Home რუბრიკები პოლიტიკა ნგრევა შენებით

ნგრევა შენებით

პრეზიდენტი პუტინი ამერიკასა და ევროპას ისე ათამაშებს, როგორც მოესურვება

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს სათქმელიც თქვა

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეთხუთმეტე გამოშვება

ნგრევა შენებით

გლოვაა საქართველოში.

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაინგრა და ცხრა ადამიანი დაიღუპა.

რატომ მოხდა ეს? ერთია ამ შეკითხვის სამართლებრივი მხარე, რომელსაც, იმედია, პასუხი გაეცემა, მაგრამ ამ შეკითხვას სხვა მხარეც აქვს _ საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციოლოგიური და, თუ გნებავთ, ფილოსოფიურიც. შეკითხვის ეს ნაწილი, ეს ასპექტი, ალბათ, პასუხგაუცემელი დარჩება, ვინაიდან ამაზე პასუხს ჯერჯერობით არავინ ითხოვს…

ნანგრევებში მოყოლა ჩვენთვის ახალი არ არის. ოცდაათი წელიწადია მას შემდეგ, რაც საქართველოს ვანგრევთ. დაწყებული ფაბრიკაქარხნებით, დამთავრებული ტერიტორიული მთლიანობით, თუკი რამეს ნგრევა შეიძლებოდა, ყველაფერი დავანგრიეთ. დამკვიდრებული ცხოვრების წესი უარვყავით, ურთიერთობები მოვშალეთ, ზნეჩვეულებებს საფუძველი მოვურყიეთ და მორალური ღირებულებები მოვსპეთ, მაგრამ ესეც არ ვიკმარეთ, იმ სფეროებშიც შევიჭერით, რომლებშიც შეჭრა არ შეიძლება. ფიზიკის კანონებსაც კი ავუჯანყდით, მასალათა გამძლეობაში კორექტივების შეტანას ვცდილობთ და მშენებლობაში დაკანონებული სტანდარტების განუხრელად დაცვის ნაცვლად ყოვლისნებადართულობისკენ მივექანებით. იმას, რაც საქართველოში მშენებლობის სახით ხდება, დიდი ხნის წინათ ვუწოდე ნგრევა შენებით, რადგან შეუსაბამო მშენებლობით ქალაქი კი არ შენდება, ინგრევა. ინგრევა მისი ისტორიული იერი, მისი ესთეტიკა და არქიტექტურული ღირებულება.ბათუმი, როგორც ევროპისა და აზიის არქიტექტურული და კულტურული სინთეზის ერთერთი ულამაზესი და უნიკალური ნიმუში, აღარ არსებობს. იგი შთანთქა და შეიწირა თანამედროვე, უგემოვნო ეკლექტიკამ და საცხოვრებელი და საოფისე მშენებლობის ბიზნესბუმმა.

მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ და დარწმუნდებით, რომ თითქმის ვერ ნახავთ სახლს, ვანდალური გადაკეთება-დამახინჯების მსხვერპლი არ იყოს. ირგვლივ ქაოსი და უგემოვნობა სუფევს. ამ საქმეში ერთი მხარე საზოგადოების გულისგამგმირავი უკულტურობაა, მეორე მხარე კი _ ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი საქმიანობა. ეს ყოველივე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ხუთსართულიან სახლზე ორი სართული იყო დაშენებული. მეტი დარღვევა რა გინდათ?! ცალკე საკითხია ის, რა სამუშაოები იყო ჩატარებული მზიდ კედლებზე, საძირკველზე, ნაგებობის კონსტრუქციაზე…

სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეეწირნენ ამ თავზარდამცემ ტრაგედიას, სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს, მადლობა იმ თავგანწირულ ადამიანებს, რომლებიც სამაშველო საქმიანობაში თავს არ ზოგავენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად!

