Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: ახალი ბახტრიონი უნდა მოხდეს ამერიკელების წინააღმდეგ!

ნიკოლოზ მჟავანაძე: ახალი ბახტრიონი უნდა მოხდეს ამერიკელების წინააღმდეგ!

“უნდა დაიწყოს ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობა”

ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ ისაუბრა “3+3” ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფორმატის ეფექტიანად მუშაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფოს ჩართულობა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას, ამიტომ თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს სთხოვა, აეხსნა ქართული მხარისთვის ფორმატში მონაწილეობის სარგებელი: “ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მაინც აეხსნათ სარგებელი მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის ამ ფორმატში ჩართვით. ასეთი ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს იმაზე, რაც მათ პოლიტიკურ პოზიციებს ეხება”, _ განაცხადა ლავროვმა.

საინტერესოა ისიც, რომ ამ თემაზე საუბრისას მან რამდენიმეჯერ ახსენა ჟენევის ფორმატიც. ლავროვის განმარტებით, “3+3”-ის ფარგლებში დაწყებული პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟენევის დისკუსიები და არაოფიციალური ორმხრივი კონტაქტი, რადგან, უწინარესად, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტი… ის, რომ ფორმატი რეგიონის არა მხოლოდ პერსპექტივებს, არამედ მთლიანად პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს, ყველას ესმის, თუმცა კარდინალურად გასხვავებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. “ქართულ ოცნებაში” ისევ მიაჩნიათ, რომ იმ პროცესში, რომელშიც რუსეთია ჩართული, საქართველოსთვის რთულია მონაწილეობა. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეერთებულმა შტატებმა ფორმატზე ლაპარაკისას ტონი დაუწუნა და მიუთითა, რომ სიტყვა “რთულია” უნდა ჩაენაცვლებინა სიტყვით “შეუძლებელია”, ამ ფორმატისკენ მმართველი გუნდი გახედვასაც ვერ ბედავს.

ცნობისთვის: ფორმატის მონაწილეთა მორიგი შეხვედრა თურქეთშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობს რეგიონის ყველა ქვეყანა. კარი ღიაა საქართველოსთვისაც, თუმცა ამ დღეებში საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, კატეგორიულად განაცხადა, რომ საქართველო შეხვედრაში არ იქნება წარმოდგენილი…

რას იღებს საქართველო რუსეთის მიმართ პოლიტიკური სიჯიუტით და რას მოუტანს ქვეყანას ოკეანის გაღმიდან ნაკარნახევი მავნე პოლიტიკა, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამას წინათ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “3+3” ფორმატის ფარგლებში დაწყებული პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟენევის დისკუსიები. მისი თქმით, სწორედ ეს ფორმატი წყვეტს რეგიონის პერსპექტივებსამ განცხადების ადრესატი საქართველოა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ურყევი პოზიცია აქვთ _ იქ, სადაც რუსეთია ჩართული, საქართველო არ მონაწილეობს. რას ვიღებთ რეალურად ამ პოლიტიკით და რას მივიღებთ მომავალში?

_ მოცემულობა არის მარტივი: შექმნილია ფორმატი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული გეოპოლიტიკური არეალის დღის წესრიგს ამავე არეალში არსებული სახელმწიფოებისთვის. რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: მათ სურთ, თავიანთი ბედი გადაწყვიტონ თვითონ და არა ამერიკელებმა ან ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა. ამაში გაუგებარი და ალოგიკური არაფერია. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, რომ ეს ფორმატი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟენევის დისკუსია, ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ რუსეთი არის ზესახელმწიფო. ის ამბობს: “მე არ მჭირდება ზედამხედველი, მე პრობლემას მოვაგვარებ მასთან, ვისთანაც მაქვს ეს პრობლემა”, მორჩა…

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საპირისპიროა

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის მონობის დეკლარირება. წარმოიდგინეთ, რა ხდება: ვისთანაც გაქვს პრობლემები გადასაჭრელი, გეუბნება, მოდი, ვილაპარაკოთო. აქედან კი არის პასუხი: მე ვერ დაგელაპარაკები, ჩემ მაგივრად სხვა ილაპარაკებსო. რა არის ეს, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ შენ, პრაქტიკულად, საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებ.

