Home ახალი ამბები მსოფლიო “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის შედეგები აშშ-ისა და ნატოს პასუხის ფონზე

“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის შედეგები აშშ-ისა და ნატოს პასუხის ფონზე

59

26 იანვარს პარიზში გაიმართანორმანდიული ფორმატის” (რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია) წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც 8 საათს გაგრძელდა.

აი ამ შეხვედრის ძირითადი შედეგები:

* ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მშვიდობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინელ სამხედროებსა და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების თავდაცვის ძალებს;

* “მინსკის შეთანხმებაუპირობოდ უნდა შესრულდეს _ ეს არისოთხეულისყველა წევრის აზრი;

* “ნორმანდიული ფორმატის” მონაწილეებმა თავი უნდა დაანებონ “მინსკის შეთანხმების” სხვადასხვანაირად წაკითხვასა და გაგებას. პოზიციების დასაახლოებლად დაინიშნა ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ, 2 კვირის შემდეგ.

მოლაპარაკებების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ის ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. საფრანგეთმა, გერმანიამ და უკრაინამ მოლაპარაკებების 2 კვირით გადაწევა მოითხოვეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ხაზზე, ამ პროვოკაციების მიზანი კონფლიქტში დონბასისა და მასთან ერთად რუსეთის ჩართვა იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი კოზაკმა ერთმანეთთან არ დააკავშირა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი და რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, აშკარაა, რომ უახლოეს დღეებში კრემლი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამომავლო მოქმედებების შესახებ აშშ-ისა და ნატოს “პასუხების” მიმართ.

divanpolitikan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here