Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ოთარ ჩრდილელი: 7 ნოემბერს, ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე – პერფორმანსის სახით...

ოთარ ჩრდილელი: 7 ნოემბერს, ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე – პერფორმანსის სახით მაინც?!

1321

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას და მისი სტუმრების მიერ სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოცმულ შავ ტომრებს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:


„26 მაისს – რატომ არ გააკეთეთ, მოწამლვის იმიტაცია – პერფორმანსი?! 7 ნოემბერს-ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე – პერფორმანსის სახით მაინც?! სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყი სტუდიაში, დაბალი ძაბვა, მაინც-პერფორმანსის სახით?!

შერჩევითი „ჭურნალისტიკა” არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფ ფასიანი ტაკიმასხარაობა…

გულ დასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: „როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე-მაიმუნი ხდება” , – წერს ოთარ ჩრდილელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here