Home რუბრიკები სამართალი ნიკოლოზ ჯეირანაშვილი: არ ვფიქრობ, რომ ჰააგის სასამართლო ქართველებს დაადანაშაულებს, არც რუსებს

ნიკოლოზ ჯეირანაშვილი: არ ვფიქრობ, რომ ჰააგის სასამართლო ქართველებს დაადანაშაულებს, არც რუსებს

ნიკოლოზ ჯეირანაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ იმხანად გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ჰაიდი ტალიავინის, საგამოძიებო დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ენაზე 2013 წელს ითარგმნა. დასკვნაში ეწერა: “არაპროვოცირებული ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო საქართველომ, მაგრამ შეუძლებელია, მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს”. როგორც ჩანს, ტალიავინის დასკვნაში 2009 წელს ჩაწერილი ეს ფრაზა ვიღაცას არ მოეწონა და 2015 წლის მარტში ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელმძღვანელობით, 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე გამოძიება დაიწყო. ბენსუდა საქართველოში უმალვე ჩამოვიდა დაქართული ოცნებაცგამოძიების უსწრაფესად დასრულებას დაჰპირდა ქართველ ხალხს

რამდენიმე დღის წინათ ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს იუსტიციის მინისტრად წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს, რასაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებით გამოეხმაურა. “ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს. კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია. გოჩა, გილოცავ! მადლობა ჩვენს ყველა ელჩს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს. ვულოცავ საქართველოსა და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას!” _ დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.

რა აქვს საქართველოს მისალოცი და რას უნდა ველოდოთ ჰააგის სასამართლოსგან აგვისტოს ომზე? _ ამ შეკითხვით მივმართეთ ჰოლანდიაში მოღვაწე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაჯასტინ ინტერნეიშენალისწარმომადგენელ ნიკოლოზ ჯეირანაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობდა და ქართულ მხარეს წარმოადგენდა:

_ ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს, შეიძლება ჩაითვალის, რომ გამოძიება დასრულებულია. გვქონდა მოლოდინი, რომ დასკვნა უკვე გასაჯაროვდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და მომავალი წლის ზაფხულში ყველაფერი ცხადი გახდება, მანამდე კონფიდენციალურია.

ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყებაზე ავტორიზაცია მოსამართლეებისგან 2015 წლის ოქტომბერში მოითხოვა და 2016 წლის იანვარში მიიღო. ასე რომ, გამოძიება 2016 წელს დაიწყო. ეს გამოძიება ყველაზე “გაჭიანურებული” გამოძიებაა ჰააგის სასამართლოს ისტორიაში და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ჰააგის სასამართლოსთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის რეგიონების გარეთ მოუწიათ გამოძიების წარმოება. ისინი არ იყვნენ მზად ამისთვის. მათ არაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ… მათ ისიც კი არ იცოდნენ, ჩვენ რა ენაზე ვსაუბრობთ, მიჩვეული იყვნენ აფრიკულ ქვეყნებთან მუშაობას და ეგონათ, რომ ჩვენთან ოფიციალური ენა ფრანგული იყო. პირადად მე ძალიან ბევრი რამის ახსნა მიწევდა მათთან ურთიერთობისას. ამ ყველაფერში კი გამოძიებისთვის განკუთვნილი დროიდან თითქმის ერთი წელიწადი დაიკარგა. პრობლემა იყო აგრეთვე ის, რომ სასამართლოში ადამიანური რესურსები არ ჰყოფნიდათ; პრობლემა იყო რუსეთიც, რადგან ეს ქვეყანა არ არის ჰააგის სასამართოს წევრი და ესეც აღმოჩნდა გამოძიებისთვის ბარიერი.

ნიკოლოზ ჯეირანაშვილი: არ ვფიქრობ, რომ ჰააგის სასამართლო ქართველებს დაადანაშაულებს, არც რუსებს

_ იქმნებოდა თუ არა პრობლემა ქართველი პოლოტიკოსების მხრიდან?

_ პოლიტიკოსების განცხადებები გამოძიების პროცესზე გავლენას არ ახდენდა, უბრალოდ, ბევრი დრო იკარგებოდა ახსნა-განმარტებების მოსმენისას…

სასამართლო იძიებს არა იმას, ვინ დაიწყო ომი, არამედ იმას, ვინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, ეს ყველაფერი არ ბრალდება სახელმწიფოებს, არამედ კონკრეტულ პირებს. საუბარია ქართველებზე, რუსებსა და ოსებზე. ამ სამი ეთნოსიდან უნდა იპოვონ კონკრეტული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული 2008 წლის ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდეამ პერიოდში თუ აქვთ ჩადენილი დანაშაული კონკრეტულ პირებს, სწორედ ამაზე იქნება საუბარი. ასე რომ, პოლიტიკოსები რას იტყვიან, მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენთან ხშირად საუბრობენ რუსეთის მხარეზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი ქვეყანა, ის მაინც თანამშრომლობს სასამართლოსთან.

_ როგორც ამბობთ, ზაფხულში გამოქვეყნდება ჰააგის სასამართლოს დასკვნა. არის თუ არა ამ დასკვნაში საქართველოს დანაშაული რაიმე ფორმით?

_ დეტალები გასაიდუმლოებულია, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გამოძიების პროცესში საუბარია სამ მხარეზე _ საქართველოზე, რუსეთსა და ოსეთზე, იძიებენ თავდასხმას რუსეთის სამშვიდობოებზე; არის, აგრეთვე, დავა საქართველოს მხრიდან აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაზე…

_ საქართველოდან ვინ არის ჩართული ჰააგის სასამართლოს გამოძიების პროცესში?

