Home სხვადასხვა დაიჯესტი ოპერაცია “სიჩუმის” ჩაფლავება

ოპერაცია “სიჩუმის” ჩაფლავება

ვინ გეგმავდა თავდასხმას ლუკაშენკოზე

326
ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსული მაიდნის (“ბელომაიდნის”) დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ საქმემშვიდობიანი საპროტესტო აქციებითარ დასრულდებოდა. იმიტომ არ ათამაშებდა კუნთების ოპოზიცია, რომ შემდეგ სამალავში შეყუჟულიყო ან საზღვარგარეთ გაქცეულიყო.

შეუმდგარი ბელარუსული “რევოლუციის” დასავლელი კურატორები მიიჩნევდნენ, რომ “ბელ-ჩერვონა-ბელი” (თეთრ-წითელ-თეთრი) დროშის ქვეშ ოპოზიციონერთა მასობრივი გამოსვლები და ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შემოქმედებით ინტელიგენციაში მოკალათებული მეხუთე კოლონა შეარყევდა რეჟიმს და აიძულებდა ალექსანდრე ლუკაშენკოს, დადგომოდა ვიქტორ იანუკოვიჩის დამღუპველ გზას _ დაეთანხმებულიყო საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს პოლონელი ან ბალტიისპირელი რომელიღაც ფიგურების (უკრაინის შემთხვევაში ასეთი “ფიგურები” იყვნენ საფრანგეთიდან და გერმანიიან) გარანტიით. შემდეგ ყველაფერი წავიდოდა გატკეპნილი გზით: უმრავლესობის შეცვლა უმცირესობით, გარედან მართვა, ნაციონალიზმის აყვავება, ქვეყნის ჩამოშლა. რაც უკრაინის დაემართა, ყველასთვის ცნობილია.

მაგრამ ბელარუსში ბლიცკრიგი არ გამოვიდა. “მშვიდობიანი რევოლუცია” ჩაიფუშა. მალე გაირკვა, რომ ლუკაშენკო არ წავიდოდა იანუკოვიჩის გზით. გასაგები იყო, რომ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ტიხანოვსკაიას აღიარება ბელარუსის “არჩეულ პრეზიდენტად” არაფერს მოიტანდა. ოპოზიციის მიერ შემუშავებულმა ე.წ. კონსტიტუციის პროექტმა კი ყველა ეჭვი გაფანტა ბელარუსულ მაიდანზე, რომლის მიზანიც რუსეთის საზღვართან კიდევ ერთი ანტირუსული ბასტიონის აგება იყო პოლონეთისა და ლიტვის მმართველობით აშშ-ის ინტერესების შესაბამისად.

შეთქმულების მოთავეები:იური ზენკოვიჩი, ალექსანდრე ფედუტა და გრიგორი კოსტუსევი
შეთქმულების მოთავეები:იური ზენკოვიჩი, ალექსანდრე ფედუტა და გრიგორი კოსტუსევი

“მშვიდობიანი რევოლუცია”, როგორც კი მან მინავლება დაიწყო, მყისვე ტერორში გადაიზარდა. გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის ყველაზე საიმედო მეთოდად შეიარაღებული აჯანყების ტალღაზე ლუკაშენკოსა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური ლიკვიდაცია მიიჩნია. გეგმას დაარქვესსიჩუმე”, მას საფუძვლად დაუდესეგვიპტური სცენარი”. “ეს, ჩემი აზრით, ერთადერთი სცენარია, რომლის რეალიზაციას შესაძლებელია”, _ განაცხადა ერთერთმა სცენარისტმა, ცნობილმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ალექსანდრე ფედუტამ. მას მხედველობაში ჰქონდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობა 1981 წლის 6 ოქტომბერს გამართულ სამხედრო აღლუმზე. ეგვიპტელი სამხედროების ჯგუფმა ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნა ტრიბუნას, რომელზეც იმყოფებოდნენ ანვარ სადათი, ეგვიპტელი მაღალჩინოსანი სამხედროები და მთავრობის მაღალი რანგის წევრები. სადათი სასიკვდილოდ დაჭრეს, სულ დაიღუპა 11 და დაიჭრა 28 ადამიანი.

