თუშეთში, სოფელ ომალოში დაჭრილ 37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ.
1tv.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მონადირეა და სავარაუდოდ, მას იარაღი ნადირობისას გაუვარდა.
ექიმ ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.