Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცხროვა” და “ქოცნახირი”

“ნაცხროვა” და “ქოცნახირი”

304

ორივე ტერმინი _ “ნაცხროვადაქოცნახირი” _ ზუსტად არის მორგებული. აგრესიული, კბილებდაკრეჭილი, სისხლისმსმელი, ლეშის მჭამელიერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ანუნაცხროვა”, რომელმაც საქართველო სისხლით მორწყო; და ინდიფერენტული, რქიანჩლიქოსანი, ვეგეტარიანელი, მცოხნავი, იალაღებზე გასულიქართული ოცნება”, ანუქოცნახირი”, რომელმაც გადაჭამა და ფუნით გაავსო ქვეყანა.

აფთრების ხროვის შიშით დაბეჩავებული ქართველი ისევ მობალახე ნახირს აეკიდა. ამ “ქოცნახირის” მწყემსი არც ისეთი ბრიყვია და თავისი საქმე იცის: გამათხოვრებული ქვეყნის ხარჯზე მილიარდებს ამრავლებს და ოფშორებში აბანდებს, თანაც თავს ამადლის ქვეყანას და ხროვის რევანშით აშინებს. ისე არ გამიგოთ, რომ პრობლემას მხოლოდ ამ ორ პარტიაში ვხედავდე. ამას წინათ ტელევიზია “ობიექტივის” მიკროფონიანმა გოგონამ მკითხა ქუჩაში: “ორი პარტიის ტყუილებით თუ დაიღალეთ?” – “რატომ ორის? ყველა პარტიის ტყუილებით დავიღალე!” _ მივუგე მე.

თუმცა არც პარტიებია მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის ქართველია, რომელიცქოცნახირისგარდა გზას ვერ ხედავს (“ნაცხროვისმოტრფიალეებზე ხომ არაფერს ვამბობ), ვერ აფასებს უფულო, მაგრამ ღირსეულ პიროვნებებს, მხოლოდ ფულით გატენილ ბანდიტებს შორის ირჩევსსაერთოდ, ამაზრზენნი არიან .. ცნობადი სახეები, რომლებსაც ტელევიზიებში ტრიბუნა აქვთ დათმობილი და ზოგიქოცნახირსემსახურება, ზოგი _ “ნაცხროვას” (ვიღაც წვერგაუპარსავი ტიპების გაუთავებელი ქაქანი კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმზე კიდევ ცალკე “მოვლენაა”).

აქვე მინდა, გასაგებად დავწერო და, ვინმეს თუ არ ახსოვს, შევახსენო: ნაცებს მე მაშინ ვაგინებდი საჯაროდ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და, მაშასადამე, გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ვიდრე ახლა. სხვათა შორის, გინებაზე: მე და ჩემისთანებინაცხროვამიმიტომაც არ დასაჯა მწარედ (გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად ხელს არ აძლევდათ), განსხვავებით, მაგალითად, ერთი სასტიკად ნაცემი დეპუტატისაგან ან ციხეში ჩაკეტილი და დაკითხვების ხისტი მეთოდებით შეშინებული პოლიტოლოგისგან, რომმიშასოჯახს არ გავუშინაურდით, არ დავუახლოვდით, არ ველაქუცეთ და ამ ყველაფრის მერე არ დავუწყეთ ცოლის და დედის ხსენება! ჩვენ არ შეგვეხნენ, როგორც გარეშე პირებს (თუმცა კანონი ოდნავადაც რომ დამერღვია, იცოცხლეთ, შემჭამდნენ).

