Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: “ქართველები კი არ უნდა გავიქცეთ აქედან, ეს ხელისუფლება უნდა გავაქციოთ”

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ქართველები კი არ უნდა გავიქცეთ აქედან, ეს ხელისუფლება უნდა გავაქციოთ”

932
ნიკოლოზ მჟავანაძე

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რა პირობებში უწევთ ცხოვრება საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მიღების მოლოდინში მყოფ ქართველებს. ფოტოებზე ჩანს კარვებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გაუსაძლისი ყოფა, კარვებში არიან ბავშვებიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა კარვებში ცხოვრება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს საფრანგეთში და ამ ქვეყნის ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, ყველა უზრუნველყოს საცხოვრებლით.

“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები, ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს, მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან ან დახმარება აღმოუჩინოს მათ. ხშირ შემთხვევაში, თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება, რადგან, მათი მიაჩნიათ, რომ ამან, შესაძლოა, შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს მოითხოვენ საფრანგეთის ქალაქ ბოვეშიც, სადაც ინფორმაციის მიღებისთანავე ჩავიდა საქართველოს კონსული და გაეცნო მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. საქართველოს მოქალაქეებმა უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია”, _ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა: “ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება, არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ, საქართველო არ იყოს აღიარებული “უსაფრთხო ქვეყნად”. ეს იცით, რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი”.

თუ რატომ ვერ იცავს საქართველოს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება:

_ საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნებში ქუჩაში, კარვებში ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი დადის და ლაპარაკობს, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემოა ტურისტებისთვისაც და ინვესტორებისთვისაც. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები იმას ნიშნავს, რომ თვითონ არიან მონები და უცხო ქვეყნების დაკვეთებს ასრულებენ. საქართველოს ჰყავს ლგბტ ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ ქალების მიმართ ძალადობაზე ლაპარაკის უფლება აქვს, მეტის არაფრის. დადიან და ტრაბახობენ, რა შედეგები აქვთ ქალებზე ძალადობის კუთხით, იმაზე კი არ საუბრობენ, რა დღეში არიან უცხო ქვეყნებში ქართველები და როგორ მონურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

მთელი საქართველო შეძრულია იმ კადრებით, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა საფრანგეთიდან, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა კი იმაზე წუხს, უვიზო მიმოსვლა შეგვიწყდებაო, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მისი თანამემამულეები შიმშილით რომ წყდებიან უცხოეთსა თუ საქართველოში.

რასაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ხალხის წინააღმდეგ სჩადის _ ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ ეთნიკური ქართველი აღარ დარჩეს ქვეყანაში, თორემ სამი მილიონი ადამიანის გამოკვებას რა უნდა?! რა პრობლემა იყო რამდენიმე საწარმოს გახსნა, ქვეყნიდან ხალხი რომ არ გაექციათ?! სამშობლოში ვერ ჩერდება ქართველი, საზღვარგარეთ მიდის და იქაც გაუსაძლისი ყოფა აქვს, დამცველი კი არც აქ არის ვინმე და არც იქ.

კარვების გაშლა აქაც დაიწყო უკვე, მთავრობის კანცელარიასთან ბათუმელები შლიან კარვებს. ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით დამსვენებელთა მომსახურება აუკრძალეს ადგილობრივ მოსახლეობას. საწყლებმა სესხი გამოიტანეს ბანკებიდან, ეს ძვირი მანქანები შეიძინეს და იმის საშულებას არ აძლევს აჭარის მთავრობა, ორი კაპიკი იშოვონ. იმდენ დროსაც არ აძლევენ, იმუშავონ და სესხი დაფარონ, რადგან ეს ადგილები თურქებისთვის უნდათ, გაყიდულია აჭარა. აჭარლებთან ერთად მთავრობის კანცელარიაში ვიყავი, ვთხოვე: შეღავათი გაუკეთეთ, ვალები აქვთ, 300 ოჯახია დაზარალებული, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანა დატოვონ-მეთქი.

ასეთი უსისხლო ხელისუფლება ჯერ არ ჰყოლია საქართველოს. არაფერი ანაღვლებთ, სიხარულით ხვდებიან ქართველის წასვლას და მერე უფრო დიდი სიხარულით იღებენ არაბს, ირანელს, თურქს…

წინათ, მშენებლობას რომ დავინახავდი, ახალ კორპუსს რომ შევხედავდი, მიხაროდა, ახლა აღარ მიხარია, რადგან, ვინც იმ კორპუსში სახლდება, მათი 70 პროცენტი ირანელი, ინდოელი და ვიღაც გადამთიელია. არავინ ფიქრობს, ირანელი აქ რომ ჩასახლდება, რა მოხდება. ახლავე გვეუბნებიან, საქართველო ჩვენიაო და მერე რას იზამენ?

_ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაიმე ბერკეტი, რომ იქ წასული ჩვენი მოქალაქეები დაიცვას? ვგულისხმობ, მიმართონ ხელისუფლებას იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ქართველები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და მათთვის პირობების გაუმჯობესება სთხოვონ. საქართველო ხომ იღებს ვალდებულებას, რომ უცხოელები აქ დაცულები იყვნენ

_ რა თქმა უნდა, აქვთ ეს უფლება, მაგრამ არ იყენებენ. სამაგიეროდ, ტელევიზიები ბოლო ხმაზე გაჰყვირიან, თუ ქართველმა დანაშაული ჩაიდინა. ისე წარმოაჩენენ ყველაფერს, თითქოს მხოლოდ ქართველია კრიმინალი, ყაჩაღი, ქურდი, სხვა ქვეყნის მოქალაქეები _ ანგელოზები. საქართველოშიც ყაჩაღობენ და ქურდობენ ირანელები, თურქები და არაბები, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს.

საკუთარი ქვეყნის მოქალაქის დაცვის უფლება ყველა ქვეყანას აქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეს ხელს არ აძლევს, რადგან მონები და სხვისი დავალებების შემსრულებლები არიან. ქართული ინტერესი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებში არ არის.

სალომე ზურაბიშვილის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ დადის ეს ქალი მარტო: საინგილოში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულში და ყველას ეუბნება: ქართულად ილაპარაკეთო. მას ეს არ ეხება, აღმასრულებელი არ არის, მაგრამ მაინც აკეთებს. აბა, სხვა რომელმა ხელისუფალმა მოიფიქრა მსგავსი რამის თქმა ან გაკეთება?

ჩვენი მთავრობის მოვალეობაა ლგბტ თემის დაცვისთვის გამოყოფილი გრანტების ჭამა, დანარჩენი, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ. არ აინტერესებთ, ქართველი აქ მოკვდება თუ სადღაც მონპელიეში.

ქართველები კი არ უნდა გავიქცეთ აქედან, ეს ხელისუფლება უნდა გავაქციოთ. ამ ნაძირლებსა და უცხოელებს ხომ არ დავუტოვებთ ამ ქვეყანას?! რამდენი ფულიც უნდა მქონდეს, ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩემი ქვეყნის მოსახელობის რაღაც ნაწილი, ვიცი, რომ ნაგვის ბუნკერში იქექება; ბედნიერი ვერ ვიქნები, დამონებულ ქართველს რომ ვუყურებ და პოლიციელს, რომელსაც ქვებს ესვრიან.

უნდა დასრულდეს “ოცნების” ხელისუფლება, მეტის მიტევება და მოთმენა აღარ შეიძლება, ვაცადეთ უკვე საკმარისი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შვიდი წელიწადი დიდი დროა იმისთვის, რომ რამე სასიკეთო გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს, პირიქით… ამათ ჩაუშესკუს ბედი უნდა მოანატრო, თუმცა იმ კაცს რას ერჩოდნენ არ ვიცი, არაჩვეულებრივი მმართველი იყო.

არ მეგულება რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც ხალხს პური ენატრება, თუმცა არიან დიქტატორები. აქ კი დიქტატურაც უნდათ და ისიც, რომ ხალხი შიმშილობდეს. მშიერ ხალხთან დიქტატურა არ გამოვა.

ესენი ისე უნდა გავუშვათ აქედან, რომ კუდები ვერ დატოვონ, ვითომ სატელიტურ პარტიებს რომ ქმნიან, ახლა გაახსენდათ საქართველო დასაცავი რომ არის.

_ ყველაფერს ნუ დავაბრალებთ ხელისუფლებას, ხალხის ბრალიც არისმას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაცია მოხდა, როგორც კი ქართველი ორ კაპიკს იშოვის, საზღვარგარეთ გარბის დასახარჯადგვჭირდებოდა თუ არა ქართველებს ვიზალიბერალიზაცია?

_ ფული აქ არ იხარჯება, ეს მართალია, ისევ უცხოელები მდიდრდებიან ჩვენი ფულით. ვიზალიბერალიზაციას კი რაც შეეხება, ცუდი არ იქნებოდა, ჭკვიანი ხელისუფლება რომ გვყავდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ეს ბედნიერება არ გვაქვს, ჩვენ ხომ ყველა უბედურებას უნდა მოვაწეროთ ხელი. მიგრანტთა პაქტზე რომ არ მოეწერათ ხელი, არ აეღოთ განუსაზღვრელი ვალდებულებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებაზე, ძალიან კარგი იქნებოდა. მსოფლიოში ყველა ქვეყანა იმაზე მუშაობს, რომ არ გადაშენდნენ. გაერომ გვითხრა, რომ გადაშენების გზაზე მყოფი ერი ვართ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინეს, ნარკობორდელებად აქციეს ქვეყანა, მოქალაქეები გარბიან. იმის მაგივრად, რომ გადაშენების პირას მყოფი ერი ვართ და რამე გამოესწორებინათ, ტყვია დაგვახალეს შუბლში. ვიზალიბერალიზაცია კარგია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც მოსახლეობა ბედნიერი ჰყავს. აზერბაიჯანმა ახლახან იზეიმა მეათე მილიონი ადამიანის დაბადება. კომუნისტების პერიოდში ქართველები აზერბაიჯანელებზე მეტნი ვიყავით და ახლა, სულ ცოტა ხანში, გეორგიევსკის ტრაქტატამდე რომ ვიყავით, იმდენი დავრჩებით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here