Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: ახლაც თორდიას წარდგენილია ლომჯარია?!

ნიკოლოზ მჟავანაძე: ახლაც თორდიას წარდგენილია ლომჯარია?!

1735
ნიკოლოზ მჟავანაძე

23 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა პარლამენტს სახალხო დამცველის ოთხი კანდიდატი შესთავაზა: ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე, ანა ნაცვლიშვილი და ვახუშტი მენაბდე. მათგან მმართველმა გუნდმა უჩა ნანუაშვილის შემცვლელად ლომჯარია დაასახელა.

პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობას ერთგვარი პოლიტიკური პრელუდია მოასმენინა, როცა მედიასთან განაცხადა, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ მომავალი ომბუდსმენი სწორედ ზემოაღნიშნული კანდიდატებიდან შეირჩევაო: “არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთერთზე შეჯერდება”, _ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამის შემდეგ შეთავაზება დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, მისთვის საუკეთესო ვარიანტი იმ ოთხიდან ნებისმიერი კანდიდატი იქნებოდა.

მსგავსი შეფასებები გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმაც, მათი პოზიცია ამ საკითხზე ერთმანეთსდაემთხვა”…

ოთხივე კანდიდატი, რომელიც ომბუდსმენის პოსტზე განიხილებოდა, სხვადასხვა დროს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა. მათი საქმიანობა მოიცავდა, როგორც სექსუალური, ისე რელიგიური და სხვა “უმცირესობების” უფლებების გაზრდას, მათთვის გარკვეული პრივილეგიური მდგომარეობის შექმნას და ამ ყველაფრის ნორმად გამოცხადებას. მეტიც: ვახუშტი მენაბდე, რომელსაც “ლიბერალური მედია” კონსტიტუციონალისტად მოიხსენიებს, ამბობდა, რომ ტრადიციული ქართული ოჯახი პატრიარქალური ჩაგვრის ინსტრუმენტია.ზვიად ქორიძე კი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასმედია ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოებაში “ტოლერანტობის”, ანუ “განსხვავებულისა” და “მრავალფეროვანისადმი” თანაგრძნობის გასაღვივებლად, “ლიბერალური” პროპაგანდის მხრიდან ეკლესიის, პატრიარქის ან სხვა ტრადიციული ინსტიტუტების შეურაცხყოფაზე კი დუმდა.

რაც შეეხება აწ უკვე კანდიდატად დასახელებულ ნინო ლომჯარიას, თავის დროზე, როცა პარლამენტმა, საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დროებით მორატორიუმი გამოაცხადა, ლომჯარია (მენაბდესთან, ნაცვლიშვილთან, ეკა გიგაურთან და სხვა დანარჩენ “უფლებადამცველებთან” ერთად) პირველი იყო, ვინც დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა. იგი პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ქსენოფობიურს უწოდებდა და მორატორიუმის დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვდა…

როგორც ხედავთ, საქართველოში დღეს ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას, იქნება ეს ომბუდსმენის პოსტი თუ რომელიმე მინისტრის, თავიდან ბოლომდე უცხოეთიდან დაფინანსებული “არასამთავრობო სექტორის” კადრები აკომპლექტებენ. ეს უკვე ერთგვარ უალტერნატივო პრაქტიკად და მოცემულობად იქცა. სახელმწიფო ამ ორგანიზაციებისა და მათ ზურგს უკან მდგომი გარკვეული გარე ძალების კონტროლქვეშ მოექცა…

რა საფრთხეებს უქმნის აღნიშნული რეალობა სახელმწიფოებრიობას, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე რეალურად ალტერნატიული ძალები გამოჩნდნენ _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, რას ფიქრობთარასამთავრობო სექტორისმიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ომბუდსმენის კანდიდატებზე და, კონკრეტულად, ნინო ლომჯარიაზე, რომელიც, ალბათ, მალე დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას? რაზე მიანიშნებს ის, რომ ოთხივე კანდიდატი ერთი იდეოლოგიის, ერთი პოლიტიკური მიმართულებისარასამთავრობო სექტორიდანშეირჩა?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება და სახალხო დამცველი თვითონ აირჩიოს. შესაბამისად, ჩვენ “ვირჩევთ” არა ომბუდსმენს, არამედ მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და სხვა უმცირესობების უფლებების დამცველს. მაინტერესებს, ამ ხალხს რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს აზროვნებაში, ცნობიერებაში?

ლომჯარია არ იყო, რომ აგინებდნენ და ლანძღავდნენ, აუდიტის სამსახურში თორდიას ეფარებაო? ლომჯარია არ იყო, რომ აკრიტიკებდნენ, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ხმა არ ამოუღია და ახლა აყვირდაო? მაშ, რა მოხდა, რით მოიხიბლნენ ისე, რომ ამ ქალბატონზე უკეთესი კანდიდატი ვერ შეარჩიეს?