პრეზიდენტი პუტინი ამერიკასა და ევროპას ისე ათამაშებს, როგორც მოესურვება

ევროპაში ციებ-ცხელებაა. თითქმის მთელი კონტინენტი ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. წინ ცივი ზამთარი, გაყინული მოსახლეობა და გაჩერებული სამრეწველო პოტენციალი, ცოტა იქით კი დანგრეული ეკონომიკა და ავისმომასწავებელი გაურკვევლობა ჩანს. კაპიტალიზმი თავისას აკეთებს. ბუნებრივი აირის საბაზრო ფასმა ასტრონომიულ თანხას (ათასი კუბური მეტრი 2000 აშშ დოლარი) მიაღწია.

ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ამოს ჰოხშტაინმა განაცხადა, რომ “რუსეთი ევროპას წინა წლებთან შედარებით აუხსნელად მცირე მოცულობის ბუნებრივ აირს აწვდის”. ბატონ ჰოხშტაინს, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანა განუზრახავს. რუსეთი კი არ ამცირებს ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობას, პირიქით _ ევროპაში ცდილობენ რუსული ბუნებრივი აირისგან განთავისუფლებას. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკელებს განუცხადა, რომ “რუსული ბუნებრივი აირი ყველაზე ბინძურია მსოფლიოში”. ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ ბუნებრივ აირს გზა გადაუკეტოს, რათა ევროპისენერგოუსაფრთხოებაუზრუნველყოს. ეს მათი დამოუკიდებელი ნააზრევი არ არის, ეს ევროპისთვის ამერიკელების მიერ თავსმოხვეული პოზიციაა _ სულელური და მავნებლური პოზიცია.

ევროპაში გაჰყვირიან, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების რაოდენობა, მაგრამ, ამასთანავე, იმასაც გაჰყვირიან, რომ ევროპა არ უნდა იყოს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უნდა შეჩერდესჩრდილოეთის ნაკადი 2-ისმშენებლობა. ასეთ პირობებში, რატომ უნდა იღოს ყურად რუსეთმა ან ევროპის პრობლემები, ან ამერიკელთა ფარისევლური შეგონება?! იმისთვის ხომ არა, რომ რუსული ბუნებრივი აირით კარგად ჩამთბარმა ევროპელებმა ხელი კვლავ რუსეთისკენ გაიშვირონ და დედამიწაზე ყველა მოუგვარებელი პრობლემის არსებობა მას დააბრალონ? რატომაა რუსეთი ვალდებული, საკუთარი ინტერესების საზიანოდ, დასავლეთის ყველა ხუშტურს ანგარიში გაუწიოს? სად არის ამერიკელთა ის დაპირება, რომ ევროპას ოღონდ რუსულ ბუნებრივ აირზე ეთქვა უარი და თვითონ გაავსებდა ევროპის საცავებს? ამაზე ახლა ერთბაშად გაჩუმდნენ, რადგან სადღაც, აზიის კონტინენტზე, უფრო სარფიანი კლიენტები მოძებნეს და ევროპაში შექმნილი პრობლემების გამო მომგებიან კონტრაქტებზე უარს ხომ არ იტყვიან?! არ იტყვიან, ვინაიდან სარფიანი გარიგება და მოგებაა მათი წმიდათაწმიდა და არა მოყვასისთვის გასაჭირში ხელის გაწვდენა. ეს მათი ბუნებაა, მათი ფსიქიკის უმთავრესი მახასიათებელი. ამ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უცნაურ განცხადებას აკეთებს. მისი გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთმა საკონტრაქტო ვალდებულების ფარგლებში უნდა განაგრძოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით: “Нужно полностью соблюдать контрактные обязательства по транзиту, прокачке нашего газа через территорию Украины, через ГТС Украины”.

ამ რთულად გასაგებ პოზიციას პრეზიდენტმა ახსნაც მოაყოლა: “не надо никого ставить в трудное положение, включая Украину, несмотря на все моменты, связанные с российско-украинскими отношениями на сегодняшний день, а во-вторых, не нужно подрывать доверие к “Газпрому” как к надежному, абсолютно надежному партнеру во всех отношениях”.

