძინის შეთანხმებისრატიფიკაცია. დასავლეთის სახელმწიფოები კი ცდილობდნენ ამ პროცესის დაჩქარებას საომარი მოქმედების მუქარით, რომელსაც ჩინეთი ყურადღებას არ აქცევდა და ამგვარად აპროტესტებდა მისთვის უცხო სისტემას.

ინგლისისა და საფრანგეთის ჯარების ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედების ახალი ტალღა ჩინეთის წინააღმდეგ 1860 წლის ზაფხულში აგორდა. ამჯერად ფლოტთან ერთად ექსპანსიაში სახმელეთო ჯარებიც ჩაერთო. დემორალიზებული ჩინეთი პოზიციას პოზიციაზე თმობდა. დასავლეთის ჯარი ახალ ტერიტორიებს იპყრობდა, მალე პეკინსაც მიადგა, ბარბაროსულად დაარბიეს იმპერატორის სასახლე და მოითხოვეს ახალი ხელშეკრულების დადება, რომელიც მალევე გაფორმდა “პეკინის ხელშეკრულების” სახელწოდებით. ჩინეთი დათანხმდა კონტრიბუციის გადახდას, უფლება დართო ადგილობრივი მუშახელის ქვეყნიდან გაყვანის, დამატებით რამდენიმე პორტის გახსნას საერთაშორისო ვაჭრობის საწარმოებლად და გარკვეული ტერიტორიის ევროპელებისთვის გადაცემას.

ინგლისელებმა ოპიუმი აქციეს ჩინეთზე ზემოქმედების მძლავრ იარაღად. ოპიუმის გამოყენებამ ქვეყანაში საერთოეროვნული მასშტაბი მიიღო და ჩინელი ერი სწრაფად დაეშვა დეგრადაციის დაღმართზე. ნარკოტიკის მოხმარება ეროვნული ტრაგედია შეიქნა. შედეგად ჩინეთი დიდი იმპერიიდან დასავლეთის ქვეყნების ნახევრად კოლონიად იქცა, რომლიდანაც ბრიტანელებმა ამოქაჩეს უმდიდრესი რესურსები და იაფი სამუშაო ძალა. იმპერია დალპა შიგნიდან, სახელმწიფოს სუვერენიტეტს კი მთლიანად ინგლისელები დაეპატრონენ.

ოპიუმის ომების ისტორიამ დაარწმუნა ჩინეთი, განეხორციელებინა ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ ბრძოლის უმკაცრესი პოლიტიკა, მაგრამ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული დღესაც პრობლემად რჩება.

XIX საუკუნის ოპიუმის ომებს ჩინელები აღიქვამენ, როგორც ეროვნულ ჭრილობას და ამ მოვლენების პერიოდს “დამცირების საუკუნედ” ნათლავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here