Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიურნბერგის ტრიბუნალმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სასამართლოებს სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ

ნიურნბერგის ტრიბუნალმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სასამართლოებს სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ

ნიურნბერგის პროცესი იყო არა მხოლოდ ტრიბუნალი, არამედ ფაშიზმის, ნაციზმისა და ჰიტლერიზმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის დაგმობის მექანიზმი

449
ნიურნბერგის ტრიბუნალმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სასამართლოებს სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ

75 წლის წინათ, 1945 წლის 20 ნოემბერს, დაიწყო ნიურნბერგის პროცესი (ტრიბუნალი). მთავარი სასამართლო მესამე რაიხის ელიტის წარმომადგენლებსა და ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებზე საგანგებო ვითარებაში წარიმართა. ეს ერთერთი მიზეზია იმისა, რომ დიდი ხნის წინანდელი ტრიბუნალის შედეგები დღესაც მნიშვნელოვანია.

ნიურნბერგის პროცესმა, რომლის გამართვის იდეა იალტის კონფერენციაზე (1945 წლის 4-11 თებერვალი) გაუჩნდა სტალინს, საძირკველი ჩაუყარა ახალი საერთაშორისო ტრიბუნალების სისტემას, რომელიც დღემდე არსებობს.

ძირითადი პროცესის კვალდაკვალ, რომელშიც ბრალდებულები იყვნენ მესამე რაიხის პირველი პირები რამდენიმე გამონაკლისის გარდა (თავი მოიკლეს ჰიტლერმა და რობერტ ლეიმ, მარტინ ბორმანი გაუჩინარდა და, სავარაუდოდ, დაიღუპა საბჭოთა ჭურვის აფეთქების შედეგად ბერლინის გარეუბანში), რანგით დაბალი ნაცისტი დამნაშავეების კიდევ 15 ათასი ლოკალური “ნიურნბერგი” გაიმართა. მთავარი პროცესი მომდევნო პროცესებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ბრალდება ერთობლივი იყო (მოკავშირეები უკვე იმხანად იყენებდნენ ტერმინს _ “გაერთიანებული ერები”, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ ფუნქციობდა სრულფასოვნად), მომდევნო ტრიბუნალები კი ტარდებოდა იურისდიქციით იმ გამარჯვებული ქვეყნისა, რომელმაც დააპატიმრა ან გამოამჟღავნა ესა თუ ის დამნაშავე.

მაგალითად, ნიურნბერგის იუსტიციის სახლის იმავე ისტორიულ #600 დარბაზში გაიმართა კიდევ 15 პროცესი აშშ-ის იურისდიქციით, რადგან ნიურნბერგი ოკუპაციის ამერიკულ ზონაში იმყოფებოდა. სსრკ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტები დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით გაასამართლეს. მაგალითად, ჰანს კოხი გაასამართლეს ვარშავაში, დიდი პროცესები გაიმართა ხარკოვში, რიგაში, კრასნოდარში. იუგოსლავიაში კი, საერთოდ, არავინ დაინდეს.

შესაბამისად, ნიურნბერგის მთავარი პროცესი იყო არა მხოლოდ ტრიბუნალი, არამედ ფაშიზმის, ნაციზმისა და ჰიტლერიზმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის დაგმობის მექანიზმი.

ანგლოსაქსი ბრალმდებლები ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ ტრიბუნალი დაარსებული იყო 22 ქვეყნის და არა 4 “გამარჯვებული” სახელმწიფოს მიერ. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ანტიჰიტლერულ კოალიციას მხოლოდ ბერლინის შტურმისას შეუერთდა, ზოგი ომის პერიოდში ნეიტრალიტეტს იცავდა, ზოგს კი _ გერმანელთა პოზიცია ეკავა. არგენტინამ და ურუგვაიმ, მაგალითად, ნაცისტთა სიკვდილის დასჯის გაუქმება მოითხოვეს. ირლანდიის ცნობილი პრემიერმინისტრი იმონ დე ვალერა კი 1945 წლის მაისში დუბლინში გერმანიის საელჩოში მივიდა და გერმანელებს სამძიმარი გამოუცხადა ჰიტლერის დაღუპვის გამო, შემდეგ კი გაერთიანებულ ერებს მოუწოდა, “ყველას გამოეჩინა ჰუმანურობა და ქრისტიანული გულმოწყალება”.

