Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: ქართველი ხალხის დაკვეთა ის კი არ იყო, რომ პრემიერის თვითმფრინავი...

ნიკოლოზ მჟავანაძე: ქართველი ხალხის დაკვეთა ის კი არ იყო, რომ პრემიერის თვითმფრინავი ბრიუსელში დაშვებულიყო, ქართველი ხალხის ოცნება იყო სოხუმთან და ცხინვალთან დაახლოება

ნიკოლოზ მჟავანაძე

პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარმა პრედენდენტმა მარინ ლე პენმა მცირე ხნის წინ ქალაქ ლილში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, „ევროკავშირს სიკვდილი უწერია“. ევროკავშირი მოკვდება , რადგან ხალხს ის არ სურს. ჩვენ შევცვლით ევროპას, ვინაიდან ევროპულ იდეას ზიანს აყენებენ ეს ფედერალისტი მესაფლავეები“, – განაცხადა მარინ ლე პენმა

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის ექვსი თვის განმავლობაში მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირთან, რათა საფრანგეთმა კვლავ მოიპოვოს „საბიუჯეტო, ტერიტორიული, საკანონმდებლო და მონეტარული სუვერენიტეტი“.

დაიშლება თუ არა რეალურად ევროკავშირი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული ფრონტის“ გამარჯვების შემთხვევაში, რა პოლიტიკურ კონფიგურაციას შექმნის დასავლეთში აღნიშნული ცვლილება და რას ნიშნავს ლე პენის განცხადება „საბიუჯეტო, ტერიტორიული, საკანონმდებლო და მონეტარული სუვერენიტეტის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე: იმის შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან და მოგეხსენებათ, ჰოლანდიაშიც ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან ნაციონალისტური ძალები, ცხადი ხდება, რომ ევროგაერთიანების დაშლა გარდაუვალია. ეს უკვე შეუქცევადი პროცესია და ზოგადად ანტოგლობალისტური მოძრაობები მთელს დასავლეთში გეომეტრიული პროგრესიით ძლიერდება. ერთადერთი ჩვენამდე ვერ მოაღწია ამან ჯერჯერობით, მაგრამ ამასაც თავის ახსნა აქვს. აქ რომ ნელიბერალური ტერორი არ მძვინვარებდეს, მე დარწმუნებული ვარ, აქაც დაემხობოდა გლობალისტური ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის დროშა და აქაც იგივე ცვლილებები მოხდებოდა.

რაც შეეხება მარინ ლე პენის განცხადებებს, ის არის ქვეყნის მთავარი ნაციონალისტური პარტიის ლიდერი და მისი პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი საფრანგეთის ეროვნული ინტერესებია. ამ პოზიციიდან მსჯელობს ის ყოველთვის და ამიტომაა იგი პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტი. ზუსტად ეს მოწმობს, რომ საფრანგეთის მოსახლეობას უკვე ყელში აქვს ამოსული ნეოლიბერალური ტერორი და ევროკავშირის დღეები დათვლილია, თუმცა რაღაც ფორმით ის შეიძლება შენარჩუნდეს…

ქალაქ ლილში სიტყვით გამოსვლისას ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გამოვა ევროკავშირიდან, რათა კვლავ დაიბრუნოს „საბიუჯეტო, ტერიტორიული, საკანონმდებლო და მონეტარული სუვერენიტეტი“. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის წევრობა აღნიშნული სუვერენიტეტის შეზღუდვას ნიშნავს?

რა თქმა უნდა, უბრალოდ ამას არ აღიარებენ ის მონური ფსიქოლოგიის გადაგვარებული ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი ეროვნული იდენტობა და ინტერესები. ან რომელ სუვერენიტეტზეა საუბარი, როცა სახელმწიფო საზღვრები ფაქტობრივად არ არსებობს, როცა არ გაქვს შენი ეროვნული ვალუტა, დამოუკიდებელი ბიუჯეტი, როცა შენ თვითონ ვერ წყვეტ, ვინ შემოუშვა სახელმწიფოში და სადღაც სხვაგან გიდგენენ, რამდენი მიგრანტი თუ დევნილი უნდა მიიღო… რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. რა თქმა უნდა, ევროპაში და მათ შორის საფრანგეთში საღად მოაზროვნე ადამიანები ხვდებიან, რომ ამ სახის ერთობით ფეხქვეშ ითელება მათი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი; და ზოგადად ის, რასაც დღეს ხდება საფრანგეთში, გუშინ და გუშინწინ დაწყებული პროცესი არ არის, ამაზე იქ უკვე დიდი ხანია, ხალხი აღრენილია.

