Home რუბრიკები ისტორია ომისწინა ისტორიის სენსაციური დეტალები, რომლებიც იაკობ კედმიმ გაასაჯაროა

ომისწინა ისტორიის სენსაციური დეტალები, რომლებიც იაკობ კედმიმ გაასაჯაროა

3800
იაკობ კედმი

იაკობ კედმიმ, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ისრაელის რუსულენოვანი ტელეარხის _ ITONTV მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ილაპარაკა იმ ისტორიული ფაქტების შესახებ, რომელთა გამოც ევროპისა და რუსეთის ექსპერტები ცხარედ კამათობენ. ჩვენ ვდუმვართ. როგორც ჩანს, ივნისში, რომელიც ზღვის ნაპირიდან ტალღით ჩარეცხილ ქვიშასავით გუშინ გამოგვეცალა, საქართველოში განვითარებული მოვლენების ჭიქის მორევმა ისე ჩაგვითრია, რომ მნიშვნელოვნად შეგვიზღუდა თვალსაწიერი.

არადა, სწორედ ივნისში, 80 წლის წინათ მოხდა ის, რაც უშუალოდ უკავშირდება დღევანდელობას: 1940 წლის 14 ივნისს წითელი არმია შევიდა ლიტვაში (ამჟამინდელ ლიეტუვაში), 16 ივნისს _ ლატვიასა და ესტონეთში: სსრ კავშირმა მიიერთა ბალტიისპირა რესპუბლიკები.

კედმის ეკითხებიან:

_ იყო ეს მიერთება ოკუპაცია თუ ანექსია?

კედმიმ უპასუხა:

_ დღეს ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ისტორიას, არ იციან მიზეზები და ფაქტები, ვერ ერკვევიან ვითარებაში, რომელიც იმ სახელმწიფოებში ბატონობდა, გვთავაზობენ რაღაც დასკვნების მსგავსს მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებზე დაყრდნობით.

საბჭოთა ჯარი ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში ივნისში არ შესულა. ის იქ მანამდე იყო განლაგებული შეთანხმების საფუძველზე.

14-16 ივნისს ბალტიისპირეთში შეიცვალა მთავრობები მოლოტოვის ულტიმატუმის მოთხოვნით, რომელიც იქ საბჭოთა კავშირისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობების არსებობას გულისხმობდა.

_ რა მოხდა 14 რიცხვში? _ შეეკითხება კედმი პროგრამის წამყვანს. იგი უპასუხებს, რომ არ იცის, რა მოხდა.

_ არ გახსოვთ? “წვრილმანი” მოვლენაა: გერმანელების არმია შევიდა პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქი დაეცა.

კედმიმ მიანიშნა, რომ სწორედ ამწვრილმანიმოვლენის გადასაფარავად ამახინჯებენ დღეს ბალტიისპირეთის მოვლენებს, რომლებიც 80 წლის წინათ განვითარდა.

_ ლატვია, ლიტვა და ესტონეთი თავიანთ დამოუკიდებლობას და თავიანთივე კომუნისტურ ჯარებზე გამარჯვებას (“წითელი არმიაარ მონაწილეობდა) უნდა უმადლოდნენ გერმანელებს, გერმანელ ჯარისკაცებს, გერმანული არმიის ნარჩენებს, რომლებიც ბრესტის ზავის შემდეგ მათ ტერიტორიებზე დარჩნენ; ასევე _ ადგილობრივ გერმანელებს, რომლებიც ამ არმიის რიგებში იბრძოდნენ.

და კიდევ _ ვის?

თეთრგვარდიელებს _ ძირითადად, დენიკინის არმიიდან.

ომის შემდეგ, ულტიმატუმის თანახმად, ყველა გავიდა, მათ შორის, გერმანიის ჯარის ნაწილებიც. მათთან ერთად წავიდა ერთი გერმანელი კაპიტანი ჰაუპტმანი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი: მისი გვარი იყო გუდერიანი (ჰაინც ვილჰემ გუდერიანი _ ვერმახტის გენერალ-პოლკოვნიკი, სატანკო არმიის სარდალი, სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსი). ის ლატვიაში იბრძოდა ლატვიელებისა და სხვა იქაურთა წინააღმდეგ.

კედმი მოკლედ მიმოიხილავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოს ისტორიას.

_ ლიტვა: 1926 წელს _ სამხედრო გადატრიალება. ათი დღის შემდეგ დახვრიტეს ლიტვის კომპარტიის ყველა ხელმძღვანელი. მომდევნო წლებში იქ სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ეს ის ლიტვაა, რომელიც დღეს დემოკრატიულობაზე დებს თავს.

