ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი სცემა – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
“მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდების შემდეგ, სხვა ბავშვის დასმენით, დამრიგებელმა უდანაშაულო ბავშვი სცემა. მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია. ეს ყველა მასწავლებელს არ ესმის. ვეუბნები, ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, კომუნიკაცია დაამყარეთ. ქალბატონმა არ გამიგონა”, – ამბობს სკოლის დირექტორი.