ალექსანდრე ლუკაშენკოს მკვლელობის დღედ არჩეული იყო გამარჯვების დღე _ 9 მაისი. კიდევ ერთი სარეზერვო დღე იყო 3 ივლისი, როცა ბელარუსი ზეიმობს მინსკის გათავისუფლებას გერმანელი ფაშისტი დამპყრობლებისგან და დამოუკიდელობას.

ბელარუს სამხედროებთან, რომლებიც თითქოს დათანხმდნენ შეთქმულებთან თანამშრომლობას, მოლაპარაკებების ადგილად შეირჩა მოსკოვი.

“რევოლუციის” ორგანიზატორთა გეგმა შთამბეჭდავია: შეთაქმულები ლაპარაკობდნენყველაზე მთავარის ჩამოცილებაზე” (ამოცანა #1), სპეცდანიშნულების რაზმისა და შინაგანი ძალების ბლოკირებაზე (ამოცანა #2), “სიმბოლური ობიექტებისხელში ჩაგდებაზე (ამოცანა #3). “სასურველია მინსკის ბლოკირება, რათა ვერ შეძლონ ჯარების მობილიზაცია”, _ მოითხოვდა აშშდან სასწრაფოდ ჩამოფრენილი იური ზენკოვიჩი _ შეთქმულების კიდევ ერთიტვინი”. ზენკოვიჩსვიღაც ბიჭებმააცნობეს, რომარსებობს ბელარუსის ენერგოსისტემის ბლოკირებისშესაძლებლობა. ძალიან “ავისმომასწავებელი” და გაბედული განცხადებაა ბელარუსის ექსპლუატაციაში შესული ატომური ელექტროსადგურის გათვალისწინებით.

ფედუტას სურდა, “პირველ საათებში, სულ ცოტა, 30 კაცის ინტერნირება _ “შსსის, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა”. ზენკოვიჩი აუწყებს, რომჩვენმა ბიჭებმათითქოს გატეხეს ბელარუსის ძალოვანი უწყებების სერვერები დაგადმოქაჩეს მონაცემთა ბაზები”.

ისე, რომ არც დალოდებიან “ეგვიპტური სცენარის” განხორციელებას, სცენარისტებმა დაიწყეს ბელარუსის ხელისუფლების გაყოფა. აშშ-ის პასპორტის მქონე ბელარუსის მოქალაქეს სურდა, მას დამორჩილებოდა სასამართლო სისტემა, იუსტიცია, პარლამენტი; ფედუტას _ მასმედია, განათლება, კულტურა ცენტრალური საარჩევნო კომისია, “იდეოლოგიური უწყებები”.

შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ, სულ ცოტა, 5 წლით ემართათ ქვეყანა. “ჩვენი მიზანია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია” (ანალოგიური მიზანი ჰქონდა გარე ძალების მიერ მართულნაციონალურ მოძრაობასსაქართველოში 2003 წელს _ ..), _ განაცხადა ზენკოვიჩმა. ახლა ბელარუსები ჯერ კიდევ არ არიან მზად ცვლილებებისთვის და, არჩევნები რომ ჩატარდეს, ვინმე ახალ ლუკაშენკოს აირჩევენ. ეს კი არ უნდა დავუშვათ, ამიტომ საჭიროა ტრანსფორმაცია (რეპრესიები)! “დემოკრატიის განვითარება”, ზენკოვიჩის წინადადებით, პოლონეთის მაგალითზე უნდა მოხდეს (რაც ნიშნავს ქვეყანაში პროცესების გარედან მართვას).

აშშ-დან ჩამოსული ეს “მოღვაწე” ბაქიბუქობდა “პარტნიორთა ჯგუფით”, რომელსაც იარაღი შენახული აქვს”. ის აპირებდა უკრაინული კონტაქტების გამოყენებას.