საქართველო ამ დამღუპველი, თვითიზოლაციის პოლიტიკით მიიღებს იმას, რომ კიდევ უფრო დაქუცმაცდება და საერთოდ დაკარგავს ყველანაირ პოლიტიკურ წონას, ანუ ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კი არ დავკარგავთ მხოლოდ, დავკარგავთ ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. აქ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ საზღვრის დემარკაცია საქართველოს დღემდე არ დაუსრულებია აზერბაიჯანსა და სომხეთთან. ამ დროს ყველამ ვიცით, აზერბაიჯანთან რა პრობლემებია დავითგარეჯის გამო. როგორც კი რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენთან ურთიერთობის მოგვარების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს და საქართველო კიდევ უფრო სახიფათო ბრმა იარაღად იქცევა დასავლეთის ხელში, მაშინვე აუნთებს აზერბაიჯანს მწვანე შუქს, ისევე, როგორც სომხეთის შემთხვევაში მოხდა თვით სომხეთის აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო და მერე რა შეიძლება მოხდეს, ძნელი მისახვედრი არ არის. რა თქმა უნდა, ეს მწვანე შუქი საკმარისი იქნება აზერბაიჯანისთვის, რომ ის ტერიტორიული საკითხები, რომლებზეც დღეს თავს იბრმავებს ჩვენი ხელისუფლება, გადაწყვიტოს თავის სასარგებლოდ. აი, ასეთ ვითარებაში საქართველო ძალიან მალე დაქუცმაცდება და მერე იძახონ: ოკუპანტია რუსეთი, ნატო მეგობარია და ა.შ. სხვათა შორის, ლავროვმა რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ მზად არიან, “3+3”-ის ფარგლებში პრობლემურ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ ჩვენთანმეტი რა უნდა გვითხრან და შემოგვთავაზონ?! ვიმეორებ: არის პირდაპირი ტექსტით გზავნილი, რომ უნდა ვისაუბროთ

_ მოდი, კიდევ ერთხელ კონკრეტულად ავუხსნათ მკითხველს, რას მოგვცემს ეს ფორმატი და რატომ არის მასში მონაწილეობა აუცილებელი.

_ დავიწყოთ იმით, რომ, რასაც ეს ფორმატი გადაწყვეტს, ჩვენზე ნებისმიერ შემთხვევაში აისახება. მოგვწონს თუ არა, ჩვენ ამ სახელმწიფოების გარემოცვაში ვცხოვრობთ და, როგორ დღის წესრიგსაც ისინი ჩამოაყალიბებენ, იმაში მოგვიწევს ცხოვრება. ახლა მეორე საკითხი _ “დემოკრატიული” დასავლეთი ჩვენთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ისე წყვეტს, რომ ჩვენ არც კი გვეკითხებიან. ეს ხდება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, საშინა პოლიტიკაშიც. ჩვენ ამით კმაყოფილი ვართ და გვეუბნებიან, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან… ამ შემთხვევაში, “3+3”- ვგულისხმობ, ლამის ხვეწნა დაგვიწყონ, მოდით და ჩაერთეთ თქვენივე ბედის გადაწყვეტაშიოვერ გავიგე, ეს არის საფრთხე და ის არ არის, როცა მარიონეტი ხარ? რაც შეეხება სარგებელს, გაგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნის შესაძლებლობებზე ცალკე პუტინმა ისაუბრა, ცალკე ლავროვმა, რამდენიმეჯერ იყო ამაზე განცხადება… ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. სხვათა შორის, გამოვიდა მერე ჩუგოშვილი, ამერიკის ნომრიანი აგენტი, რომელიც პარლამენტის ვიცესპიკერი იყო იმხანად და განაცხადა, _ ჩვენ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგებითოაი, ამგვარი მავნებლობებით ერთმევა საქართველოს ყოველთვის შანსი და ვფიქრობ, “3+3” ფორმატი უკვე ბოლო შანსია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავით ზალკალიანს თავიდან ჰქონდა მეტ-ნაკლებად საღი პოზიცია, რომლის გამოც მიიღო მასირებული შეტევა და თავდასხმები ჩვენი ოკეანისგაღმელი “კეთილისმსურველებისგან…”

_ სხვათა შორის, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამაც განაცხადა, რომ საქართველო კატეგორიულ უარს ამბობს ფორმატში მონაწილეობაზე.