ნიურნბერგის ტრიბუნალმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სასამართლოებს სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ

ბრიტანელები და ამერიკელები ცდილობდნენ, ეპოვათომის სააზრისიდა მას პოულობდნენ პრუსიელთა ისტორიულ მიდრეკილებაში, თავს დასხმოდნენ ყველას, ვინც მათ გარშემო იყო. ანგლოსაქსი ბრალმდებლები XX საუკუნის I ნახევრის მოვლენებს ხედავდნენ, არა როგორც გერმანიისგადახრას” “დასავლური ნორმებიდან”, არამედ გერმანიის ისტორიისა და გერმანელი ხალხის განვითარების გარდაუვალ შედეგს. უნდა ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშში დღესაც არიან ისტორიკოსების გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თვალსაზრისს იზიარებენ.

ფრანგები წინდახედულად ინარჩუნებდნენ სიჩუმეს, ხოლო საბჭოთა პროკურორები და მოსამართლე იონა ნიკიტჩენკო იდეური მოსაზრებების გამო, ამაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

ბრიტანელი და ამერიკელი პროკურორების ემოციური გამოსვლების ფონზე საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები თავდაჭერილობით გამოირჩეოდნენ. ეს ტაქტიკა უფრო მომგებიანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოსამართლემ, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრმა რობერტ ჯექსონმა პირწმინდად წააგო ჯვარედინი დაკითხვა გერმან გერინგთან.

რაც უნდა თქვან 75 წლის წინანდელ მოვლენებზე, ეს იყო ტრიბუნალი არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედომისთვის შექმნილ სახელმწიფოზე”.

ნიურნბერგის ტრიბუნალამდე კაცობრიობას არ ჰქონია იურიდიული მექანიზმი “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის” განსაზღვრის ან დამტკიცებისთვის. მან უამრავი იურიდიული გამართლება გამოიწვია. მაგალითად, სიკვდილით არ დაისაჯა ნაცისტი ალბერტ შპეერი, რომლის ადვოკატებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ შპეერმა არაფერი იცოდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. გენოციდის საკითხს კი დღეს კოლექტიური განზრახვის დამტკიცება სჭირდება. ნიურნბერგის პროცესზე ბრალდებულები და მათი ადვოკატები ყველა დანაშაულს მიაწერდნენ გარდაცვლილებს: ჰიტლერს, ჰიმლერს, ბორმანსა და ჰეიდრიხს; სამხედროები კი ამბობდნენ, რომ უბრალოდ, ბრძანებებს ასრულებდნენ. ნაცისტების ადვოკატები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ იმ დანაშაულებს სჩადიოდნენ გერმანიის ნაციონალსოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერები, ესესი და არმია კი, უბრალოდ, თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ.

ამ მომენტში მოსკოვიდან გერმანიაში ჩაიყვანეს სტალინგრადთან დატყვევებული ფელდმარშალი პაულიუსი, რომლის გამოჩენამაც ბრალდებელთა შორის პანიკა გამოიწვია. ამერიკელებმაც, თავის მხრივ, წარმოადგინეს გენერალ-მაიორი ერვინ ფონ ლაჰუზენი. ამ ორმა გერმანელმა სამხედრომ დაანგრია მითი “სუფთა ვერმახტზე”. მიუხედავად ამისა, მოსაზრება, რომ ვერმახტი არ მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, დღეს კვლავ იძენს აქტუალობას გფრ-ში.