1936 წელს _ სამხედრო გადატრიალება ლატვიაში, ესტონეთში და აქაც იმარჯვებს სამხედრო დიქტატურა. ყალიბდება ნახევრად ფაშისტური სახელმწიფოები.

ისტორიის არცოდნა ან შეგნებულად დავიწყება ძალიან საშიშია.

როგორ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირში გაერთიანებას?

მან თქვა: ჩვენ გაგებით ვეკიდებით სტალინის მისწრაფებას საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან გერმანიის გადაწევის შესახებ.

ასე თქვა და ამას არავითარი დაგმობა არ მოჰყოლია, რადგან ასეთი მიდგომა იყო ბუნებრივი იმ პერიოდისთვის.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს სწორედ გავლენის სფეროების (საბჭოთა კავშირის) დასავლეთის საზღვრების დასადგენად მოაწერეს ხელი. ეს მოხდა 23 სექტემბერს.

ამ ხელშეკრულების თანახმად, ლიტვა გერმანიის პროტექტორატი უნდა გამხდარიყო. არ იყო წარმოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

25 სექტემბერს სტალინმა მოითხოვა ამის გადახედვა. მან განაცხადა: ჩვენი ინტერესების სფერო ვილნოს გუბერნიასა და ვარშავის ოლქზე გადის. ჩვენ უარს ვამბობთ ამაზე. ჩვენ გვინდა ლიტვა.

ლიდერს უნდოდა ლიტვა.

ლიტვის მისაღებად სტალინმა უარი თქვა პოლონეთის ნაწილზე.

როგორ მოიქცა საბჭოთა კავშირი მას შემდეგ, რაც ლიტვა მიიღო? მან დაუბრუნა ლიტვას ვილნოს ოლქი, რომელიც პოლონეთმა უკანონოდ, მოტყუებით მიისაკუთრა. არავის ხმა არ ამოუღია, ყველამ გადაყლაპა. ვილნოს ოლქში მაშინ ლიტველების მხოლოდ 20 პროცენტი ცხოვრობდა. ხოლო ქალაქ ვილნოში, რომელიც ლიტვის დედაქალაქად გამოცხადდა, მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი იყო ლიტველი.

_ პოლონელები და ებრაელები ცხოვრობდნენ ძირითადად.

_ მოლოტოვმა მაშინ თქვა: მან იცის, ლიტველები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რომ არ წარმოადგენენ, მაგრამ, გეოგრაფიული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ასე ამჯობინებს. ლიტვას მიუერთეს ბელორუსიის სამი ოლქი. ვინც იცის, შევახსენებ, რომ 1918-1919 წლებში, საბჭოთა კავშირში ბელორუსიის გაერთიანებამდე, არსებობდა ბელორუსია-ლიტვის რესპუბლიკა. დიდი ხნის ისტორია აკავშირებდა ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან. იმ დღეს, როცა გამოაცხადეს, რომ ვილნიუსი ლიტვას უბრუნდებაო, უდიდესი ზეიმი გაიმართა ლიტვის ქუჩებში. ყველა ლიტველი ზეიმობდა.

_ პრეზიდენტი სმეტანაც.

_ ასე იყო. მაგრამ, როცა სიტყვა წარმოთქვა, სხვა რამ განაცხადა: ეს თქვენი დამსახურება არ არის, ეს სტალინის დამსახურებაა. მან გაჩუქათ.

პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობდა. საბჭოთა კავშირს ეს რესპუბლიკები რომ არ მიეერთებინა, გერმანია შეეცდებოდა მათ წაგლეჯას.

1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, როცა ფაშისტებმა ორ კვირაში ბოლო მოუღეს პოლონეთს, ევროპაში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ხელს მოაწერდნენ მშვიდობიან შეთანხმებას და ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ვერმახტმა გადაწყვიტა, შეჭრილიყო საფრანგეთში. სამ კვირაში საფრანგეთი გაქრა, როგორც სახელმწიფო. ევროპის ყველა ქვეყანა ერთმანეთის მიყოლებით მესამე რაიხის ნაწილად იქცა.

ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო, როცა მოსკოვში ასე განსაჯეს: გამორიცხული არ არის, რომ ხვალ ბალტიისპირეთში გამოჩნდეს გერმანული დივიზიები. აქაური რესპუბლიკები შეძლებენ ოცამდე დივიზიის გამოყვანას, პლიუს ათი გერმანული დივიზია. ე.ი. აქ შეგროვდებოდა 30 დივიზია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც ევროპის ყველა ქვეყანა მესამე რაიხის ნაწილად იქცა, სავსებით ნათელი გახდა, რომ შემდეგი ნაბიჯი აღმოსავლეთისკენ გადაიდგმებოდა, ამიტომ ამ რესპუბლიკების ბედის ანაბარად დატოვება სერიოზული საშიშროების შემცველი იყო.

