Home ახალი ამბები საქართველო ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. კერძოდ, რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი: დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი ჯერ დაკავებულები არ არიან.
„დღეს, ჩვენ ბრალდება წავუყენეთ რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უამრავი დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს: მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერული შეტევებს კაზინოს აპარატებზე“, – განაცხადა მანჰეტენის პროკურორმა ჯუნ კიმმა.

ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენელმა ჯეიმს ონეილმა კი აღნიშნა, რომ კანონიერ ქურდებმა ქვეყნის მასშტაბით, ბრაითონ ბიჩიდან ლას ვეგასამდე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ჩართულნი იყვნენ მოქრთამვაში, აზარტულ თამაშებში, მკვლელობებში.

ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით და „კანონიერი ქურდი“ თავის სტატუსს იყენებდა დაბალი რგოლის კრიმინალებს შორის დავების გადასაჭრელად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here