Home ახალი ამბები საქართველო ომი გნებავთ? ინებეთ!

ომი გნებავთ? ინებეთ!

რასაც ამჟამად აშშ სჩადის, მესამე მსოფლიო ომის აშკარა და ცინიკური პროვოცირებაა, რომელმაც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას წერტილი დაუსვას

1136

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეთოთხმეტე გამოშვება

რომელი მეტეორი? სამყაროს მკაცრი კანონები აქვს, უბრალოდ და თავისთავად იქ არასოდეს არაფერი ჩამოვარდება. ის, რაც ჩამოვარდება ხოლმე, ადამიანის ხელით არის ჩამოგდებული. ამას პროვოკატორები და ომის გამჩაღებლები აკეთებენ!”

ვლადიმერ ჟირინოვსკი

უკრაინაში ომი იწყება. _ აბა, აქამდე რა იყო? _ მკითხავთ თქვენ. ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ: შესავალი, მოთელვა, მტრისთვის კბილის მოსინჯვა. სხვა სახელის მოფიქრებაც შეიძლება, ოღონდ ომი არა, ეს არ ყოფილა დაჭრილი რუსეთის ომი ნამდვილი მტრის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ეს მართლაც სამხედრო ოპერაცია იყო (ისეთი, ზოგჯერ ქვეყნის შიგნითაც რომ ხდება ხოლმე საჭირო. მაგალითად: რუსეთში (ჩეჩნეთში) 1994-96 და 1999-2000 წლებში ან აშშში 2020 წელს რასობრივ ნიადაგზე, 2021 წელს კი კაპიტოლიუმის შენობაში ამბოხებულთა შეჭრის გამო). ახლა უკრაინაში სხვა რეალობა დგება. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის ცეცხლზე ამერიკელებმა ნავთი დაასხეს, რომლის მიზანს ამერიკელების მიერ უკრაინის ხელისუფლებაში მოყვანილი ფაშისტებისგან დონბასის მოსახლეობის დაცვა და ქვეყნის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაცია წარმოადგენდა. ნაცვლად იმისა, რომ კონფლიქტის განეიტრალებაზე ეზრუნათ, მათ უკრაინელი ნაცისტები წააქეზეს, დააფინანსეს, შეაიარაღეს და ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ დასავლური პროვოკაციის საპასუხოდ (იძულებით) წამოწყებული სამხედრო ოპერაცია ომში გადაეზარდათ. ახლა უკვე დღესავით ნათელია, რომ მათ ამ მიზანს მიაღწიეს. რუსული სამხედრო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა, ალბათ, ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა ბოლომდე აავსო. ეს უბრალო ამბავი არ არის. ხომალდი “მოსკვა” ასეა დახასიათებული: “Всего в российском ВМФ три “Атланта” – кроме самой старшей “Москвы” есть еще флагман Тихоокеанского флота “Варяг” и “Маршал Устинов” с Северного флота. Перед началом войны в Украине Россия отправила два последних в Средиземное море. Эти крейсера вооружены 16-ю противокорабельными ракетами “Вулкан” и предназначены, в первую очередь, для борьбы с кораблями, но они также могут использоваться для обстрелов наземных целей и поддержки десанта. Кроме того, каждый корабль вооружен дальним зенитным комплексом С-300Ф “Форт” – морским аналогом наземного С-300, а также ЗРК ближнего радиуса и различными зенитными артиллерийскими системами. Эти системы предназначены для борьбы как с самолетами, так и с крылатыми ракетами.

უკრაინული რაკეტა “ნეპტუნის” დარტყმამ ისე დააზიანა “მოსკვა”, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი ჩაიძირა. ამერიკელებმა, თითქოს ამ ფაქტს ელოდნენო, უკრაინის ნაცისტური ხელისუფლების შეიარაღების უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტეს, რისთვისაც დამატებით 800 მილიარდი დოლარი (პენტაგონის წლიური ბიუჯეტის ოდენობა) გამოჰყვეს. რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორი თვეც არ გასულა, ამერიკელებმა კი დროის ამ მცირე მონაკვეთში უკრაინელებისთვის მილიარდობით დოლარის შეიარაღების მიწოდება მოასწრეს. ამ კოლოსალური თანხის გამოყოფა, სამხედროსარაკეტო კრეისერმოსკვასჩაძირვა და კოლექტიური დასავლეთის ქმედებათა მიმართულება ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ აშშის, ევროკავშირისა და ნატოს ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ეს უკვე სხვა რეალობა და სხვა ვითარებაა, რომელიც მოვლენათა არსს მთლიანად ცვლის.

