Home სხვადასხვა დაიჯესტი ოკინავას მცხოვრებლები ამერიკული სამხედრო ბაზის წინააღმდეგნი არიან

ოკინავას მცხოვრებლები ამერიკული სამხედრო ბაზის წინააღმდეგნი არიან

664
ოკინავას მცხოვრებლები ამერიკული სამხედრო ბაზის წინააღმდეგნი არიან

ოკინავას პრეფექტურაში გამართული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის 72% კუნძულის ტერიტორიაზე ახალი ამერიკული ბაზის აშენების წინააღმდეგია. ამ ბაზაზე უნდა გადაეტანათ ფუტემის ბაზა”, _  იუწყებავაშინგტონ პოსტი”.

ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს თავის ტკივილად იქცევა როგორც აშშ-ის, ისე იაპონიის ხელისუფლებისთვის. იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მდებარეობს აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. იქ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 54 ათასს აღწევს. ამერიკელები ამბობენ, რომ მათი ყოფნა კუნძულზე საჭიროა არა მხოლოდ იაპონიის თავდაცვისთვის, არამედ მშვიდობის შესანარჩუნებლად რეგიონში.

ოკინავას მოსახლეობის აზრით კი, პატარა კუნძულს უსამართლოდ აწევს იაპონიაში ამერიკელი სამხედროების ყოფნის ტვირთი.

რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 72%-მა უარყო აშშ-ის ახალი სამხედრო ბაზის აშენების იდეა ხენოკოში, ოკინავას ჩრდილოეთით, სადაც უნდა გადაეტანათ ფუტემის ბაზა. ამ გეგმის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here