Home რუბრიკები სამართალი ნიკოლოზ მჟავანაძე: “ციანიდის საქმეს” ეკლესიის დასაშლელად იყენებენ და არა გვენეტაძის გადასაყენებლად

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ციანიდის საქმეს” ეკლესიის დასაშლელად იყენებენ და არა გვენეტაძის გადასაყენებლად

2302
ნიკოლოზ მჟავანაძე

2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ მას სჭირდებარამდენიმეთვიანი მკურნალობა საზღვარგარეთ”. ის დატოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის 20 მარტიდან ხელმძღვანელობდა.

ბევრი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მის მიერ თანამდებობის დატოვების დასახელებული მიზეზი დამაჯერებელი არ არის და მან თანამდებობა, სავრაუდოდ, სხვა მიზეზების გავლენით დატოვა. ამბობენ იმასაც, რომ ჯგუფს, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში ბატონობს, მხარს უჭერდა ხელისუფლება, განსაკუთრებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რის გამოც ნინო გვენეტაძე გარიყული აღმოჩნდა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომა დროში საეჭვოდ დაემთხვა გადაწყვეტილებას “ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას. დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, როგორც ადვოკატების, ისე პროკურატურის საჩივრების განხილვაზე. უფლებადამცველთა თქმით, საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს, ნინო გვენეტაძეს, შესაძლოა, განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. რატომ გადადგა სინამდვილეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს ვესაუბრეთ.

_ როგორც კი გადადგა ნინო გვენეტაძე, უმალვე გავრცელდა ხმა, დავალებებს ვერ ასრულებდა და იმიტომ წავიდაო. სინამდვილეში ეს ქალბატონი ძლიერი პიროვნება არ აღმოჩნდა და ვერ გაატარა ის პოლიტიკა, რომლის გატარებაც ზოგიერთს სურდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა რგოლი ათვისებული აქვთ სოროსის ლეკვებს. მართალია, თვითონ გვენეტაძეც ერთ-ერთი მათგანია, რესპუბლიკური პარტიის წევრია, მაგრამ ვერ აღმოჩნდა სასურველი ხელმძღვანელი.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ნინო გვენეტაძის არჩევისას დიდი ხმაური იყო უმრავლესობაში: ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გაძღოლოდა ამ სისტემას; ზოგის აზრით კი _ ვერ შეძლებდა.

ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

ახლა უზენაეს სასამართლოშიც მოხდება ის, რაც მოხდა ყველა რგოლში: სახალხო დამცველის უწყებაში, პარლამენტში… _ ყველგან, საერთოდ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს სოროსის კადრი დაიკავებს, გაივლის გასაუბრებას სოროსის ხალხთან და თუ დარწმუნდებიან, რომ მათი იდეის უსიტყვოდ გამტარებელი იქნება, დაინიშნება თანამდებობაზე.

_ როგორ შეაფასებთ გვენეტაძის მიერ გატარებულ რეფორმებს, მაგალითად, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას?

_ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ცუდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებას მისი ნდობა არ აქვს. მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ მას დაშვებულ შეცდომებზე პასუხისგება არ მოუწევს და ამაზე არ იფიქრებს. მოსამართლის შეცდომა ღუპავს ადამიანს, ამიტომ გადაწყვეტილება ზუსტი უნდა იყოს და შეცდომის დაშვების შემთხვევაში დასჯის უნდა ეშინოდეთ. უვადოდ არჩეულ მოსამართლეს კი შიში არ აქვს…

_ ამბობენ, გვენეტაძეციანიდის საქმესგადაჰყვაო

_ არა, “ციანიდის საქმე” არაფერ შუაშია. ნუთუ გვენეტაძეს უნდოდა, რომ ეს საქმე უზენაეს სასამართლოს არ განეხილა? _ არა, არა მგონია. უზენაესი სასამართლო იმ შემთხვევაში განიხილავს საქმეს, თუ საქმეში არსებული გარემოებები ექვემდებარება გადახედვას. ხშირად უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის საქმეებს არ განიხილავს.

ციანიდის საქმესეკლესიის დასაშლელად იყენებენ და არა გვენეტაძის გადასაყენებლად. ეს ქალბატონი წავიდა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უფრო ძლიერი ფიგურა დასვას მის ადგილას.

თავის დროზე გვენეტაძე შემართებით მიდიოდა უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის პოსტზე. ის ამბობდა, რომ “მურუსიძეებს” არ დატოვებდა სასამართლოში, მაგრამ საბოლოოდ კოაბიტაციაში შევიდა. არ გაუვიდა ამ ქალბატონს არაფერი და წავიდა. ვერ მოახერხა სათანადო საკადრო პოლიტიკის გატარება, ამიტომ გადაწყვეტილებაც ასეთი მიიღო. გვენეტაძე ამ თანამდებობას არ შეეფერებოდა. ახლა შეარჩევენ “ძლიერ” ფიგურას, რომელსაც ყველაფერს გააკეთებინებენ.

_ რას გეგმავენ ისეთს, რომ თანამდებობის პირებს გადადგომას აიძულებენ?

_ ცოტა ხანში ჰაერსაც “გადაგვიკეტავენ”. ვხედავთ, რომ მედიას აკონტროლებენ… სოროსის ფონდის კადრებს აქვთ ათვისებული ქვეყნის მნიშვნელოვანი საკვანძო უწყებები და სტრუქტურები. ველოდები, რომ ცოტა ხანში დევნას დაიწყებენ იმ ადამიანებისას, რომლებიც მათსავით არ აზროვნებენ.