თუ კი ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათ სუვერენიტეტს ხელყოფს, საქართველოსთვის რას ნიშნავს და რის მომტანია ამ თვალსაზრისით ევროინტეგრაცია?

ჩვენთან პოლიტიკური ხელმძღვანელობა აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და არის რაღაც უაზრო, გაუცნობიერებელი ეიფორია იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეები 90 დღით უვიზოდ შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლას. ეს ამათ ჰგონიათ დიდი მიღწევა, იმას კი არავინ ამბობს, რომ ამ ვიზით ჩვენს მოქალაქეებს არ ეძლევათ არ სწავლის, არც მუშაობის უფლება. რა უხარიათ, გაუგებარია, ეს ერთი და მეორეც, ქართველი ხალხის დაკვეთა ის კი არ იყო, რომ პრემიერის თვითმფრინავი ბრიუსელში დაშვებულიყო, ქართველი ხალხის ოცნება იყო სოხუმთან და ცხინვალთან დაახლოება. ეს არ ესმით ამათ და ამ გაღიზიანებულ, მათივე უგუნურობით გამწარებულ მოსახლეობას კიდევ ტაშ-ფანდურს უწყობენ, ავშენდითო. გეგონება, სხვა პრობლემა და სატკივარი არ ჰქონდა ქართველ ხალხს, მარტო ეს ვიზალიბერალიზაცია იყო ჩვენი ისტორიული ამოცანაც, მიზანიც ყველანაირი ამოსავალი წერტილი…

3 COMMENTS

  1. ევროპამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებით,ახალი ფულის საშოვნელი საშუალება შეიიქმნა,ამ უფულო ხალხს ისედაც გაღლეტილს 90 დღის განმავლობაში გიშვებს მის ტერიტორიაზე იმისათვის რომ ფული დახარჯო მის ტერიტორიაზე,ფული არა გაქვს? გასესხებს 100%-ად , მისი ტერიტორიიდან გაგიცარიელებს ჯიბეებს ისე გამოგისროლის და მერე ტუ არ გაისტუმრებ თავიც გიტეხია.აი ეს გავიგე მე.სხვას მაქედან სასიკეთოს ჩვენთვის მე ვერ ვხედავ!!!!!

  2. imdeni problemaa dagrovili uvizo mimosvla rashi ainteresebs ubralo xalxs is sjobia xalxi daasaqmon torem evropac aqet darheba da amerikas xalxs shimshilit kuhi uxmebat vis unda evropa isev tviton da mat colshvils

  3. ki getanxmebi da did pativs gcemt nikoloz, magram ase gautaveblad shepasebebi tkvennari patrioti xalxisgan sakmarisi ar aris. eri gamoipita, dasneulda da kvdeba, kvdeba xom unda gavigot es?? es viza.. kidev aris xapangi kartvltatvis da gamotayvanebuli kvirika, da pirveli mokalake tu vinc gdian(es sityvebi mcirea mati shepasebistvis, imitom rom isini kveynis damakcevbrebi arian) arian mosashorebeli!!! xalxma unda iutavos es , erma da amas tavi unda, ganatlebuli, shegnebuli da kveynis gulshematkivari adamianta jgupi unda gaertiandes, daisaxos gegma, gaecnos sazogadoebas, da mogalateebi rogorc movijvanet ise gavistumrot mshvidonbianad, torem marto msjeloba/shepasebebi ar gamoasworebs mdgomareobas. me ki vpikrob dadgeba dro rom kartvelbi isev daichokoben rusetis cinashe( ar minda rom es moxdes, magram ase gaxdeba sachiro sxva gza rom agar moinazeba cakceuli kveynis pexze camosdadgomad). ise midis sakme rom me20 saukunis dasackisis istoria sheidzleba ganmeordes. gmerto ixseni sakartvelo!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here