მოსკოვში მოლაპარაკებები მიმდინარეობდალუკაშენკოს ქისისთემაზეც, რომელიცწყნარად უნდა აეღოთ”. აქ გასახსენებელია კიევის გარეუბანში იანუკოვიჩის რეზიდენციის ძარცვის სურათი. იქ უკრაინელიღირსების რევოლუციონერებიდიდხანს ეძებდნენ ოქროს უნიტაზს და, როდესაც ვერ იპოვეს, წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა.

შეთქმულების გამოსააშკარავებელი და სალიკვიდაციო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 14 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვში დააკავეს ალექსანდრე ფედუტა და იური ზენკევიჩი. ისინი ამჟამად ბელარუსის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 357-ე მუხლით: “შეთქმულება ან სხვა ქმედებები ჩადენილი სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელში ჩაგდების მიზნით”. ეს პირველი ასეთი საქმეა 30 წლის განმავლობაში.

ცნობილია, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში, ზენკოვიჩისა და ფედუტას გარდა, შედიოდნენ ბელარუსის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი გრიგორი კოსტუსევი (ის ბელარუსის ტერიტორიაზე დააკავეს) და აშშ-ში მცხოვრები რამდენიმე ბელარუსი.

ჯგუფთან, აგრეთვე, თანამშრომლობდა ბელარუსის შსს-ს ტერორიზმთან ბრძოლის სპეცქვედანაყოფ “ალმასის” ხელმძღვანელი იგორ მაკარი, რომელმაც ლიტვაში გაქცევა მოასწრო. თვითონ მაკარი უარყოფს მოსკოვში გამართულ “თათბირში” მონაწილეობას და “თათბირის” ინიციატორად ზენკოვიჩს ასახელებს.

“აშშ-ის მოქალაქე იური ზენკოვიჩი დაკავშირებულია აშშ-ის სპეცსამსახურებთან, _ ამბობს ბელარუსის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი კონსტანტინე ბიჩეკი, _ ის ცდილობდა ბელარუსის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გადაბირებას, რომლებსაც ფულადი ანაზღაურების გამო უნდა დაემხოთ ბელარუსის მოქმედი ხელისუფლება. ზენკოვიჩს, მისი ნალაპარაკევიდან გამომდინარე, სურდა უკრაინული პოტენციალის გამოყენება”.

აშშ-მა და პოლონეთმა სასწრაფოდ უარყვეს თავიანთი მონაწილეობა ლუკაშენკოზე თავდასხმის მომზადებაში.

მაგრამ საქმის ისე წარმოჩენა, რომ ფედუტა უბრალო პოლიტოლოგ-ლიტერატურათმცოდნეა, ზენკოვიჩი _ უბრალო ამერიკელი იურისტი, კოსტუსევი _ უბრალო ნაციონალისტი, დანარჩენი შეთქმულები _ უბრალო ფანტაზიორები, ნამდვილად არ გამოვა. ეს ადამიანები არც გიჟები არიან, თანაც ჯგუფში შედიოდა ექიმი ფსიქიატრიც (ისიც აშშ-ში მცხოვრები). შემთხვევითი არ არის, რომ ბელარუსის ლიდერზე თავდასხმის მზადების თემაზე, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, სატელეფონო საუბრისას იმსჯელეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა _ ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა. ლუკაშენკოს მკვლელობის მომზადების ისტორიაში შემთხვევითი არაფერია. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ძალით დამხობაეგვიპტური”, “ლიბიურითუ უკრაინული სცენარით რეჟიმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებთა ლოგიკური ნაბიჯია. ეს, აგრეთვე, ბელარუსის .. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის შედეგიცაა. გარეშე ძალებმა, დაინტერესებულებმა ბელარუსის სახელმწიფოსტრანსფორმაციაში”, უპასუხეს მინსკის მრავალვექტორულობას ჯერ ბელარუსის მაიდნით, შემდეგ _ ლუკაშენკოს მკვლელობის მომზადების მცდელობით.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. კარგია რომ არ აყვა ლუკაშენკო დასავლელი ბრმების დამღუპველ პოლიტიკას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here