_ საქართველოდან ჩართულია იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა. მასალების მიწოდება არ ხდება მხოლოდ საქართველოს მხრიდან. რუსეთის ფედერაციამ აგვისტოს ომზე გაგზავნა 30 ტომი, რომლებშიც მათი დანაშაული არ იქნება აღწერილი და ეს ბუნებრივია. იქ საუბარი იქნებოდა საქართველოზე. ჩვენ არ ვიცით, რა გაგზავნა რუსეთმა ჰააგის სასამართლოში, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსებმა ბევრი საინტერესო მასალა გაგზავნეს. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც მიაწოდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მასალა, ეს იყო სატელიტებით მოპოვებული მასალები ომამდე და ომის შემდეგ… ამ ყველაფრის შესწავლას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. იმ ორგანიზაციამ, რომელსაც მე წარმოვადგენ, 2008 წლიდანვე დაიწყო მუშაობა, ომის დასრულების პირველივე კვირიდან ვმუშაობდით. ძალიან ბევრი მასალა მივაწოდეთ დაზარალებულ მოსახლეობაზე, რომლებიც საუბრობდნენ, რა ჩაიდინეს ოსმა და რუსმა სამხედროებმა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ქართველებს დაგვადანაშაულებს ჰააგის სასამართლო.

_ ვინ აღმოჩნდება დამნაშავის სკამზე, თუკი კონკრეტულ პიროვნებებზეა საუბარი?

_ ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვლა გამოძიების პროცესში, თავდაპირველად ყველაფერი სხვაგვარად მიმდინარეობდა, მაგალითად, თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, მაგრამ ჰააგის სასამართლომაც ბევრი რამ გაიგო. ადრე თუ მათ ეგონათ, ქართველი სამხედროების დაკავება-დადანაშაულება ადვილი იყო, ეს ყველაფერი გააქარწყლა 2018 წელს ქართველი სამხედრობის განცხადებამ, რომლითაც მათ დაგმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა.

ჰააგის სასამართლოს ეგონა, რომ ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები ადვილი დასაპატიმრებლები იყვნენ, მათ ეგონათ, რომ, თუკი მათ დააკავებდნენ _ არა უშავს! მაგრამ მათთვის ისიც მნიშვნელოვანი იყო, არ გამოეწვიათ შიდა კონფლიქტი, ამიტომაც ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გააკეთეს _ ქართველ სამხედროებს გვერდი აუარეს, ქვეყანას ისედაც ჰყავდა უამრავი დაზარალებული.

არ ვფიქრობ, რომ ჰააგა ქართველებს დაადანაშაულებს, არც იმას ვფიქრობ, რომ რუსეთს დაადანაშაულებს. აქედან გამომდინარე, დამნაშავის სკამზე შეიძლება სამხრეთ ოსეთის რომელიმე წარმომადგენელი აღმოჩნდეს

ჰააგის სასამართლო ახალი ინსტიტუტია და დიდი შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად დამაიმედებელი განცხადებები. ეს ჩვენმა ორგანიზაციამ თავიდანვე იცოდა. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი დაზარალებული მოსახლეობის დაცვას და ჩვენ ამას მივაღწიეთ.

სიმართლე გითხრათ, დიდია მოლოდინი იმისა, რომ ჰააგის სასამართლომ, საერთოდ, დახუროს აგვისტოს ომის საქმე და დამნაშავე ვერ გამოავლინოს. როცა მე აზრი მკითხეს, ვუთხარი, რომ ასე არ გამოვა, გამოძიების ხუთი წლის თავზე დამნაშავე ვერ გამოავლინოთ და დასკვნა ვერ შეიმუშავოთ, არასერიოზულიამეთქი. მაგრამ არ მგონია, ჩემმა სიტყვებმა რამე შეცვალოს.

_ ჰააგის სასამართლო არ გაითვალისწინებს ტალიავინის კომისიის დასკვნას?

_ ჰააგისთვის ეს დასკვნა ნაკლებად საინტერესოა, ზოგადი სურათის აღსაწერად შეიძლება გარკვეული ნაწილი გამოიყენონ, მაგრამ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის.

_ იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი დიდ იმედს ამყარებს გოჩა ლორთქიფანიძის არჩევაზე ჰააგის მოსამართლედ. ის ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება

_ ლორთქიფანიძე აგვისტოს ომის გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, გამოძიება თითქმის დასრულებულია, მაგრამ მისი არჩევა ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია.

დასასრულ ვიტყვი, რომ ახლანდელ ხელისუფლებას და პირადად თეა წულუკიანს დიდი მოლოდინი ჰქონდათ ჰააგის გამოძიების, მაგრამ ეს ასე მარტვი არ არის. კონკრეტული პიროვნება რომ დაადანაშაულო, გენერალიტეტი უნდა აალაპარაკო _ ასე არ მოხდა და ამას ჩვენი ხელისუფლება 2018 წელს მიხვდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. აგვისტოს ომში მთავარი დამნაშავე გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტ.მა” უკვე ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ანუ 15 აგვისტოს დაასახელა სტატიაში სათაურით “საქართველოს უგუნურება” (Georgia’s Recklessness). ეს სტატია, ისევე როგორც ტალიავინის დასკვნა, ქართველი მკითხველს დაუმალეს ბატონმა მიშამ და მასთან დაახლოვებულმა პირებმა. ისიც მოახერხეს, რომ ეს ომი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასახელო ფურცლად გამოაცხადეს. მერე გაბრაზებულმა ბატონმა მიშამ გორში სტალინის ძეგლის აღება და ქუთაისში ომის მემორიალის დანგრევა ბრძანა და ყველაფერი უსიტყვოდ შესრულდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here