_ ესენი, ყველანი, საუბრობენ იმ ინსტრუქციებით, რომლებიც მიღებული აქვთ დასავლეთიდან, კერძოდ, ვაშინგტონიდან. ისე, ბატონ ჯანჯღავას ვკითხავ, ოკუპანტთან დიალოგია მისთვის ხომ მიუღებელი? თურქეთი ვინ არის? გადახედოს ერთი საქართველოს ისტორიას, თურქეთს საქართველოსთვის თითქმის ერთი საქართველოს ხელა ტერიტორია აქვს წართმეული თქვენ მკითხეთ, რას იღებს საქართველო “3+3”-ში მონაწილეობითო, უწინარესად, იღებს იმას, რომ ამით სერიოზული ნაბიჯი იდგმევა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ახლა რას გვაძლევს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა? თავი დავანებოთ ეკონომიკურ სარგებელს და ა.შ. რეალობას შევხედოთ _ ვინც არის რუსეთთან, ის არის დაცული…

_ რას გულისხმობთ?

_ რუსეთმა ხელისუფლება გადაურჩინა ბაშარ ასადს, ასევე ყაზახეთის პრეზიდენტს, ბელარუსის მმართველ ლუკაშენკოს და მთავარი _ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მაღალ ნიშნულს რომ მიაღწია, იმიტომ დაიბრუნა აზერბაიჯანმა ტერიტორია. ხომ უნდა მიხვდეს ეს უგუნური ხელისუფლება, რომ, ვინც რუსეთთანაა, ის არის დაცული და, ვინც რუსეთთან არაა და ორმაგ თამაშს თამაშობს, განწირულია?! აი, ეს ორმაგი თამაშია ზუსტად ის, რაც დაღუპავს ამ ხელისუფლებას და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. გაიხსენეთ მუბარაქი, სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი და .. ესენი, ყველანი, იყვნენ ამერიკის მეგობრები, მაგრამ, როცა აღარ დასჭირდათ, გაწირეს. ზუსტად ასე გაიწირებიან ესენიც, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, რა დააშავა საქართველომ?

_ გამოსავალს რაში ხედავთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს მავნე პოლიტიკური პრაქტიკა დასრულდეს?

_ გამოსავალი თეორიულად მარტივია: ყველა ძალა, რომელიც პატრიოტულ ფლანგზეა, უნდა გამოვიდეს, როგორც 5 ივლისს გამოვედით და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. დღეს ჩვენ ვართ მონობაში, ამიტომ, როგორც თავის დროზე იყო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა, ახალი ბახტრიონი უნდა მოხდეს ამერიკელების წინააღმდეგ. საქართველო ამერიკას ჰყავს დაპყრობილი და უნდა გავთავისუფლდეთ. უნდა დაიწყოს ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ახალი უბედურებები და სახელმწიფოს დავკარგავთ, დავკარგავთ საბოლოოდ ისე, რომ მერე შეუძლებელი იქნება მდგომარეობის გამოსწორება…

_ არსებული ხელისუფლების პირობებში შესაძლებლად მიგაჩნიათ ცვლილებები?

_ არსებული ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, სათავეშია და, რამის შეცვლა რომ შეეძლოს, დავინახავდით. არ შეუძლია და ნებაც არ არის, ამიტომ, ცვლილებაზე როცა ვსაუბრობთ, ეს თავისთავად უნდა ვიგულისხმოთ ახალი, ეროვნულ-პატრიოტული ხელისუფლების პირობებში. ამისთვისაა, უწინარესად, საბრძოლველი და, რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი ბრძოლა. თუმცა ჩვენი ისტორია არის იმის ნათელი მაგალითი, რომ, როცა საზოგადოება ერთიანდება და ჯანსაღი ძალები ახდენენ კონსოლიდაციას, მიზანი ყოველთვის მიიღწევა. ამ შემთხვევაში, ცხადია, ამის მიღწევა შეიძლება და მე მჯერა, ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ მოხდება აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here