The New York Times –ი იუწყება, რომ ნიგერის სამხრეთ–დასავლეთში სამი ამერიკელი სპეცრაზმელი დაიღუპა, ორი კი _ დაიჭრა.
ინციდენტი სწავლების დროს მოხდა. მებრძოლები ჩასაფრებული იყვნენ, როცა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს მავანმა “მტრულმა ძალებმა”, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება “ალ ქაიდას” “ბოევიკებმა”, რომლებიც ნიგერსა და მალიში იბრძვიან. “როიტერის” ცნობით, დაიღუპა ნიგერის არმიის 5 ჯარისკაცი.
აგვისტოში პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოჰყვა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის შეცდომას, რომლებმაც არტილერიის ცეცხლი სხვა მიმართულებით გახსნეს. კოალიციის ჯარების საარტილერიო დანადგარი იმ დროს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფების ნაღმსატყორცნების პოზიციებს ბომბავდა. ერთ მომენტში სიტუაცია კალაპოტიდან ამოვარდა, შედეგად დაიღუპნენ ჯარისკაცები, დაიჭრა ხუთი ამერიკელი სამხედრო.