15 აპრილს Washington Post-ი წერდა, რომ მათ ხელში აღმოჩნდა მოსკოვის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი ნოტა, სადაც აღნიშნულია: “ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რომ შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელსაც დამანგრეველი შედეგები ექნება რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხებისთვის”. ამ ნოტას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ 24 თებერვლის მიმართვაში კოლექტიური დასავლეთისთვის ნათქვამი გაფრთხილება: “Теперь несколько важных, очень важных слов для тех, у кого может возникнуть соблазн со стороны вмешаться в происходящие события. Кто бы ни пытался помешать нам, а тем более создавать угрозы для нашей страны, для нашего народа, должны знать, что ответ России будет незамедлительным и приведёт вас к таким последствиям, с которыми вы в своей истории ещё никогда не сталкивались. Мы готовы к любому развитию событий. Все необходимые в этой связи решения приняты. Надеюсь, что я буду услышан”.

სამწუხაროდ, დასავლეთს არაფრის გაგონება არ სურს ან, შესაძლებელია, აღარც შეუძლია. რუსეთი, რომელიც ყოველმხრივ შეავიწროვეს და ნატოს ალყაში მოაქციეს, დასავლეთისთვის აგრესორი სახელმწიფოა, პრეზიდენტი პუტინი კი _ სამხედრო დამნაშავე, რომელიც, მათივე განცხადებით, თურმე ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. აქედან გამომდინარე, რუსეთი იძულებულია და ვალდებულიცაა, რომ საკადრისი პასუხი გასცეს ყველას _ დაწყებული უკრაინელი ნაცისტებით და დამთავრებული კოლექტიური დასავლეთითა და ნატოთი. რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ სამხედრო ოპერაციის ნაცვლად დაიწყოს საომარი ოპერაცია, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. რუსეთი ამ ომში ჩაითრიეს. მას არავითარი ინტერესი ომის წარმოებისა ან უკრაინაში, ან დასავლეთში, ან სხვა რომელიმე მიმართულებით არ გააჩნია. იგი ომის აუცილებლობის წინაშე დააყენეს და აიძულეს, რომ საკუთარი არსებობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ამ სახის გამოწვევებს გაუმკლავდეს, რათა აგრესორი სახელმწიფოს იარლიყო მიაკერონ და თანდათან ძირი გამოუთხარონ. რუსეთი არჩევანის გარეშე დატოვეს. რაკი ეს ასეა, უკრაინელი ნაცისტებიც და კოლექტიური დასავლეთიც ახლა გაიგებენ, რასაც ნიშნავს მასთან ომი

