Home სხვადასხვა დაიჯესტი ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

309
ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა, სამი “ოსკარის” მფლობელმა ოლივერ სტოუნმა ინტერვიუს ჩამორთმევისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, იყოს მისი 22 წლის ქალიშვილის ნათლია.

სტოუნი დაინტერესდა, რამდენი ადამიანი ჰყავს მონათლული პუტინს _ “100? 300?” რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ “ერთეულების” ნათლიაა. ამის შემდეგ რუსეთის ლიდერის რეჟისორმა თავისი ქალიშვილის მონათვლაც სთხოვა. სტოუნმა დააზუსტა, რომ გოგონა 22 წლისაა და აღზრდილია “ქრისტიანული ტრადიციებით”.

“მაგრამ ჯერ ეს (ნათლობის შესახებ) მას უნდა ვკითხოთ”, _ არაერთმნიშვნელოვნად უპასუხა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ დაადასტურა, რომ არის უკრაინელი პოლიტიკოსის, ადრე პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ამჟამად პარტია “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისათვის” თავმჯდომარის _ ვიქტორ მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here