Home ახალი ამბები მსოფლიო ნორვეგიის ნაპირებთან მომხდარი ინციდენტის შედეგად გერმანია წყალქვეშა ნავების გარეშე დარჩა

ნორვეგიის ნაპირებთან მომხდარი ინციდენტის შედეგად გერმანია წყალქვეშა ნავების გარეშე დარჩა

753
ანგელა მერკელი

გერმანიას არ დარჩა არც ერთი “შრომისუნარიანი” წყალქვეშა ნავი მას შემდეგ, რაც ბოლო მოქმედ სუბმარინა U-35-ს გაუტყდა ხრახნი ნორვეგიის ნაპირების ქვებთან შეჯახებისას. The Times -ი წერს, რომ ამ ინციდენტის შედეგად გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობა წლის ბოლომდე ვერც ერთ წყალქვეშა ნავს ზღვაში ვერ გაუშვებს.

გერმანიის წყალქვეშა ფლოტი თავისი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი წინამორბედის აჩრდილიც არ არის. ამის მიუხედავად, გერმანული წყალქვეშა ნავები “ცივი ომის” პერიოდში თავდაცვის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო და კვლავაც რჩება “რუსეთის საზღვაო აქტივობაზე დაკვირვების” მნიშვნელოვან შემადგენლად.

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ აკლიათ სათადარიგო ნაწილები, რომ შემცირება უარყოფითად მოქმედებს მათ ბრძოლისუნარიანობაზე. ჭიანურდებოდა ნავების რემონტი და ამასთან ერთად, აკნინებდა გერმანიის პასუხისმგებლობას ნატოს ქვეყნების წინაშე. ბერლინი თავდაცვაზე ხარჯავს მშპ-ს 1,26 პროცენტს, დადგენილი 2 პროცენტის ნაცვლად. კანცლერი ანგელა მერკელი დაჰპირდა, რომ გერმანია 2024 წლისთვის გაზრდის თავის შესატან წილს ალიანსში და 2030 წლისთვის ორ ახალ სუბმარინას მწყობრში ჩააყენებს.

გერმანული წყალქვეშა ნავები, რომლებიც 212A პროექტითაა დამზადებული, აგებულია არამაგნიტური ლითონით, რაც მათ აღმოჩენას ართულებს. ისინი იყიდებოდა მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთშიც, სადაც მათი შესყიდვის ფაქტი პოლიტიკური სკანდალის ცენტრში მოექცა, _ იუწყება The Times.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here