საერთაშორისო ტრიბუნალების თანამედროვე იურიდიულ პრაქტიკაში ტერმინი “კოლექტიური უსაფრთხოება” არ გამოიყენება. ეს უფრო მორალური და საინფორმაციო ზემოქმედების საკითხია. მაგალითად, ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალისა და ჰოლივუდის ერთობლივი ქმედებების შედეგად დასავლეთში შეიქმნა წარმოდგენა, რომ სერბები მკვლელები არიან.

ნიურნბერგის ტრიბუნალის შედეგებმა მორალური კრიზისი გამოიწვია გერმანელ საზოგადოებაში. კრიზისი დასრულდა 1951 წლის ამნისტიით, რომელიც გფრ-ის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა გამოსცა. საოცარია, მაგრამ თვითგამართლების ერთ-ერთი საბაბი იყო ეკონომიკის ზრდა გფრ-ში _ “გერმანული ეკონომიკური საოცრება”.

მას, ვინც კარგად მუშაობს, შეუძლია დაივიწყოს ოსვენციმი.

1960-იანი წლებში საბჭოთა პროპაგანდისტული შტამპებინაციზმის აღორძინებისშესახებ სამართლიანი იყო. გერმანიის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი წევრები და აქტიური ნაცისტები მასობრივად ბრუნდებოდნენ ჟურნალისტიკაში, სასამართლოებში, დიდი კონცერნების დირექტორთა საბჭოებში, არმიასა და პოლიციაში.

გერმანელ საზოგადოებას არ სურდა წარსულის გახსენება და 1934-1945 წლებში დაბრუნება. მცოცავი რეაბილიტაცია ბევრ ყოფილ ნაცისტს შეეხო და ისინი გახდნენ, უბრალოდ, გერმანელები და არა ნაცისტები. 1945 წლის შემდეგ გერმანიაში ასეთი გრადაციაც კი არსებობდა: დამნაშავენი, არცთუ ძალიან დამნაშავენი, ცოტა დამნაშავენი და უდანაშაულონი.

ამასთანავე, დღემდე არ წყდება ისტორიულპოლიტიკური დისკუსია იმის შესახებ, რომ გერმანია და გერმანელი ხალხი მიდრეკილია მილიტარიზმისკენ, აგრესიისა და სადიზმისკენ. 1960-იანი წლების ბოლოს სტუდენტური მღელვარებისმაძღარითაობა ამაში დარწმუნებული იყო, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი თაობის შემდეგ კი ამის ბევრ გერმანელს არ სჯერა. შედეგად, ბუნდესვერში გაჩნდა ფარული ნაცისტური ორგანიზაციები, რომელთა გამოააშკარავებამ ცოტა ხნის წინათ გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია.

გასაგებია, რომ თანამედროვე გერმანელები პირდაპირ არ არიან დაკავშირებულები 75-80 წლისწინანდელ მოვლენებთან, მაგრამ ეს ნეგატიური შლეიფი მათ კიდევ კარგა ხანს გაჰყვებათ.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის: ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის შემადგენლობაში იყვნენ: საბჭოთა კავშირიდან _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გენერალმაიორი იონა ნიკიტჩენკო; აშშდან _ ფედერალური უზენაესი სასამართლოს წევრი ფრენსის ბიდლი; დიდი ბრიტანეთიდან _ მთავარი მოსამართლე ლორდი ჯეფრი ლორენსი; საფრანგეთიდან _ სისხლის სამართლის პროფესორი ანრი დონიდიე დე ვაბრი.

ბრალმდებლები: სსრკდან _ უკრაინის სსრის პროკურორი რომან რუდენკო; აშშდან _ ფედერალური სასამართლოს წევრი რობერტ ჯექსონი; დიდი ბრიტანეთიდან _ გენერალური პროკურორი უილიამ არტურ შოუკროსი; საფრანგეთიდან _ იუსტიციის მინისტრი ფრანსუა დე მენტონი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here