მართლაც საოცარი პოზიციაა. ეს მიდგომა თვისებრივად განსხვავდება დღეს არსებული პოლიტიკური ურთიერთობებისგან, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ჩაწიხლავ მოწინააღმდეგეს, მით უფრო ძლიერი და აღმატებული ხარ. პუტინმა კი სრულიად ახლებური დამოკიდებულება გამოავლინა. მხედველობაში მაქვს მისი ამ მიდგომის როგორც ადამიანური და ემოციური, ასევე სახელმწიფოებრივი და ოფიციალური მხარეც. რომელი კუთხიდანაც უნდა შევხედოთ ამ საქმეს, უზადოდ გამოიყურება. ევროპაში ამერიკული პოლიტიკის გავლენით თავგზააბნეული და ტვინგაცხელებული პოლიტიკოსები რას როშავენ, ერთი საკითხია, მაგრამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ევროპელი ხალხი სხვა თემაა. შეგეძლოს, ხალხი გაჭირვებისგან იხსნა და ეს არ გააკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელი ლიდერების ერთი ნაწილი პოლიტიკური ილუზიებისა და ბლოკური აზროვნების ტყვეობაშია, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. უკრაინის ხელისუფლება, მართალია, რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკის მოყვანილია და რუსეთისა და რუსი ხალხის სიძულვილითაა გაჟღენთილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ უკრაინის მთელ მოსახლეობას ეხება, საკითხი დიდსულოვნებიდან და მაღალი ზნეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს აჩვენა, რომ იგი მხოლოდ საკუთარ ხალხზე კი არ ზრუნავს, არამედ ხალხზე, საზოგადოდ, განურჩევლად ეროვნული, რელიგიური, რასობრივი თუ კონტინენტური კუთვნილებისა. ეს მართლაც უმაღლესი პოლიტიკური და ზნეობრივი პოზიციის დემონსტრაციაა, რომლის მაგალითებიც დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, თითქმის არ მოიძებნება. ევროპელ ლიდერთა შორის ძალიან ცოტა თუ გამოჩნდება ისეთი, ვინც რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სწორად შეაფასებს და მისი ამ საქციელის გამო მადლიერების ხმამაღლა გამოხატვას გაბედავს, მაგრამ მთავარი ეს ხომ არ არის. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ არც ევროპელი ხალხი გაიყინება და არც ევროპის ეკონომიკა დაინგრევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიკეთის კეთება მხოლოდ კარგი საქციელი კი არ არის, არამედ უმაღლესი მიზანია, რომლის მიღწევის გზაზე არც ერთ შემთხვევაში უკან დახევა არ შეიძლება. ეს ის ზნეობრივი და პოლიტიკური სიმაღლეა, რომელიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩება. პუტინი რუსეთთან დაპირისპირებული ლიდერებისგან ორი რამით განსხვავდება _ გონებრივი შესაძლებლობებითა და ზნეობრივი მახასიათებლებით. მისი ეს უპირატესობა ყველგან და ყოველთვის თვალშისაცემია, ამიტომაცაა, რომ იგი ევროპასაც და ამერიკასაც, როგორც მოესურვება, ისე ათამაშებს. ხომ გახსოვთ, ჯერ კიდევ 2010 წელს მოსწრებული იუმორით მთელი გერმანია რომ განაიარაღა: “ბუნებრივი აირი არ გინდათ, ატომურ ენერგეტიკას არ ავითარებთ, რით უნდა გათბეთ, შეშით? შეშისთვისაც ციმბირში რომ მოგიწევთ წასვლა?!” ამ სიტყვებზე ბევრი იცინეს გერმანელებმა და, საერთოდ, ევროპელებმა. იმხანად რას წარმოიდგენდნენ, პუტინის ეს ხუმრობა ათი წლის შემდეგ საშინელ რეალობად თუ ექცეოდათ.