ამერიკელები ადრე გაცილებით გონივრულად იქცეოდნენ. საბჭოთა კავშირთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ აშშ-ში არავის მოსვლია აზრად საბჭოთა კავშირთან ომი, რადგან კარგად ჰქონდათ გათვლილი ძალთა თანაფარდობა და შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს არც იყო და ვერც იქნებოდა ის გზა, რომელიც მათ სასურველ შედეგამდე მიიყვანდა. ამიტომაც აირჩიეს მოსყიდვის, გადაბირებისა და ხელისუფლებაში მოღალატეთა ჩანერგვის რთული, მაგრამ შედარებით მაინც უსაფრთხო გზა და არა სამხედრო დაპირისპირება. დღეს კი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გონებრივი არასრულფასოვნების თუ გათავხედების გამო ისინი სამხედრო დაპირისპირების მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგების მომტან გზას დაადგნენ. ჯერ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით მოყვანილი ხელისუფლების უმაღლესი პირები საომრად წააქეზეს და ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზად რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება დაუსახეს, შემდეგ კი მათ დაუფარავ და ფორსირებულ შეიარაღებას შეუდგნენ, რაც პრაქტიკულად სხვა არაფერია, თუ არა მათი მხრიდან რუსეთისთვის ომის გამოცხადება. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბი-ბი-სის კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა: ჩვენ ეს ომი უფრო ადრე დავიწყეთ”. ამ ნათქვამში ახალი არავისთვის არაფერია. ახალი აქ მხოლოდ ზელენსკის აღიარებაა, რომ ომი უკრაინამ იქამდე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთი სამხედრო ოპერაციას დაგეგმავდა: “ამისთვის გვინდოდა ნატოში შესვლა”, _ დააზუსტა ზელენსკიმ, რითაც ბეჭედი დაუსვა იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი მან დაიწყო. ომს იარაღი სჭირდებოდა, რომელსაც ზელენსკი და მისი მთავრობა დასავლეთს სთხოვდა. ზელენსკიმ იმავე ინტერვიუში კიდევ ერთი აღიარება გააკეთა: “ჩვენ კულუარებში ვლაპარაკობდით იარაღის მოწოდების შესახებ”. ასე რომ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ომი აშშისა და ნატოს დაწყებულია, რა თქმა უნდა, ზელენსკის ხელით. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე უკრაინის ნაცისტურ ხელისუფლებას ამერიკელებთან ერთად დონბასში ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა დაგეგმილი, რასაც დიდი სისხლისღვრა უნდა მოჰყოლოდა. თარიღიც, როდესაც ომი უნდა დაეწყოთ, ცნობილია _ 2022 წლის 8 მარტი. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია ახლა უკვე რუსების ხელშია. რუსეთის ამოცანას ამ გეგმის ჩაშლა წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დასავლური აღვირახსნილი პროპაგანდა რუსეთს აგრესორად, უკრაინის ნაცისტურ ხელისუფლებას კი მსხვერპლად წარმოაჩენს. არ ვიცი, როგორ უნდა გაიმართლოს თავი დასავლეთმა, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ შუამავლად და ომის შეჩერების ინიციატორად გამოდიოდეს, უკრაინელ ნაცისტებს აქეზებს, აიარაღებს და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ეს ომი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, ეს არის დასავლეთის ომი რუსეთთან, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ხალხის ერთი ნაწილის სრული უგუნურების გამო უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. არ არსებობს სიმდაბლე და სიდამპლე, რომელსაც უკრაინის ნაცისტური ხელისუფლება დასავლეთის ბოსებთან ერთად ხელს არ მოაწერს. საკუთარი ხალხის ხოცვაჟლეტა იმ მიზნით, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, რუსულ არმიას დააბრალონ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბუჩასა და კრამატორსკში უკრაინელი ნაცისტების მიერ საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩადენილი ვერაგობის მასშტაბები მსოფლიო საზოგადოებისთვის ჯერაც არ არის გასაგები, რადგან დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები ამ ფაქტსამოტრიალებული კადრის ეფექტითაშუქებენ და დამნაშავეები მსხვერპლის როლში გამოჰყავთ. 14 აპრილს კოსმოდრომზე (“ვოსტოჩნი”) ჩასული პუტინი და ლუკაშენკო უკრაინის თემასაც შეეხნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ბუჩაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებზე შემდეგი განცხადება გააკეთა: “ეს ისეთივე ფეიკია, როგორიც იყო მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა ერაყში, რაც ამ ქვეყანაში აშშ-ის შეჭრის საბაბად იქცა”.

უკრაინაში მხოლოდ უკრაინელი ნაცისტები კი არ ომობენ, იგი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთგვარ ჰაბად გადაიქცა. მსოფლიოში თუ სადმე ვინმე ნაგავი და სიბინძურე არსებობდა, ყველამ იქ მოიყარა თავი რუსეთთან საომრად. მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, ვინ და რა ჯურის დაქირავებული და მოხალისე არ არის უკრაინაში ამ მიზნით ჩათრეული _ ევროპელი თუ ამერიკელი, თეთრკანიანი თუ შავკანიანი, ახალგაზრდა თუ მოწიფული, ქალი თუ მამაკაცი. ეს გასაგებიცაა _ უკრაინა ანდამატივით იზიდავს უზნეოებსა და უპასუხისმგებლოებს, შლეგებსა და ჩლუნგებს, ხელმოცარულებსა და ავანტიურისტებს… ჰო, კიდევ ერთ კატეგორიას იზიდავს დღევანდელი უკრაინა – ვაიპოლიტიკოსებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია და “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია გასულ კვირას უკრაინაში იმყოფებოდნენ. ორივე დელეგაციამ უკრაინის ნაცისტურ ხელისუფლებას თანადგომა გამოუცხადა, ოღონდ ცალ-ცალკე. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა განაცხადა: “ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად არ შეგვეძლო. სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ვიხილეთ ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, კრამატორსკიში, მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს. ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იანი წლების ომსა და 2008 წლის ომში. ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვვესმის”.

