Home რუბრიკები საზოგადოება ნინო წილოსანის მიწის ნაკვეთები, შპს-ები და სალომე ზურაბიშვილის ფასიანი ქაღალდები

ნინო წილოსანის მიწის ნაკვეთები, შპს-ები და სალომე ზურაბიშვილის ფასიანი ქაღალდები

3932
ნინო წილოსანი

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. საქართველოს პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომქართული ოცნებისსაარჩევნო ნომერია)… მილიონერ დეპუტატთა შორის არისქართული ოცნებისერთერთი წევრი ნინო წილოსანი, რომლის ქონებაც სხვადასხვა კვლევით 2 074 100 ლარს ითვლის და სალომე ზურაბიშვილი, რომლის ქონებაც, ასევე კვლევის თანახმად, 1 165 640 ლარია.

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი 1982 წლის 19 თებერვალს დაიბადა თბილისში. ჰყავს მეუღლე _ ვლადიმერ აბულაძე; შვილები: თემურ, ნიკოლოზ და მარიამ აბულაძეები. ნინო წილოსანს დეკლარაცია 2017 წლის 6 იანვარს შეუვსია.

“ქართული ოცნების” ქალბატონი დეპუტატის უძრავი ქონების ნუსხა ასეთია:

პარლამენტარის საკუთრებაა 124.70 კვ.მ ბინა მოსაშვილის ქუჩაზე; 224.70 კვ.მ ბინა მ. თამარაშვილის ქუჩაზე; ქვიშხეთში, არასაცხოვრებელ ფართობებშიც აქვს წილი კანონმდებელ ქალბატონს; 60,91 კვ.მ ფართობში მისი საკუთრება 33%-ია, ხოლო 82,90 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობში კი _ 27,63%. ზემოხსენებულ ფართობებში წილებს ფლობენ, აგრეთვე, ლელა მეტრეველი და პლატონ რატიანი. ნინო წილოსანი თამარაშვილის ქუჩაზე 15,07 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელია. დეპუტატის სახელზეა გაფორმებული 440,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში. 131,60 კვ.მ ბინა ჭავჭავაძის გამზირზე ასევე ოცნების დეპუტატის საკუთრებაა. ნინო წილოსანის საკუთრებაა 94,55 კვ.მ ბინა მცხეთაში, გმირის ქუჩაზე. 60 კვ.მ ბინას ფლობს დაბა წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე. პარლამენტარის საკუთრებაა 1175 კვ.მ მიწის ნაკვეთი საგურამოში, ი.ჭავჭავაძის მუზეუმის ახლოს. ბალანჩივაძის ქუჩაზე 72,40 კვ.მ ბინის მესაკუთრეც ნინო წილოსანია, ისევე, როგორც რუსთაველის გამზე მდებარე 59 კვ.მ ბინისა.

კანონშემოქმედი ქალბატონის საკუთრებაა მსუბუქი ავტომანქანა “ბე-ემ-ვე X 5”. დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს “თი-ბი-სი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 1418,69 ლარი, ხოლო “საქართველოს ბანკში” ასევე მიმდინარე ანგარიშზე 3347,90 ლარი ერეცხებოდა. მას, აგრეთვე, ჰქონდა ნაღდი ფული _ 17 000 ლარი.

ნინო წილოსანი შპს “მკურნალი 2002”-ის პარტნიორია და შარშან ამ საწარმოდან მისი შემოსავალი 36 000 ლარი ყოფილა. დეპუტატი შპს “ქონსელერ პრივატის” პარტნიორიც არის და აღნიშნული საქმიანობიდან მისი წლიური შემოსავალი 5789 ლარია. პარლამენტარი შპს “აიპროფიტის” პარტნიორიც გახლავთ, სადაც მისის წლიური შემოსავალი 100 848 ლარითაა განსაზღვრული. დეპუტატი შპს “ტრიდე ჯგუფის”, შპს “ჯი თრეველისა” და შპს “ენ-დუო-კონცეპტის” პარტნიორიცაა. ოცნების დეპუტატის სახელს უკავშირდება, აგრეთვე, შპს “აითრეველი”, შპს “ლეგიონი”, შპს “ბინ თრეიდინგი”, შპს “რეტრო 77”, შპს “აგროპროდუქტი”. ყველა მათგანში წილოსანი დარეგისტრირებულია, როგორც პარტნიორი, თუმცა ვინ არის მისი ბიზნესპარტნიორი, დეკლარაციაში ინფორმაცია არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტარ ნინო წილოსანს თავისი კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში აქვს დაფუძნებული. დეპუტატს მეუღლესთან ერთად ორი კომპანია საზღვარგარეთაც აქვს: “S.R.O Almitrans Caxety U Zvonarky 2536/1D” და “U.S TRADING COMPANY” აშშ-ში.

