Home რუბრიკები ისტორია ომი ავღანეთში _ მითები და რეალობა

ომი ავღანეთში _ მითები და რეალობა

4790
ბორის გრომოვი

2018 წლის 15 თებერვალს ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების სრულად გამოყვანის 29 წელი შესრულდა. 9-წლიანი კონფლიქტი _ 1979-დან 1989 წლამდე _ ცივი ომის ერთერთი დიდი ეპიზოდი იყო, მის შედეგებს კი აქამდე აქვს გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონის სტაბილურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ავღანეთში უკვე მე-17 წელიწადია ომობენ, დასავლელი სამხედრო ექსპერტების წყალობით, საბჭოთა სამხედრო კამპანია დამახინჯებით არის წარმოდგენილი. საინფორმაციო სააგენტოსპუტნიკისკორესპონდენტი ესაუბრა გენერალპოლკოვნიკ ბორის გრომოვს, ბოლო სარდალს მე-40 არმიისა, რომელიც ავღანეთში საბჭოთა არმიის შეზღუდული კონტინგენტის ძირითადი ნაწილი იყო. ბორის გრომოვმა ავღანეთში კონფლიქტის შესახებ გავრცელებული მითები გაფანტა.

მითი #1: “საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომი

“კონფლიქტის შესახებ პირველი შეცდომა მის სახელწოდებაშია”, _ ამბობს გენერალი. _ ე.წ. სსრკ-ავღანეთის ომი გულისხმობს, რომ კონფლიქტს ჰქონდა ორმხრივი ხასიათი, ანუ იყო კონფრონტაცია სსრკ-სა და ავღანეთს შორის. ეს კი, ფაქტობრივად, არასწორია”.

გრომოვის თქმით, ეს მითი დასავლეთმა გაავრცელა ცივი ომის პერიოდში, რათა ლეგიტიმურობა მიენიჭებინათ მოჯაჰედებისთვის, რომლებსაც მხარს უჭერდნენ აშშ და მისი მოკავშირეები.

საბჭოთა ჯარების გამოსვლა ავღანეთიდან
საბჭოთა ჯარების გამოსვლა ავღანეთიდან

საბჭოთა არმია კანონიერად იმყოფებოდა ავღანეთში, რადგან სსრკ ოფიციალურად მიიწვია ავღანეთის მთავრობამ 1979 წელს, ისევე, როგორც სირიის მთავრობამ რუსეთის ჯარი _ 2015 წელს. ავღანეთის კონფლიქტი, ფაქტობრივად, იყო საშინაო დაპირისპირება სახალხოდემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით ავღანეთის კანონიერ მთავრობასა და მოჯაჰედებს, ანუ დუშმანებს, ისლამისტურ ბანდებსა და სხვა ამბოხებულებს შორის.

ამიტომ არ შეიძლება რთული დინამიკური კონფლიქტის წარმოჩენა შავ-თეთრ ფერებში საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის შეტაკებად.

თვით ცნება “ომი” ამ შემთხვევაში უადგილოც კია, საბრძოლო მოქმედებების დაბალი ინტენსივობის გამო”.

მითი #2: “საბჭოთა კავშირმა წააგო ავღანეთის ომი

ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა სამხედრო კამპანიის ყველაზე პოპულარული მითი არის ის, რომ ეს ომი სსრკ-ის დამარცხებით დასრულდა, ამით განმტკიცდა ავღანეთის ავტორიტეტი, როგორც “იმპერიების მესაფლავის”.

“ეს ძალიან უზუსტო შეფასებაა, _ ამბობს გენერალი, _ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა არმიის სარდლად ყოფნის პერიოდში არასოდეს მიმიღია ბრძანება, ვინმეზე გამემარჯვა ავღანეთში.

მე-40 არმიაში, პიკის მომენტში, ირიცხებოდა 108 800 ადამიანი და ეს ნათლად მოწმობს, რომ არავინ ცდილობდა კლასიკური სამხედრო გამარჯვების მოპოვებას ავღანეთში”.

