Home ახალი ამბები საქართველო ნოემბერში ხაჭაპურის მომზადების თვითღირებულებამ მოიმატა

ნოემბერში ხაჭაპურის მომზადების თვითღირებულებამ მოიმატა

2504
ნოემბერში ხაჭაპურის მომზადების თვითღირებულებამ მოიმატა

ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის თვითღირებულებამ 4,1 ლარი შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 6,1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12,6%-ით მეტია.

“ეს აღმავალი ტრენდი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, როგორც წესი, წლის ამ პერიოდში ზრდას ახალი რძის მიწოდების სეზონური შემცირება და მარხვის დაწყების წინ მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. შედეგად, ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ფასებიც იზრდება. წლიური ფასის ზრდა მეტწილად ქართული ლარის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებამ გამოიწვია. წლიურ ჭრილში ფასმა მოიმატა ყველა ადგილობრივად წარმოებულ (კვერცხსა და ყველზე) და იმპორტირებულ (საფუარსა და კარაქზე) პროდუქტზე. გაძვირება შეეხო იმ პროდუქტებსაც (ფქვილსა და რძის ფხვნილსაც), რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული ინგრედიენტები გამოიყენება.

ნოემბერში (2018 წლის ნოემბერთან შედარებით) ხაჭაპურის ინდექსის წლიური ინფლაცია, ძირითადად, ხაჭაპურის მთავარმა ინგრედიენტებმა გამოიწვია. ყველის ფასი 18,6%-ით გაიზარდა, ფქვილის _ 8%-ით, კვერცხის _ 3,4%-ით, საფუარის _ 2,5%-ით, რძის _ 2,7%-ით, კარაქის კი _ 1,3%-ით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რაც რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნას შეამცირებს და ხაჭაპურის ფასის კლებას შეუწყობს ხელს”.

Bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here