_ ერთერთი შეკითხვა, რომელიც 80 წლის თარიღის განხილვის დროს ჩნდება, არის გამანადგურებელი ტერორი, რომელიც საბჭოთა კავშირმა განახორციელა მშვიდობიანი ლიტველების, ლატვიელებისა და ესტონელების წინააღმდეგ _ 1939, 1940, 1949 წლების დეპორტაციის სახით.

ამ შეკითხვაზე კედმი უპასუხებს კონკრეტულად, სტატისტიკაზე დაყრდნობით: მაგალითად, 1939 წელს ბალტიისპირეთიდან სულ დეპორტირებული იყო 45 ათასი ადამიანი. 15 ათასი ციხეში ჩასვეს _ ყოფილი პოლიციელები, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელები და ისინი, ვინც ამა თუ იმ პროფაშისტურ პოლიტიკას განახორციელებდა. ეს იყო ჩვეულებრივი აქცია, რომელსაც ყველა სხვა ქვეყანა მიმართავდა _ ინგლისი, საფრანგეთი. მოვიდა ახალი ხელისუფლება! საბჭოთა ხელისუფლებამ ისამხანაგები”, რომლებმაც ლიტვაში 1926 წლის გადატრიალების შემდეგ კომუნისტების ხელმძღვანელობა ერთიანად დახვრიტა, ციხეში ჩასვა. სულ ეს იყო.

კლასობრივ მტრებს მაშინ ასე ეპყრობოდნენ.

_ ამას ჰქვია საშინელება, დეპორტაცია?! 1949 წლისტერორივის წინააღმდეგ იყო მიმართული? “ტყის ძმებისწინააღმდეგ, ნაცისტების ხელშემწყობთა წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ ყველანი უკლებლივ ჩამოეხრჩოთ, ციხეში ჩასვეს, ნაწილი გადაასახლეს. შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. საკვირველია, როგორ დადიან თავისუფლად ამ დედამიწაზე ისინი, ვინც ესესის ნაწილებში მსახურობდნენ?!

_ არაერთხელ მითქვამს, _ დასძენს კედმი, _ რომ გერმანელები ბელარუსში გზავნიდნენ ლატვიელებით დაკომპლექტებულ სპეცდანაყოფებსწესრიგის დასამყარებლად”. არმიაცენტრისჯგუფის სარდალმა მაშინ განაცხადა: მოაცილეთ ისინი აქაურობას, მათი მხეცური მოპყრობა ებრაელი მოსახლეობის მიმართ ჩემი ჯარისკაცების დემორალიზაციას იწვევს. ეს აჭარბებს ყველაფერ იმას, რისი მოთმენაც შეგვიძლია! ნაცისტებმა მოითხოვეს ლატვიელების გაგდება, რადგან მათმა მხეცობამ გადააჭარბა ყველაფერს, რისი მოთმენაც მათ თავიანთი ნაცისტური ფსიქოლოგიით შეეძლოთ.

უფრო საშინლად იქცეოდნენ, ვიდრე მათი უკრაინელი, ბანდერელი “ამხანაგები”.

ერთ საკითხსაც მინდა მოვფინო ნათელი, რომელიც ახალ, დემოკრატიულ ლიტვასთან არის დაკავშირებული. ამ ხელისუფლებამ მოითხოვა ისრაელის არმიის გენერალ უზი რუბინის გადაცემა იმის გამო, რომ მან, პარტიზანთა რიგებში მებრძოლმა, გაბედა “პატიოსანი ლიტველების” დახოცვა, რომელთა ერთადერთი დანაშაული ებრაელთა ამოჟლეტა იყო.

დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მისი გასამართლება მოინდომა. და ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა ამბობენ, რომ განხორციელებული იყო ლიტველების საშინელები დეპორტაცია.

დასასრულ, მინდა ვთქვა, _ ასკვნის კედმი, _ რომ არასოდეს ყოფილა ბალტიისპირეთის ქვეყნების კულტურა ისე ყოველმხრივ აყვავებული, როგორც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იყო. არასოდეს ყოფილა ამ ქვეყნებში ისეთი განვითარებული ეკონომიკა, როგორიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. ვინ შეუქმნა მრეწველობა? სად არის ახლა ეს ყველაფერი?

აღარ არსებობს…

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here