საქართველოს ხსნა განათლებულ თაობაშია, რომელსაც, სანამ წარმატებას მიაღწევს, ხელშეწყობა სჭირდება. სასიხარულოა, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გავიდა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი Fourteenmiracles, რომელიც “ტრიბოელექტრული ფარადის” შექმნაზე მუშაობს.
“ტრიბოელექტრული ფარადა” _ ეს არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც გარემოსგან არავითარი შემზღუდავი ფაქტორი არ გააჩნია, იქნება ეს ამინდი თუ დღეღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.
ჯგუფმა Fourteenmiracles-მა მოიპოვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 15-ათასლარიანი დაფინანსება და ამ მომენტში მუშაობს პროექტის სრულმასშტაბიან სახეზე საქართველოს უნივერსიტეტში. ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: მარი გურჯიევი, ნუგზარ ბერიძე, რეზო თოდუა და დავით ბერულავა. აღსანიშნავია, რომ რეზო თოდუა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” აწ გარდაცვლილი მთავარი რედაქტორის, ირაკლი თოდუას, უფროსი ვაჟია.
“საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია წარმატებებს უსურვებს ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს.