შარშან აღმოსავლეთ აფრიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვა აღინიშნა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და გაერო აცხადებენ, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გერმანიამ 100 მილიონი ევრო გადაურიცხა ეთიოპიის მთავრობას შიმშილთან საბრძოლველად, _ იუწყება გერმანული ტელეარხი Kla.tv.
ამასთანავე, შვეიცარიული კონცერნი “ნესტლე” ეთიოპიის ტერიტორიაზე ყოველ ერთ საათში 50 000 ლიტრ წყალს ქაჩავს. ეს იმ რაოდენობის ნახევარზე მეტია, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სჭირდება მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წყალს ასხამენ პლასტიკურ ბოთლებში და საკმაოდ ძვირად ყიდიან.
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასიათასობით ბავშვს წყლის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი ელის. “ნესტლე” იქაც ტუმბავს წყალს. ანალოგიური რამ ხდება ალჟირში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში. წყლის ბიზნესი ისე მომგებიანია აფრიკაში, რომ კონცერნი “ნესტლე” ახალი საწარმოების აშენებას აპირებს ეთიოპიაში. იმის მაგიერ, რომ “დემოკრატიული და ჰუმანური დასავლეთი” დაეხმაროს ეთიოპიას პრობლემის მოგვარებაში, “ნესტლე” განაგრძობს საკუთარი შემოსავლების ზრდას ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე.
ბოლო წლების განმავლობაში “ნესტლე” არაერთ სკანდალში გაეხვია. მაგალითად, 2013 წელს “ნესტლეს” მიერ წარმოებულ კონსერვებში “მაკარონი ხორცით” აღმოაჩინეს ცხენის ხორცი. ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ეს კონსერვები იყიდებოდა, დიდი სკანდალი აგორდა. 2010 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “შოკოლადის ბნელი მხარე”, რომელშიც მოთხრობილია, როგორ შეისყიდის “ნესტლე” კაკაოს კოტ დ’ივუარიდან, სადაც მისი მოვლა-მოყვანისთვის 12-15 წლის მონაბავშვების შრომას იყენებენ. მათგან ზოგს მეზობელი ქვეყნებიდან იტაცებენ, ზოგი კი პლანტაციებში კოტ დ’ივუარიდან მიჰყავთ. პატარა მონების შრომა და ბავშვებით ვაჭრობა ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ აფრიკაში.