Home რუბრიკები პოლიტიკა “ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

“ნულოვანი ტოლერანტობის” ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა

გიგა ბოკერია

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეთნიკურმა საბჭოებმა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა დაევროპული საქართველოსპოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიასტოლერანტობის ქომაგისწოდება მიანიჭა.

“ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობითა და ტოლერანტობის ერთგულებით”, _ განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ. ბოკერიასა და სამნიძის გარდა, რელიგიათა და ეთნიკური საბჭოების ტოლერანტობის ქომაგის სიგელი გადაეცათ მწერლებს: გურამ ოდიშარიასა და ლაშა ბუღაძეს, აგრეთვე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, გაზეთ გურჯისტანსადა მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურ უნივერსიტეტს.

“პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს თავისუფლების დაცვის საკითხებში, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში ვართ, ვისი მოვალეობაც არის სხვისი თავისუფლების დაცვა. ჩვენმა ქვეყანამ წლების განმავლობაში წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და ეს, პირველ რიგში, არის ჩვენი, პოლიტიკოსების, ბრალი; მათი, ვისი მოვალეობაც იყო აქ მეტი პროგრესის მიღწევა. თავისუფლებას ჰყავს ღია მტრები, ჩვენ მათ ვხედავთ ყოველდღე, მაგრამ ზოგჯერ ღია მტრებზე უფრო მეტი საფრთხე არიან ადამიანები, ვინც გულგრილობას იჩენს იმის მიმართ, ვინც კარს უღებს თავისუფლების მტრებს, ვინც საკმარისს არ აკეთებს თავისუფლების მტრების წინააღმდეგ და სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვლაპარაკობ ჩვენს, ჩემს პასუხისმგებლობაზე მთელი ამ წლების განმავლობაშიც და დღესაც. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ხალხის წყალობით ჩვენ ამ ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილსაც და გულგრილობასაც”, _ მიმართა ბოკერიამ რელიგიათა საბჭოს.

თავისუფლების ინსტიტუტისერთერთი დამფუძნებელი გიგა ბოკერია სააკაშვილის ხელისუფლების რუხ კარდინალად რომ მიიჩნეოდა, არახალია და მის სახელს დანაშაულებრივი რეჟიმის არაერთი ბრალდება უკავშირდება. ბოკერია დღესაც ცინიკურად აცხადებს, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკანულოვანი ტოლერანტობისშესახებ სწორი გადაწყვეტილება იყო. დიახ, “ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკაყველანი ციხეშითურმე სწორი მიდგომა ყოფილა. სწორედ ნულოვნი ტოლერანტობა გახდა საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკისა, საფუძველი შეკერილი საქმეებით ადამიანების ციხეში გამოკეტვისა და ხშირად მათი სადისტურად წამებისა. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას მიმართ კონკრეტული ბრალდებები კონკრეტული პირების მიერ არაერთხელ გაისმა, ის დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია და მეტიც, “ქართული ოცნებისხელისუფლებაში ყოფნისას მანტოლერანტობის სიგელიცკი დაიმსახურა.

“საქართველო და მსოფლიო” ბოკერიას მიმართ გამოთქმულ რამდენიმე ბრალდებაზე კიდევ ერთხელ შეაჩერებს თქვენს ყურადღებას.

სიგელი

* ერთერთი პოლიტპატიმარი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პატიმარი იყო, ჯერ კიდევ წლების წინათ ამბობდა: “ალბათ, ეს იქნება გამოძიების საგანი. .. ციხის ბუნტის საქმე, მე ციხეში ვიყავი და არავითარ ბუნტს არ ჰქონია ადგილი და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ საზოგადებაში შიში დაენერგათ, ამის ერთერთი მოთავე იყო ბატონი გიგა ბოკერია, ის შტაბს უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მისი შეგულიანებით მიიღო ამ პროცესმა ასეთი ხასიათი”.

* ციხეში ყოფნისას და მას შემდეგაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დაუფარავად საუბრობდა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე და ამაში იგი სხვა პირებთან ერთად “ტოლერანტობის ქომაგ” ბოკერიასაც ადანაშაულებდა: ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვებიგიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, რომელსაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია. სიას ადეიშვილთან ერთად განიხილავდნენ და ის გოგობიჭები _ კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმას პიონერებივით არულებდნენ”, _ ამბობდა სულხან მოლაშვილი.

* ერთ-ერთ ინტერვიუში მამა ბასილ მკალავიშვილი მასთან მისული სპეცრაზმელის ნაამბობს იხსენებს: როგორც მიამბო, გიგა ბოკერიას მიერ გამოგზავნილმა პიროვნებამ ბუნტის დროს რკინის ხელკეტი მისცა ხელში, რომელიც არეულობის დროს სულხან მოლაშვილისთვის და ჩემთვის კეფაში უნდა ჩაერტყა და მოვეკალით…”

* სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ნინო ბურჯანაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, კახა ლომაია და ნიკა რურუა სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების დასჯის შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა ჩამოიშლებოდა და რომ ახალაიას დასჯის კატეგორიული წინააღმდეგი გიგა ბოკერია იყო.

რადიკალური იყო ტოლერანტობის ქომაგი ბოკერია 7 ნოემბერს თუ 26 მაისს დარბეული მომიტინგეების წინააღმდეგაც. როგორც მაშინვე ითქვა, ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმეშიც დიდია ბოკერიას წვლილი.

მოკლედ, ეს საკმაოდ ტევადი და, ამასთანავე, მცირე ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რომლებშიც გიგა ბოკერიას სახელი, სულ მცირე, არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული, თუმცა როგორც ხედავთ, ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთვის, “ტოლერანტობის ქომაგის” სიგელი გადაეცა სააკაშვილის რეჟიმის რუხ კარდინალად წოდებულ გიგა ბოკერიასთვის, რაც კოჰაბიტაციის შედეგის მორიგი ტოლერანტული გამოვლინებაა…

P.S. “კავკასიური სახლისგამგეობის თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს დაუბრუნა რამდენიმე წლის წინათ მიღებული ჯილდო ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. ნაირა გელაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომტოლერანტობის ქომაგისჯილდო გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიასაც გადაეცა. “ტოლერანტობის ქომაგისწოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს, კრიმინალურ სუბიექტებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც, წესით, ციხეში უნდა ისხდნენ და იმიტომ არიან გარეთ, რომ ქვეყანას არ აღმოაჩნდა ძალა, აღესრულებინა მართლმსაჯულება. ეს ჯილდო სრულიად დამსახურებისამებრ მოგვანიჭეს და ის ჩვენთვის ძვირფასი იყო, მაგრამ ახლა ის გიგა ბოკერიას, გვარამიას, “რუსთავის 2”- გადაეცა, მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ხალხის დარბევაში, გაუბედურებასა და წამებაში. ამ ჯილდომ უკვე თავისი თავი თვითონ გადახაზა და გააბათილა”, _ განაცხადა ნაირა გელაშვილმა და დასძინა, რომკავკასიურმა სახლმაჯილდო იმისთვის მიიღო, რომდასაცავებს იცავდა”.

1 COMMENT

  1. გვეშველება რამე? სანამ სასამართლო არ განთავისუფლდება არაფერი გვეშველება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here