“ამერიკა ძალიან იღბლიანია, რომ ჰყავს საქართველოსნაირი მეგობარი, _ განაცხადა საქართველოში აშშ–ის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის მილოცვისას.
“მე, რიჩარდ ნორლანდი ვარ ამერიკის ელჩი საქართველოში 2012-2015 წლებში. მსურს, მოგილოცოთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. ამერიკა ძალიან იღბლიანია, რომ ჰყავს საქართველოსნაირი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი კავკასიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში. თქვენ მიაღწიეთ საოცარ პროგრესს ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად”, _ ამბობს ყოფილი ელჩი ვიდეომიმართვაში.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში ცინიზმი არის ის, რომ საქართველოს აშშ–ის მეგობარს უწოდებს და არა ვასალს, რომელიც სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებს სიუზერენის ყველა მითითებას, “საოცარი პროგრესი” კი ნორლანდის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნაა.
ლუკა მაისურაძე