ეს “ბაჯაღლო ჭეშმარიტება” საქართველოს ხელისუფლებამ თუ იღაღადა უკრაინიდან, არანაკლები “ჭეშმარიტება” იღაღადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ასევე უკრაინიდან: “ბუჩაში ჩამოსვლის მიზანი არამხოლოდ ისაა, რომ უბრალოდ ვთქვათ, რასაც რუსეთი აკეთებს, გენოციდია, არამედ გავაძლიეროთ ის რწმენა, ერთად ყოფნის განცდა და ემოცია, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ესე იგი, გაიმარჯვებს ცივილიზაცია, თავისუფლება და გავიმარჯვებთ ჩვენც. საკუთარი თვალით ამ ყველაფრის ნახვა ძალიან მძიმეა. დღეს უკრაინა გახდა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო და ცოტა ხანში უკრაინა გახდება ამ სისასტიკეზე, ველურობასა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო”. აი, ასე შეთანხმებულად და ჰარმონიულად, ასე უნისონში უჭერს მხარს უკრაინულ ნაციზმს ერთმანეთთან მსოფლმხედველობითა და იდეოლოგიით ვითომ სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებული ეს ორი ძალა. როდესაც პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გარბის დანაციონალურ მოძრაობაზეუფრო მქუხარე ანტირუსულ სიტყვას წარმოთქვამს, უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის საქმე ვერ მიდის კარგად.

ცალკე მსჯელობის საგანია არნახული პოლიტიკური სიბეცე, რომელსაც ევროპელები ამჟღავნებენ. ისინი ისე დააბრმავა აშშ-ის ყურმოჭრილი ყმობის სურვილმა და რუსეთის გაუგონარმა სიძულვილმა, რომ მზად არიან, საკუთარი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტიც, ეროვნული თავმოყვარეობაც და საერთო კეთილდღეობაც დათმონ, ოღონდ რუსეთს თუნდაც წვრილმანი ზიანი მიაყენონ, თუმცა, როგორც ირკვევა, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად დასავლეთი უფრო ზიანდება, ვიდრე რუსეთი. ბრიტანული გაზეთი (Financial Times) წერს: “ევროკავშირი ნაკლებად არის მომზადებული, ვიდრე რუსეთი, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია _ “რუსეთი ციხესიმაგრეა”, მიმართულია იქით, რომ სანქციების შედეგები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს”. ევროპას არამხოლოდ ეკონომიკური და ენერგეტიკული, არამედ სერიოზული მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. ამის შესახებ უკვე რომის პაპი ფრანცისკე პირდაპირი ტექსტით ალაპარაკდა: ლტოლვოლების კლასიფიკაცია მიმდინარეობს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ქვეყნიდან არიან ისინი _ განვითარებული თუ განუვითარებელი. ჩვენ რასისტები ვართ. დიახ, ჩვენ რასისტები ვართ და ეს ძალიან ცუდია”.

უკრაინაში, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა, განსაკუთრებით კი ბატალიონმა “აზოვმა” არ მიიღო რუსული არმიის ხელმძღვანელობის მოწოდება, რომ დაეყარათ იარაღი, რათა მათ შენარჩუნებოდათ სიცოცხლე, შესაძლებელია, ითქვას, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომის ფაზაში გადავიდა. რუსული არმიის შეტევებმა გაცილებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. ამაზე პუტინს ასეთი შინაარსის განცხადება აქვს გაკეთებული: ხშირად სვამენ შეკითხვას: არ შეიძლება დაჩქარება? შეიძლება. ეს დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობაზე, რაც, სამწუხაროდ, დაკავშირებულია უფრო მეტ დანაკარგებთან. ჩვენი ამოცანაა დასახული მიზნების შესრულება დანაკარგების მინიმიზირებით. ჩვენ ვიმოქმედებთ რიტმულად, მშვიდად, იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გენშტაბის მიერ თავიდანვე იყო შემოთავაზებული”. ასეთი იყო რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის პოზიცია. მას სურდა ოპერაციის ჩატარება ორივე მხრიდან მინიმალური დანაკარგებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცხადდა კოლექტიური დასავლეთის ჩანაფიქრი, რომ იბრძოლონ, სანამ უკანასკნელი უკრაინელი ნაცისტი იქნება ცოცხალი, ხოლო თვითონ განუსაზღვრელი რაოდენობით შეიტანონ იარაღი, ვითარება შეიცვალა, რაც სწორედ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდაში გამოიხატა, რომლის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა. როგორც ვთქვით, სამხედრო ოპერაცია ომში გადაიზარდა. ეს დასავლეთმა ჩაიდინა. გაიხსენეთ მაღალი დონის ევროპელი ჩინოვნიკის _ ჯოზეფ ბორელის სიტყვები: “ყველაფერი უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული. ომის ბედი სანქციების დაწესებით კი არა, ბრძოლის ველზე გადაწყდება”. რუსებს ახლა აჰყავთ და აჰყავთ სამხედრო ტყვეები, რომლებიც ყვებიან იმ საშინელ ვითარებაზე, რომელიც უკრაინულ არმიასა და, საერთოდ, უკრაინაშია შექმნილი. ერთი სიტყვით, უკრაინის ტერიტორიაზე ნამდვილი ომი დაიწყო. ეს ჯერ კიდევ არ არის მსოფლიო ომი, მაგრამ ძალიან ახლოს დგას მასთან

