Home ახალი ამბები მსოფლიო ნიდერლანდებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

ნიდერლანდებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

401
ნიდერლანდებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

ნიდერლანდების კვლევით ცენტრ Larebის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.

ამ მომენტისთვის მიღებულია ცნობა ვაქცინაციის შემდეგ 15 ადამიანის სიკვდილის შესახებ. ლაპარაკია ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. გარდაცვლილებიდან ორი პირი 70 და 84 წლის იყო, დანარჩენები _ 85 წელს ზევით. ისინი ვაქცინაციიდან ათი დღის განმავლობაში გარდაიცვალნენ. ნიდერლანდებში დღემდე 500 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, მათგან 2500-მა თანამდევ ეფექტებზე განაცხადა.

იანვარში ნორვეგიაში გარდაცვალების 23 შემთხვევა აღირიცხა Pfizer/Biontech-ით აცრის შემდეგ. ყველა გარდაცვლილი 80-ზე მეტი წლის იყო, გერმანიაში 10 ადამიანი გარდაიცვალა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here