შეგახსენებთ: აშშმა ვიეტნამში გაგზავნა მე-40 არმიაზე 5-ჯერ მეტი სამხედრო კონტინგენტი იმ ტერიტორიაზე, რომელიც 5-ჯერ პატარაა ავღანეთზე.

გრომოვმა ხაზგასმით აღნიშნა: ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მე-40 არმიის მისია იყო ავღანეთის კანონიერი მთავრობის მოღვაწეობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

ისინი, ვინც სამხედრო კამპანიის შედეგებს განიხილავდნენგამარჯვებადამარცხებისპრიზმაში, ვერ ხვდებიან პარტიზანთა წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების სირთულეებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანებს ავღანეთში”.

გრომოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა ჯარები სამხედრო კამპანიის განმავლობაში ავღანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ და, მოჯაჰედებს, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ეხმარებოდა დასავლეთი ფინანსურად და იარაღით, ერთი საგუშაგოც კი არ ჩაუგდიათ ხელში.

ამასთანავე, ავღანეთის ლეგიტიმური მთავრობა, მოჰამად ნაჯიბულას ხელმძღვანელობით, ქმნიდა უსაფრთხოების ეფექტიან ორგანოებს, თვით ნაჯიბულას პოპულარობა კი განუხრელად იმატებდა ეროვნული შერიგების პოლიტიკის გატარების გამო.

ჩვენი ჯარების გამოსვლის მომენტში ავღანეთის მთავრობას შესწევდა უნარი, ავტონომიურად დაემყარებინა წესრიგი ქვეყანაში იმ პირობით, რომ სსრკ განაგრძობდა ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. საბოლოოდ კი ნაჯიბულას რეჟიმის დამხობა განაპირობა სსრკის დაშლამ, რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ კი აღარ მოისურვა ნაჯიბულას ფინანსური მხარდაჭერა”.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გასაჯაროებული დოკუმენტებიც მოწმობს, რომ მოჯაჰედები ვერ შეძლებდნენ ავღანეთის ლეგიტიმური მთავრობის დამხობას, თუ საბჭოთა კავშირი განაგრძობდა მის ფინანსურ დახმარებას.

აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი შეხვედრას მართავს მოჯაჰედებთან, 1986 წლის თებერვალი
აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი შეხვედრას მართავს მოჯაჰედებთან, 1986 წლის თებერვალი

მითი #3: “ძალადობა, ძალადობა, არაფერი ძალადობის გარდა

გენერალმა გრომოვმა, აგრეთვე, გააქარწყლა მითი, რომლის მიხედვით საბჭოთა ჯარისკაცები და ოფიცრები “აულაგმავი სისასტიკით ატარებდნენ ოპერაციებს ავღანეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

“ულმობელი საბჭოთა ჯარისკაცების” შესახებ ისტორიები მოგონილია მათ მიერ, ვინც მხარს უჭერდა მოჯაჰედებს და ცდილობდა მათი პოლიტიკური ლეგიტიმურობის ამაღლებას.

სინამდვილეში საბჭოთა კავშირმა განახორციელა უამრავი სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრამა, მიმართული ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, მხოლოდ 1982 წელს მე-40 არმიამ ჩაატარა 127 სამოქალაქო ოპერაცია, რომლებიც მოიცავდა სახლების შეკეთებას, გზების დაგებას, საკვებისა და მედიკამენტების დარიგებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, აგრეთვე, კულტურულ ღონისძიებებს, და ამას აკეთებდა არმია! ამასთანავე, ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა უამრავი სამოქალაქო სპეციალისტი, მრჩეველი ეკონომიკის საკითხებშიგანცხადებები იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთშიმიწის გადაბუგვის ტაქტიკასიყენებდა, აბსოლუტურად არაპროფესიონალურია. ნებისმიერმა ოფიცერმა, რომელიც მონაწილეობდა ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაციაში, იცის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის დამყარება სასიცოცხლოდ აუცილებელია წარმატებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოქმედებებისთვის, აგრეთვე, მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად, რაც მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენ ზოგიერთ მოწინააღმდეგესთანაც შევძელით ურთიერთობის დამყარება, მაგალითად, ახმად შაჰ მასუდთან, რათა უზრუნველგვეყო ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოდ გამოყვანა”, _ აღნიშნა გრომოვმა.