არ ვიცი, როდემდე მოითმენს ქარველი ხალხი ამ ყველაფერს. საქართველოს ისტორიაში ეს ეპოქა ყველაზე დიდი შავი ლაქაა, ქართველს ამდენი არასოდეს მოუთმენია. რამდენიმე დღის წინათ მამა თეოდორე გიგნაძემ თქვა: “რომ ამბობენ, უარეს დღეშიც ყოფილა საქართველოო, ამაზე უარეს დღეში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა”. საქართველო თუ დაპყრობილი იყო, იბრძოდა მაინც ქართველი კაცი. ახლა პოპულისტების, ვაი და ურაპატრიოტების დრო დადგა. ყველა ლაპარაკობს იმისთვის, რომ პოპულარობა მოიხვეჭოს. ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეცხოვრათ, აქამდე ვერ მოვაღწევდით.

გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

თავლაფდასხმული ვართ. ეკლესიას, ეროვნულობას უტევენ, ყველა სტრუქტურა ათვისებული აქვთ ლიბერალებს და ვუყურებთ ისეთი პოლიტიკოსის გამოსვლებს, რომელსაც, თუ ქალია, თამარ მეფე ჰგონია თავი, თუ კაცი _ დავით აღმაშენებელი.

_ ნინო გვენეტაძე დადებით პიროვნებად წარმოსახეთ. ამბობთ, რომ ბევრი დაკვეთა ვერ შეასრულა, რაც კარგია

_ არ მითქვამს, რომ ის დადებითი პიროვნებაა, ის სუსტი ადამიანი აღმოჩნდა. და, საერთოდ, თუკი ხალხის ნებას დაჰყვებიან და მურუსიძესა და ჩინჩალაძეს სასამართლოდან მოაშორებენ, გგონიათ, ვინმე უკეთესს დანიშნავენ? დანიშნავენ თამარ ჩუგოშვილისა და თამარ ხულორდავას დაქალებს, საიას თანამშრომლებს და ა.შ.

ბოლო წლების განმავლობაში გვეგონა, რომ, ვინმე ცუდს თუ მოხსნიდნენ, უკეთესით ჩაანაცვლებდნენ და რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ყველა ჯერზე უარესი მივიღეთ.

მაგალითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ამ გადასახედიდან ის მართლაც ღირსეული პიროვნება ყოფილა. ახლა ამოიღეს ჩანაწერები, რომლებშიც ის ამბობს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია მარიხუანის ლეგალიზების. გაუშვეს ღარიბაშვილი და დაგვისვეს გაცილებით უარესი ადამიანი ქვეყნის მმართველად; კაცი, რომელზეც დანიშვნისთანავე თქვენს გაზეთთან ინტერვიუში განვაცხადე, რომ გადაჭამს ქვეყანას, მილიონებს იშოვის და წავა-მეთქი… ასე რომ, სულ უარეს და უარეს კანდიდატებს გვთავაზობენ. ასე იყო და ასე იქნება უზენაეს სასამართლოშიც. საკონსტიტუციო სასამართლოში ტურავა და მინდია უგრეხელიძის ცოლი რომ დანიშნეს, რამე შეიცვალა? დახვრეტის მუხლი რომ არსებობდეს, დასახვრეტები არიან. კონსტიტუციის მე-16 მუხლი შეცვალეს; ჩაწერეს, რომ მარიხუანის მოხმარება ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს. ხელისუფლებას ხელს აძლევს ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები. ანათემას უნდა გადასცენ ყველანი. მოღალატეები არიან, ქუჩაში ვერ უნდა დადიოდნენ, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ პარლამენტს, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს.

ახლა ზოგიერთი პარლამენტარი ვითომ ცდილობს, დაგმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზებაზე, მაგრამ ეს სისულელეა, გაყიდულ თამაშს ჰგავს. არადა, ყველაფერი ნათელია. “გირჩს” უნდოდა ლეგალიზაცია და შეიტანა განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში; მერე ვითომ პარლამენტს არ უნდოდა ლეგალიზება და მათაც შეიტანეს განაცხადი, მაგრამ ეს ხომ ბლეფი იყო სინამდვილეში?! არავინ ჭამს იმას, რომ, რაც პარლამენტს არ უნდა, ის გამოვა. ცოტა ხანში დაგვიკანონებენ პროსტიტუციასაც, რომელიც უკვე არსებობს, უბრალოდ, კანონით არის გასამყარებელი. ამჟამინდელი ხელისუფლება სოდომ-გომორის ცოდვაში გვაცხოვრებს. უარესის მოლოდინშია საზოგადოება. მალე პრეზიდენტიც ისევ სოროსის კადრი გვეყოლება და ერთიანი იდეის გარშემო იტრიალებენ სოროსის ლეკვები. წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის _ სავლე პავლედ იქცა. ვინმე იტყვის, არ გვაწამებენო, მაგრამ ჯერ არ დამდგარა ამის დრო, თორემ უკან ესენიც არ დაიხევენ.

_ გგონიათ, რომ გვაწამებენ?

_ შემოდგომაზე აქციები დაიწყება და მერე ვნახოთ, რა მოხდება. ცუდად მენიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება და ამ სისტემიდან კახა კახიშვილის გაშვება. კახიშვილი არ დაუშვეებდა უკანონობას, ამიტომაც ვერ გეტყვით, რა ჰქონდათ გეგმაში. კარგს რომ არაფერს უნდა ველოდოთ, ფაქტია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here