_ ვის გულისხმობთ, ვინ აკრიტიკებდა ლომჯარიას?

_ ხელისუფლების წარმომადგენლები. არ გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ? ყოფილ ნაციონალს, ლაშა თორდიას, ეფარებაო, მიკერძოებულიაო, ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტებას ეწევაო, მათი საქმიანობა შესასწავლიაო… ახლა რა, შეიცვალა?!

ამათთვის არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სოროსის დაფინანსებულ ორგანიზაციებს ნიშნავს? ეს ერთგვარი კრიტერიუმია თუ როგორაა?! საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა რომ იყო, მხოლოდ ამათ დაუძახეს. რა წესია ეს, ვერ გავიგე. მე თავის დროზე მარგველაშვილის წინააღმდეგიც ვიყავი და ნანუაშვილისაც, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები მიმაჩნია და ყოველთვის მიმაჩნდა საფრთხედ სახელმწიფოსთვის. ეს განსაკუთრებით ნანუაშვილს ეხება _ მის განცხადებებზე დაყრდნობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროსაბჭოს რეზოლუციები აქვს მიღებული, რომ თურმე უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ გვაქვს. სხვა საფრთხეებზე არაფერს ვამბობ. ამ კაცმა, ფაქტობრივად, ქვეყნის ავტორიტეტი მოსპო…

ახლა რომ აყვირდნენ წულუკიანები და ვიღაცები, _ ნანუაშვილი ცუდი სახალხო დამცველიაო, დღეს გაახსენდათ, როცა კაცმა ამოწურა უფლებამოსილების ვადა?! ლომჯარიას არჩევით კი იმის შიშიც გამიჩნდა, რომ მომავალში პრეზიდენტის თანამდებობაზეც ასეთივე მოწამლულ ფსევდოლიბერალს წარმოგვიდგენენ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ ქალბატონის არჩევა იყო სრული შოკი…

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა, ჩემს ნაცნობებს სახელისუფლო გუნდში ვეკითხებოდი, რატომ დანიშნეთმეთქი? ჩვენ არა, ნაციონალმა თორდიამ დანიშნა, ჩვენ რა შუაში ვართო. ასე იმართლებდნენ მაშინ თავს და მე, უბრალოდ, მაინტერესებს: ახლაც თორდიას წარდგენილია ლომჯარია?! მიპასუხონ, მართლა მაინტერესებს მათი პოზიცია.

ყველას გვახსოვს, ვინ რა განცხადებებს აკეთებდა. ცოტა ხნის წინათ პირადად ივანიშვილი და ღარიბაშვილი საუბრობდნენ იმაზე, რომ ლომჯარიას (და არა მხოლოდ მისი) საქმიანობა შესასწავლი იყო. რა, მაშინ თუ ლახავდა ლომჯარია სახელმწიფოს ინტერესებს, დღეს კარგი სახალხო დამცველი იქნება?!

_ იმ უცხო ძალებმა, რომლებიც რეალურად მართავენ საქართველოს, წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე უკვე გაიყვანეს თავიანთი კანდიდატები: პრეზიდენტად _ მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარედ _ ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ_ ნინო გვენეტაძესამივე სახელისუფლო შტო მათია. ეს პროცესი როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

_ ამას წინათ სოციალურ ქსელში დავწერე, თუ როგორი იქნება 2020 წელს სოროსის მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლება საქართველოში: ნინო ლომჯარია _ სახალხო დამცველი, თამარ ჩუგოშვილი _ პარლამენტის თავმჯდომარე, ბაია პატარაია _ იუსტიციის მინისტრი, ანა ნაცვლიშვილი _ საგარეო სამქმეთა მინისტრი, ვახუშტი მენაბდე _ შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკა გიგაური _ მთავარი პროკურორი, კახა კოჟორიძე _ უშიშროების მინისტრი, ზვიად ქორიძე _ განათლების მინისტრი, ლაშა ტუღუში _ სასჯელაღსრულების მინისტრი, ანა დოლიძე _ თავდაცვის მინისტრი, აფგან მუხტარლი _ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომან გოცირიძე _ ეკონომიკის მინისტრი, სოფო ნიჟარაძე _ კულტურის მინისტრი, გიგა ბოკერია _ პრემიერმინისტრი… აი, ამ ხალხს ჩაბარდება ყველა პოსტი, ყველა თანამდებობა და პოლიტიკური საქმიანობის ერთადერთი საშუალება იქნება სოროსის იდეების მსახურება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here