ომი კაცობრიობის ისტორიის თანამდევი ყველაზე საშინელი ბოროტებაა, მაგრამ, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, იგი კაცობრიობის განვითარების სტიმული და ენერგიაცაა. სწორედ ომები გვევლინება იმ წყალგამყოფებად, რომლებიც ახალი ეპოქების, მსოფლიო წესრიგისა და ხანგრძლივი პერიოდებით საერთაშორისო სტაბილიზაციის წინაპირობებს ქმნის. ომი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუკი ბირთვულ ომში არ გადაიზრდება და, საერთოდ, მსოფლიო კატასტროფას არ გამოიწვევს, ძველი მსოფლიო წესრიგის ნანგრევებზე ახალ მსოფლიო წესრიგს შობს. როგორი იქნება ეს წესრიგი და რა სახეს მიიღებს ახალი მსოფლიო მთლიანობაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ნათელია: მსოფლიო უკვე არ (ვერ) იქნება ერთპოლუსიანი. დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი დაასაფლავებს აშშის ძველ დიდებას და მსოფლიოზე გაბატონებისკენ საუკუნოვან ლტოლვასაც.

P. S. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, ფაქტია, რომ აშშ ვერ კმაყოფილდება რუსეთთან აშკარა სამხედრო დაპირისპირებით და პარალელურად, ჩინეთსაც საომრად იწვევს, რაც მის განსჯის უუნარობასა და სრულ აგონიაზე მეტყველებს. ლაპარაკია არა პრეზიდენტ ბაიდენზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ყოველდღიურად უარესდება, არამედ მთლიანად სახელმწიფო სისტემაზე, ინსტიტუტებსა და მმართველ ელიტაზე. ოფიციალური ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, აშშის კონგრესმენთა დელეგაცია ტაივანს ეწვია. ამ პროვოკაციული და უპასუხისმგებლო ვიზიტის პასუხად ჩინეთმა 15 აპრილს ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთით სამხედრო წვრთნები გამოაცხადა. ჩინეთის სახალხოგანმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ ზონის სარდლობამ ჩინეთის ზღვის საზღვაო და საჰაერო სივრცეში, კუნძულ ტაივანის ირგვლივ განათავსა სამხედრო ხომალდები, ბომბდამშენები, ავიაგამანადგურებლები და სხვა ძალები მრავალმიზნობრივი სამხედრო პატრულირებისა და წვრთნებისთვის. ეს უკვე მთელი პლანეტისთვის საგანგაშო მდგომარეობის შექმნას ნიშნავს. რასაც ამჟამად აშშ სჩადის, მესამე მსოფლიო ომის აშკარა და ცინიკური პროვოცირებაა, რომელმაც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას წერტილი დაუსვას. ეს არამხოლოდ გამოწვევა, არამედ ისეთი პირობების მიზანმიმართული შექმნაა, სადაც ზესახელმწიფოებირუსეთი და ჩინეთი, აშშთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ომში აღმოჩნდებიან ჩართული. ძნელი მისახვედრი არაა, რასაც უმზადებს ეს მსოფლიოს და როგორი შედეგებით შეიძლება დასრულდეს, საერთოდ, კაცთა მოდგმისთვის. აქვე ის განცხადებაც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც აშშის შეიარაღებული ძალების შტაბების სარდალთა კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ გააკეთა: “არასტაბილურ მსოფლიოში ზესახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ალბათობა იზრდება. აშშის მთავარ გეოსტრატეგიულ გამოწვევად ჩინეთი რჩება, რადგან მას განზრახული აქვს, რომ განავითაროს თავისი სამხედრო პოტენციალი, რათა 2027 წლისთვის მიიტაცოს ტაივანი”.

საქმე მართლაც ისე მიდის, როგორც აშშის 35- პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის აქვს ნაწინასწარმეტყველები: “ან კაცობრიობა დაასრულებს ომებს, ან ომები დაასრულებს კაცობრიობას!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here