ბიზნესით არის დაკავებული დეპუტატის მეუღლეც. იგი სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” ფინანსური დირექტორია. ვლადიმერ აბულაძე შპს “ნათ ექსპორტისა” და შპს “შულავერის არამადნეული მასალების ქარხანა 10”-ის დირექტორიცაა. დეპუტატის მეუღლე შპს “ვაგონტესტის” და შპს “ბილდინკოს” პარტნიორიცაა. ვლადიმერ აბულაძე შპს “ვაგონმშენებელის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

“მკურნალი 2002”-ის ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე ნინო წილოსანის წლიურ შემოსავალს 33000 ლარი შეუდგენია. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს გასულ წელს 8900 ლარი მიუღია, ხოლო პარლამენტში მისი შემოსავალი 3699 ლარითაა განსაზღვრული. ვლადიმერ აბულაძის წლიური შემოსავალი ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან 6112,50 ლარია.

გასულ წელს დეპუტატს ფართობის იჯარით გაცემით 1500 აშშ დოლარი მიუღია. “ოცნების” დეპუტატს კიდევ ერთი ფართობის იჯარით გაცემის შედეგად 3110 ლარი მიუღია. ნინო წილოსანს იპოთეკური სესხის დასაფარავად 18662 აშშ დოლარი აქვს გასულ წელს გადახდილი.

ნინო წილოსანს გასულ წელს ქველმოქმედებაზე 14326 ლარი დაუხარჯია, ხოლო სწავლის გადასახადის სახით მისი წლიური გასავალი 22000 ლარი და 10000 აშშ დოლარი ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

კიდევ ერთი მილიონერი და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში დაიბადა. მას დეკლარაცია 2017 წლის 12 იანვარს აქვს შევსებული.

სალომე ზურაბიშვილს თბილისში, კუფტინის ქუჩაზე 2006 წელს 230 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი 160 000 აშშ დოლარად შეუძენია. ემიგრაციაში მყოფ ზურაბიშვილს 1989 წელს 60 კვ.მ ბინა 150 000 ევროდ საფრანგეთში, პარიზში 89 rue de la Convention-ზე შეუძენია. პარლამენტარს მსუბუქი ავტომანქანა Hyundai 2016 წელს 17000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი “საქართველოს ბანკის” აქციების მფლობელია. ფასიან ქაღალდებში გადახდილი საფასური 1500 ლარია. ფასიანი ქაღალდის ნომინალი არის 29,75 გირვანქა სტერლინგი, ხოლო რაოდენობა _ 35. პარლამენტარი “თელიანის” აქციების მფლობელიცაა. ფასიანი ქაღალდში გადახდილი საფასური 157,63 ლარია. ფასიანი ქაღალდის ნომინალი არის 0,13 ლარი, რაოდენობა _ 1212.

სალომე ზურაბიშვილს “საქართველოს ბანკში” ანაბარზე 50000 აშშ დოლარი ერიცხება. ასევე “საქართველოს ბანკში” დეპუტატს მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას 3000 ლარი ერიცხებოდა. პარლამენტარს პარიზში “CIC Banque transatlantique Paris”-ში მიმდინარე ანგარიშზე 8600 ევრო ერიცხება.

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში გასული წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე 5309 ლარი აქვს მიღებული ხელფასის სახით.

გიორგი გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here