ევროპაში გონიერი ლიდერებიც არიან. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ყურად ვერ იღებს უკრაინის პოზიციას ბუნებრივი აირის საკითხების მიმართ: კონტრაქტმა უნდა დააკმაყოფილოს არა უკრაინის, არამედ უნგრეთის მოსახლეობის ინტერესები. ჩვენ ვირჩევთ იმ მარშრუტს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას”. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა: “ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემები გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ დროულად არ მოხდა გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება რუსეთთან. სხვას კი ბუნებრივი აირი არავის აქვს. ცარიელი საუბრები ამ თემაზე, ათი წელიწადია, მესმის, მაგრამ, საბედნიეროდ, მათთვის ყურადღება არც არასოდეს მიმიქცევია. სერბეთი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სახელმწიფოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც რუსეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება “ბალკანეთის ნაკადის” მშენებლობაზე. ჩვენი სახელმწიფოს გავლით რუსული ბუნებრივი აირი უნგრეთს მიეწოდება”.

უნგრეთისა და სერბეთის ლიდერთა ეს მართებული პოზიცია ერთგვარად ადასტურებს იმას, რა უსინდისოდ იქცევა ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთთან (და არამხოლოდ რუსეთთან) ურთიერთობაში. კოლექტიური დასავლეთი მტრულად ექცევა ყველა იმ სახელმწიფოსა და ყველა იმ ხალხს, რომლებიც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გზას ადგებიან. ამის მკაფიო და ნათელი მაგალითია ბელარუსი, რომელიც განვითარების სწორ გზას ადგას და საკუთარ მოსახლეობას ცხოვრების ისეთ პირობებს უქმნის, მთელ მსოფლიოში სანიმუშოდ რომ გამოიყურება. ვფიქრობ, აქვე უადგილო არ იქნება, თუნდაც გაკვრით განხილვა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის მოხსენებისა, რომლითაც იგი 2021 წლის 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე წარდგა. ამ მოხსენებაში შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული დასავლეთის ვერაგული პოლიტიკის არსი, რომლის მიზანი მსოფლიოზე გაბატონებაა.

ვლადიმერ მაკეი გაეროს ტრიბუნაზე

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს სათქმელიც თქვა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის მოხსენება გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო განგაშის ზარის დარისხებად იმის გამო, რომ პლანეტას მართავს არა ის საერთაშორისო სტრუქტურა (გაერო), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა, არამედ მისი მართვა სრულიად არალეგიტიმურმა ძალებმა იგდეს ხელთ, რომლებიც მას კრიზისისკენ მიაქანებენ: “Все мы уже несколько десятилетий пребываем в затяжной и беспрецедентной глобальной турбулентности и непредсказуемости. Это закономерный итог того, что наша планета функционирует во многом вне системы и обязательств, закрепленных в универсальных принципах международного права Уставом ООН. Сегодня миром правят экономический эгоизм, политические амбиции, шантаж, имперские привычки, кризисы, конфликты и срежиссированный хаос.”

მინისტრი არ მოერიდა იმ მიზეზების დასახელებას, რომლებიც განაპირობებს ამ სრულიად არასახარბიელო ვითარებას მსოფლიოში: “Непрекращающиеся попытки отдельных стран навязать суверенным государствам искусственные шаблоны социального и экономического развития, варварская санкционная политика в отношении неугодных правительств, экономический терроризм и возврат мира к элементам блокового противостояния – все это имеет мало общего со справедливым и гармоничным мироустройством, к которому все мы стремимся уже столько десятилетий.”

ორატორი იმ მექანიზმებსაც შეეხო, რომელთა გამოყენებით მსოფლიოში ინერგება ძალმომრეობისა და უსამართლობის კულტი: “Это – прямой признак навязчивого, больного желания разогреть очаги конфронтации в мире. Откровенное вмешательство возомнивших себя оракулами политических игроков во внутренние дела других суверенных государств стало уже нормой в международном сосуществовании наций. Негативная динамика в области глобальной безопасности неослабно нарастает, в том числе за счет гибридных войн, злонамеренного и преступного использования современных информационных технологий, подпитывающих экстремизм и терроризм, и информационных фейков. Сегодня с помощью электронных гаджетов можно подорвать внутренний мир и спокойствие в любом государстве, а также отстранить от власти его руководство.”