მაშ ასე: ჩემი პოზიცია არ დამიმალავს და “ნაცხროვის” არ შემშინებია, ამიტომ დღეს ნაცებს თითქმის არ ვეხები, აბუჩად არ ვიგდებ ციხეში მჯდომ სააკაშვილს. ამას ბევრი ისეთი აკეთებს დღეს, რომელიც “მაშინ” სადღაც იყო შემძვრალი. მაგალითად, ბატონი “ტრუსკავეცი” ან თმაკულულა ექს-სპიკერი და მათი მსგავსნი. არც რაციონის თვლას დავუწყებ მოშიმშილე პატიმარს, თუნდაც ნაძირალათაგან ყველაზე დიდ ნაძირალას. მერე რა, რომ ხილფაფა შეჭამა? აბა, სცადეთ, წვენზე და ხილფაფაზე იყოთ, შიმშილი, თანაც ძლიერი, პერმანენტულად თუ არ შეგაწუხებთ. მაგრამ, ესეც არ იყოს, როდემდე გინდათ სააკაშვილის რაციონზე, ციხის ყოფაზე, ციხიდან გამოსულ წერილებსა და მითითებებზე ყაყანი? თქვენ ის ხელისუფლება არ ხართ, რომელიც სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელების უკანონო გათავისუფლებას ედავებით, მაგრამ ცოტათი ადრე იმავე მკვლელების უკანონოდ გამომშვებ მოსამართლეებს გაურიგდით და დააწინაურეთ? სად არის ლოგიკა და სირცხვილი?! მომავალი 6 წლის განმავლობაში (რაც “მიშას” აქვს მისჯილი), ყოველდღე რომ არ ვისმინოთ “ციხის ნიუსები მიშაზე”, რაიმე “ისეთი” უნდა მოხდეს. ალბათ, ის, როგორც “ტრუსკავეცმა” თქვა ცინიკურად: ადამიანი შიმშილობით ორმოც დღეს ძლებს და ვნახოთ, სააკაშვილი 41-ე დღეს ცოცხალი თუ იქნებაო. “ტრუსკავეცმა” ამ განცხადებით “მობიძინე” პრემიერს გადააჭარბა, რომელმაც პატრონს სახელობის დღე “მიშას” დატყვევებით მიულოცა… ეს არის ჩიხი, პრაქტიკულად გამოუვალი ვითარება. ამ ჩიხიდან ქვეყნის გამომყვანი ეს ხელისუფლება და ეს საზოგადოება არ არის. ელემენტარულში იყიდებიან _ თავიანთ უსუსურობას ავლენენ და მათგან სხვას რას უნდა ველოდოთ. აი, მაგალითად, “ქოცნახირს” აყოლილი ხალხი (ისიც ნახირი?) ახლა ყვირის: ირაკლი, როგორ გაბედე და გადაგვაგდე, კოვიდპასპორტები შემოიღე და ეგ იგივე იძულებითი ვაქცინაციაა, ირიბად!” დიახ, პატივცემულებო, ასეა: დაგპირდათ, არ იქნება იძულებითი ვაქცინაციაო, მაგრამ გადაგაგდოთ. აბა, ორი წლის წინათ იმავე სიმღერას რომ გიმღეროდნენ _ ოღონდ სალომე აირჩიეთ პრეზიდენტად და მეტს აღარ გადაგაგდებთო, ხომ აგარჩევინეს და მაინც გადაგაგდეს? ახლაც ზუსტად იგივე განმეორდა _ ოღონდ ახლა აგვირჩიეთ, “ნაცხროვა” არ დაუშვათ ხელისუფლებაში და იძულებით ვაქცინაციასაც არ გკადრებთო, დაგპირდნენ. თქვენისთანების დახმარებით გაიმარჯვეს და მაშინვე დაივიწყეს დაპირება. ახლა ისევ გლობალისტები თუ გვიშველიან, შეცვლიანრეგულაციებსდა აქაც შეიცვლება კოვიდპასპორტების გამოყენება, მაგრამ ჯერ მოგიწევთ დისკრიმინაციის ატანა. ზემოთ ნახსენებ “ცნობად სახეებს” მივუბრუნდები, უფრო ზუსტად, ტელევიზიებში “გაჯეჯილებულთა” იმ ნაწილს, რომლებიც “ქოცნახირზე” მუშაობს. ვეჟო, ეს რუსეთი როგორ არ მოგბეზრდათ?! “ნაცხროვახომ დამთხვეულია და ყველაფერში პუტინი ელანდება (უკვე ვფიქრობ, რომ ალალად), მაგრამ თქვენ, ფრიად ჭკვიანნი, პატრონისთვის კოჭის გამგორებელნი, ასე რამ დაგაქლიავათ? რუსთმოძულეობა, რომლის ექსპლუატაციასაცნაცხროვასავითუნამუსოდ ეწევით, არა მხოლოდ ამორალურია, არამედ ნაკლებ ეფექტიანიც. ცდილობთ სააკაშვილის დისკრედიტაციას, როგორც რუსეთის დაკვეთის შემსრულებლისა. ნაცხროვამთვითონ აიგდო სასაცილოდ თავისი ბელადი, როდესაც იგიპუტინის პირად პატიმრადგამოაცხადა და ხროვის წევრები ამ სისულელეს ფრიად სერიოზული სახის გამომეტყველებითა და დრამატული ინტონაციით იმეორებენ. მაგრამ, როგორც კინაცებიასეთ შეცდომას უშვებენ და თავს იმარგინალებენ, საქმეში ერთვებიანქოცებიდა სააკაშვილს ისევ სერიოზულ იმიჯს უბრუნებენ, როდესაც მასკრემლის კაცადაცხადებენ! ერთმა ცნობილმა “ცნობადმა სახემ”, რომელსაც ღრმა დაშიფრვის მიზნით “ქოცნობს” ვუწოდებ, ასეთი რამეც გამოაცხადა: შეხედეთ, რა დღეში არიან რუსული ტელევიზიები, გაჰკივიან, მიშას არჩევნები გაუყალბესო, ამიტომ დასკვნები გააკეთეთ, ხალხო, მიშა ვის დაკვეთებს ასრულებსო…

ყველა, ყველა, მაგრამ რუსულ ტელევიზიებს “მიშასათვის” ხელის დაფარებაში ვერ დაადანაშაულებ! პირიქით, რუსული ტელევიზიები არ ცხრებიან და ხან სერიოზულად, ხანაც ცინიკურადმიშიკოსგაპარტახებაზე არიან გადასულნი. ერთადერთი რუსული არხი, რომელიც სააკაშვილს ექომაგება, არის ოპოზიციურანტიპუტინურიდოჟდი”, თავისი პათოლოგიური, ბოღმით გაჟღენთილი წამყვანით ეკატერინა კოტრიკაძით, რომელიცმიშაზე გიჟდება”. ახლა შენ, “ქოცნობო”, რატომ კადრულობ ასეთ ტყუილს და “მიშას” მოძულე ქართველებს რუსეთს აძულებ (შენი ჭკუით) _ არიქა, ჩვენს მტერ “მიშას” ჩვენი კიდევ უფრო დიდი მტერი რუსეთი უჭერს მხარსო?! იქნებ, სააკაშვილიც იმ ძალებმა გამოგზავნეს საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად, რომლებმაც ნავალნი დააბრუნეს რუსულ ციხეში? ამაზე რომ იფიქრო, თავი გეტკინება? მე ვიფიქრე და, სიმართლე გითხრათ, არც ამის მჯერა, მაგრამ ყველამ თავისი დასკვნა გააკეთოს!

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here