Home ახალი ამბები საქართველო “ნიკა გვარამიას არასდროს დაუმალავს, რომ ის იყო და არის სააკაშვილის უახლოესი მეგობარი”

“ნიკა გვარამიას არასდროს დაუმალავს, რომ ის იყო და არის სააკაშვილის უახლოესი მეგობარი”

1308

ნანუკა ჟორჟოლიანმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში TV პირველის ეთერში ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილის როლზე რუსთავი2-ის ფუნქციონირებში და ასევე კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას მიერ მიეღებულ გადაწყვეტილებაზე – “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლაზე.


“ნიკა გვარამია სააკაშვილის მეგობარია, უახლოესი. არასოდეს ეს ნიკას არ დაუმალავს. ნიკა გვარამია სააკაშვილის ხელისუფლებაში წარმოადგენდა მთავრობის ძალიან მთავარ ეშელონს და ყოველთვის მადლიერი იყო ის კონკრეტული ადამიანებით, არცეთ ადგილას, არსად ნიკას არ დაუმალავს, რომ ის იყო მიშას მეგობარი.

რავიცი.. არც სატელეფონო, არც ისე კონტაქტი ჩემი და მიშასი არსად არ დაფიქსირებულა. მეც ასევე საჯაროდ, პოლიტიკურ სიმპატიებს შეიძლება ვიღაცეების მიმართ ვაცხადებ, მაგრამ უკაცრავად ამას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან რა კავშირი აქვს?! მე ვის შემოვხაზავ ან ხმას ვის მივცემ რა კავშირშია ეს იმ ტელეკომპანიასთან, სადაც მე 12 წელი ვიმუშავე. და დღეს ვიღაცეები, უცხო ადამიანები მეუბნებიან, რომ მათ ჩემზე მეტად შეტკივათ გული რაც იქ ხდება. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია!

ნიკას გადაწყვეტილება ეს იმდენად მოულოდნელი იყო, კი მე მესმის, რომ ამაზე საუბარი სულ იყო – კულუარებში. ნიკამ არაერთხელ თქვა თათბირზე, რომ თუ ეს ფინანსური პრობლემები არ მოგვარდებოდა ის წავიდოდა. ეს თქვა მან ღია თათბირზე, მე არ გიყვებით თქვენ დახურული თათბირის ამბავს. ეს მან საჯაროდ განაცხადა.

რეალურად რომელი ომის მთავარსარდალიც იყო ნიკა, ტელეკომპანიის მთავარსარდალი – ამ ურთულესი ომის დარტყმა ახლა აღიქვა ტელეკომპანიამ, როცა რეალურად შეეხო ეს ფინანსური კრიზისი, ყადაღა, სხვადასხვა ტიპის ფინანსური პრობლემები.

რაც შეეხება ახალ დირექტორს, არამგონია ამაზე ჯერ საერთოდ საუბარი მიდიოდეს. გამოვრიცხავ, რომ სათავეში მოვიდეს “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრი ან დეპუტატი, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ! რადგან ამას “რუსთავი 2″-შიც არ მოყვება კარგი დამოკიდებულება, შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ეს იქნება გუნდის წევრი, რომელსაც უბრძოლია, უამოია.

მე ჩემს კანდიდატურას ამ პოსტზე გამოვრიცხავ! ეს არის ჭორი. საერთოდ გამოვრიცხავ იმას, რომ მაგ პოზიციაზე მოვიაზრებოდე.” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

5 COMMENTS

  1. რომ არ დაუმალავს რა? ღირსებას მატებს მას სისხლიანი ჯალათის და ტირანის, საქართველოს მწამებელი “სააკიანის” მეგობრობა? თვითონ რა ანგელოზიც იყო “მიშას” გენპროკურორის მოადგილეობისას არ გვახსოვს? იყო ჯალათი და ავანტიურისტი მომხვეჭელი. თვითონ ეს უმეცარი “ნანულა” თუ “კანცეროგენა”, მკვლელი და ჯალათი კოდუას საყვარელი თუ სამოქალაქო ცოლი არ იყო, მშიერ თბილისელებს თავის ოროთახიან, ტანსაცმლით სავსე გარდერობს რომ ახარბებდა. განა ეს მოპარული ფულით ნაყიდი ტანსაცმელი არ იყო.? “მიშას” უტვინო ჟურნალისტები კვლავ გვასწავლიან – რა ვქნათ.

  2. ყველა დროის ჟურნალისტიკის სირცხვილი და უმეცრება, ნანულა აბასთუმნელი. უტვინო, უხეში და ხეპრე გომბიო. აი როგორი არ უნდა იყოს ჯურნალისტი.

  3. გთხოვთ განმარტოდ, მართალია თუ არა რომ, “ნანულა ჟურნალისტიკის დედოფალს ” 45 ზომის ფეხი აქვს? და კიდევ, სხვა ვინმე ქალს თუ აქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგხელა ფეხი. გმადლობთ.

  4. მართლა არ იცის მაგ ქალმა რა არის “კანცეროგენი”?; ცრუთავი 2 -ის ტელეეთერში რვაჯერ კარნახის შემდეგაც ვერ თქვა ეგ სიტყვა, ადრე “არტერია” არ იცოდა რა იყო, და “არტილერიასთან” ასოცირებდა, მართლა ასეთი რეგვენია ეგ ქალი? თუ ცოლი ქმრის სარკეა, კოდუაც ასეთი უმეცარი იყო?

  5. ვინ იყო “ნანულა” 45 -ის (ფეხის ზომა) – პირველი ქმარი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here