მინისტრმა ხაზი გაუსვა დღეს არსებულ იმ უზნეო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც დაწყებულია მეორე მსოფლიო ომის შედეგების რევიზია და მიმდინარეობს მცდელობა ყველაფრის თავდაყირა დაყენებისა: “сегодня мы наблюдаем опасные тенденции дать искаженные нравственные и правовые оценки итогов Второй мировой войны, уравнять в правах жертв и палачей, освободителей и агрессоров, поставить под сомнение решения Нюрнбергского трибунала.”

მინისტრის აზრით, ყველაფერმა ამან კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა, რაც შესაძლებელია, მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდეს: “Кстати, отдельные преступники – те, кто вершил злодеяния против белорусского народа, и чьи руки по локоть в крови, – до сих пор спокойно проживают в некоторых соседних странах. Более того, там их чествуют как героев.”

ეს იმ დიდი გეოპოლიტიკური თამაშების სავალალო შედეგია, რომელიც მსოფლიო ბალანსის განადგურებისკენ არის მოწოდებული, რათა ძალთა თანაფარდობის რღვევის შედეგად ერთმა მხარემ სრული უპირატესობა მოიპოვოს და მსოფლიოზე გაბატონება მოახერხოს. ვინ არის ის, ვინც მსოფლიო ჰეგემონიზმისკენ მიილტვის და ამ მიზნის მისაღწევად არანაირ სიბინძურეს არ ერიდება: “Беларусь также оказалась вовлечённой не по своей воле в пучину этой геополитической войны. Наша страна больше года продолжает оставаться мишенью воинственного давления со стороны коллективного Запада. И всё лишь потому, что в Беларуси не удалось реализовать отшлифованный до совершенства сценарий очередной «цветной революции», приуроченной к президентским выборам. Сегодня против Беларуси развязана масштабная гибридная война по всем направлениям. Удивляет изощренность авторов в изобретении красивых, но лицемерных эпитетов для оправдания своих разрушительных действий – это «меры поддержки демократии», «секторальные ограничения» или «содействие благополучию народа» и «суверенитету государства».

მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების მიუხედავად, ბელარუსი აღებული სწორი გეზიდან არ გადაუხვევს. ის მზად არის ყველა სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორობისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის პირობებში: “Беларусь всегда была и остается приверженной взаимовыгодному сотрудничеству со всеми государствами – даже с теми, с кем у нас имеются острые разногласия. Однако мы будем строить свои отношения на принципах уважения и равноправия, без шантажа и условий.”

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის მოხსენებაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ამ ისტორიულ სიტყვაში არა მხოლოდ ბელარუსის წინაშე მდგარი პრობლემები იყო განხილული, არამედ მთელი მსოფლიოს სატკივარი იყო წამოწეული, მათ შორის, საქართველოსიც.

საგაზეთო ფორმატი არ მაძლევს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მოხსენების უფრო საფუძვლიანად განხილვის საშუალებას, რის გამოც თავს უფლებას ვაძლევ, მოგიწოდოთ, რომ ამ დოკუმენტს, რომელიც ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია, სრულად გაეცნოთ. ჩვენ კი, დროა, გავაცნობიეროთ, რომ პოლიტიკური უზნეობის ჭაობში ჩაფლული აშშ და ევროპა ორიენტირად არ გამოგვადგება. ჩვენი ორიენტირი რუსეთისა და ბელარუსის კავშირი და ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან იმ ერთიანი სტრატეგიული სივრცის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ერთადერთი ალტერნატივაა კოლექტიური დასავლეთის მიერ ყოველი ჩვენგანისთვის თავსმოხვეული ნგრევისა, ქაოსისა, ძალადობისა და სიცრუისა, რაც ყველას ერთად დასავლეთის ტყვეობისკენ და მისი დიქტატით ცხოვრების ჩვენთვის სრულიად უპერსპექტივო მომავლისკენ მიგვაქანებს.

