მექსიკის ქალაქ მონტერეიში საცხოვრებელი სახლები გვერდით მშენებარე სავაჭრო ცენტრის ქვაბულში ჩაინგრა, _ იტყობინება ადგილობრივი გამოცემა Info 7 და აქვეყნებს დრონიდან გადაღებულ ვიდეოს.
Las Noticias ტელეარხის მონაცემებით, ორმოში ოთხი სახლი ჩავარდა. აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები უნდა გაესახლებინათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ამ სახლებში მაინც აღმოჩნდა. არიან დაშავებულები, ერთი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.