მითი #4: “ამას ამერიკელები უკეთესად აკეთებენ

გენერალმა შეაფასა ავღანეთში ამერიკელების ომი, რომელიც, უკვე 17 წელია, გრძელდება და გაფანტა მითი იმის შესახებ, რომ ამერიკელები უფრო წარმატებით იბრძვიან.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენ მიერ ჩატარებულ ოპერაციებსა და ამერიკელების ოპერაციებს შორის.

პირველ რიგში, ჩვენ სიტყვა არ გავტეხეთ და მართლაც გამოვედით ავღანეთიდან, ამერიკელები კი კვლავ ქვეყანაში არიან მას შემდეგაც კი, როცა განაცხადეს ჯარების გამოყვანის შესახებ _ 2014 წელს”, _ აღნიშნავს გრომოვი.

2014 წელს ოპერაციაურყევი თავისუფლებისდასრულების შემდეგ აშშმა თითქმის გააორმაგა თავისი სამხედრო პერსონალი ავღანეთში, შედეგად სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 14 ათასს მიაღწია.

“ავღანეთში მე-40 არმიის შესვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ტერიტორიის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით, მოჯაჰედები იძულებულნი შეიქნენ, იატაკქვეშეთიდან ემოქმედათ, რადგან მათ რეალური ძალაუფლება არ ჰქონდათ ქვეყანაში”, _ ამბობს გენერალი.

ამჟამად კი “თალიბანი” თავისუფლად მოქმედებს ავღანეთის ტერიტორიის 70 პროცენტზე.

“ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც მიჩეულნი არიან თავიანთ ბაზებში ყოფნას, საბჭოთა ჯარისკაცები გაშლილი იყვნენ ქვეყანაში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა სოფლებში. ეს საშუალებას გვაძლევდა, უფრო ეფექტიანად გაგვეკონტროლებინა ტერიტორია და დაგვემყარებინა ურთიერთობა მოსახლეობასთან”, _ განაცხადა გრომოვმა და აღნიშნა, რომ, აშშისგან განსხვავებით, საბჭროთა კავშირი არ ცდილობდა, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მოეხვია თავს ავღანეთისთვის, რადგან სსრკის ყოფნა ავღანეთში განპირობებული იყო პრაგმატული გეოპოლიტიკური ინტერესებით, განსაკუთრებით _ უსაფრთხოებით და არა იდეოლოგიით.

“მე-40 არმიამ დასახული მიზნების შესრულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავღანეთში და ეს გაგრძელდებოდა, რომ არა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები _ კერძოდ, სსრკ-ის კრახი.

ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, მეხელმძღვანელა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს მრავალრიცხოვან გამოცდას ავღანეთის მიწაზე. მადლობელი ვარ მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის”, _ განაცხადა გრომოვმა.

P.S. გენერალპოლკოვნიკმა ბორის გრომოვმა 5 წელზე მეტი გაატარა ავღანეთში, მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისთვის. იყო მოსკოვის ოლქის გუბერნატორი და რუსეთის პარლამენტის დეპუტატი.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

ცნობისთვის: ავღანეთის სამხედრო კამპანიაში საქართველოდან 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 5 ათასი უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა, ხოლო 3 ათასი _ სამოქალაქო სპეციალისტად მუშაობდა. ოფიციალური სტატისტიკით, ავღანეთში 128 ქართველი დაიღუპა, 8 უგზოუკვლოდ დაიკარგა, 500 კი დაინვალიდდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here