P.S. გლოვაა საქართველოში.

კონკრეტული სახლის ნანგრევებში მოყოლილ კონკრეტულ ადამიანებს გლოვობს ქვეყანა. ამ დროს ქვეყანაც ნანგრევებადაა ქცეული, დაინგრა საქართველოს მთლიანი სხეული, აიყარა ხალხი ფუძიდან, განახევრდა მოსახლეობა. ამ ვითარებაში სხვა თუ არაფერი შეგვიძლია, გლოვის ზარი მაინც ვთქვათ ისეთი, სვანეთში რომ იტყოდნენ _ სულით ხორცამდე შემძვრელი, სისხლის გამყინავი და ჟრუანტელის მომგვრელი. ვთქვათ გლოვის ზარი _ ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი, ამიერიმიერმა რომ გაიგოს ისეთი. ვამცნოთ მთასა და ბარს, რომ სამშობლოს ჩვენსას ვიღაცამ საყრდენსაძირკველი გამოაცალა და ჩამოგვექცა ჭერი თავზეამასაც ვერ ვახერხებთ, ხმა აღარ ამოგვდის ხორხიდან, ხმა ქართული, მამაპაპური, მგრგვინავი და მჭექარე; მხოლოდ წიოკი და ძიძგილაობა შეგვიძლია, მხოლოდ ჭყლიპინისა და ხავილის თავი გვაქვს _ მე ამირჩიეთ, მე ამირჩიეთ!

ოცდაათი წელიწადია, რაც არჩევანში ვართ, ჯერ ვირჩევთ, შემდეგ ვებრძვით, ვირჩევთ და ვებრძვითვირჩევთ და ვებრძვითიმას კი არ ვირჩევთ, ვინც ქვეყანას უნდა გაუძღვეს, იმას ვირჩევთ, მერე რომ უნდა ვებრძოლოთჩამოვაგდოთჩავწიხლოთდავაპატიმროთვესროლოთმოვკლათერი კი არ ცხოვრობს და კი არ ვითარდება, დუღს, შფოთავს, ბობოქრობს, იბრძვის. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ ძლებს, ძვლებში ამტვრევს, “ლომკაეწყება და შუალედურ, რიგგარეშე, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, რათა ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთზე გაწევგამოწევის, ერთმანეთის სიძულვილით ტკბობისა და ერთმანეთის სისხლის დაღვრის ნარკოტიკული დოზა მიიღოსმერე კი კვლავ ახალ არჩევნებს დაელოდოს ახალი დოზის მისაღებად.

არჩევნები ვერ შედგება საქართველოში იმიტომ, რომ არჩევანის კულტურა არ გვაქვს

შეთანხმებას ვერ მივაღწევთ საქართველოში იმიტომ, რომ შეთანხმების კულტურა არ გვაქვს

მშენებლობა შეუძლებელია საქართველოში იმიტომ, რომ მშენებლობის კულტურა არ გვაქვს

წარსულიდან რაც შემოგვრჩა, ვერ მოვუვლით იმიტომ, რომ მოვლის კულტურა არ გვაქვს

განსხვავებული აზრი ვერ გაიხარებს საქართველოში იმიტომ, რომ აზროვნების კულტურა არ გვაქვს

გვქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ აღარაფერი აღარ შეგვრჩა, ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში გულმოდგინედ ვანგრიეთ და ვაცამტვერეთ. ბოლო ოცდაათი წელიწადია, რაც ამერიკელები და ევროპელები ვითომ თავისუფლებას გვასწავლიან, დემოკრატიას გვასწავლიან, ადამიანის უფლებების დაცვას გვასწავლიან, ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებს გვასწავლიან, მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოს ნგრევის გარდა არაფერი უსწავლებიათ

ახლა შეგვიძლია, ყველაფერი ერთად გამოვიგლოვოთ, გლოვის დღეებია საქართველოში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here