Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცმოძრაობის” ნამსხვრევების ცინიზმი ანუ, როცა ძალადობას აპროტესტებენ სააკაშვილის აპოლოგეტი გიგა ბოკერია და...

“ნაცმოძრაობის” ნამსხვრევების ცინიზმი ანუ, როცა ძალადობას აპროტესტებენ სააკაშვილის აპოლოგეტი გიგა ბოკერია და “სულს ამოგხდით” გივი თარგამაძე

აქცია

14 ივლისს გამართული აქციაქართული მარშისგამო, რომლის მონაწილეებმაც ქვეყნიდან არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გაძევება, პროსტიტუციის ბუდეების მოშლა, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩაბმა და ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს, საქართველოშიმოღვაწეარასამთავრობო ორგანიზაციებისა და .. ლიბერალური მედიის წარმომადგენლები გააფთრებით გაჰყვიროდნენ ქვეყანაში ქსენოფობიის არსებობაზე და აქციის მონაწილეებს რასისტებსა და ფაშისტებს უწოდებდნენ. ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილინაციონალური მოძრაობისგანაყოფის _ “ევროპული საქართველოსწევრებმა, ლგბტთემის რამდენიმე ათეულ წარმომადგენელთან ერთად, აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს მსვლელობაც კი მოაწყვეს ლოზუნგებითარა ძალადობასდაარა რუსულ ფაშიზმს”.

არადა, რომის პაპზე მეტი კათოლიკობისა არ იყოს, ამ დასავლელ ლიბერალებზე მეტ “ლიბერალებს” კრინტი არ დაუძრავთ, 51 წლის ირანელის მიერ ახალციხეში ქართველი მოზარდის გაუპატიურებაზე, ინდოელების მიერ თბილისში 5 მოზარდის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაზე, ბათუმისა და თბილისის ცენტრალურ უბნებში საროსკიპოების მოწყობაზე, ე.წ. ინვესტორების მიერ ქართველების ჩაგვრაზე და და ა.შ.

არც ის გაუპროტესტებიათ, როდესაც თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა 5-6-ჯერ მეტ კოალიციურ ლაშქარზე, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად 12 აგვისტოს “დიადი გამარჯვების დღედ” გამოცხადებაზე.

ასე არბევდნენ ნაციონალები მშვიდობიან მანიფესტაციას 2007 წლის 7 ნოემბერს
ასე არბევდნენ ნაციონალები მშვიდობიან მანიფესტაციას 2007 წლის 7 ნოემბერს

თუმცა რაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოს (უფრო ზუსტად, პატრონების) გასაგონად და ახალგაზრდა ქართველების ტვინში ჩასაჭედად ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია(?). არადა, საქართველოს ისტორიისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე _ ვინ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეგობარი და ვინ _ მტერი, რომელმა სახელმწიფომ მიიტაცა ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთდასავლეთი მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხალი, სპერი (ტაოკლარჯეთი), სულ 12 ათასი კვ.კმზე მეტი ტერიტორია, ან რომელი სახელმწიფო ცდილობს დღეს ექსპანსიას აჭარაში და, საერთოდ, საქართველოში. მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებს არც ვასალის სინდრომით შეპყრობილ საქართველოს ხელისუფლებას, არც დასავლელი ე.წ. სტრატეგიული მოკავშირეების მიერ შეგულიანებულ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფებს და, რა თქმა უნდა, არც დასავლეთის მიერვე დაფინანსებულ არასამთავროებს. მათთვის მთავარი პატრონების მითითებების გულმოდგინედ შესრულებაა. ეს მითითებები კი არის დემოკრატიის ნიღბით დასავლური ე.წ. ფასეულობების (ჰომოსექსულიზმის წახალისება და ლგბტ-პირების უფლებების დაცვა, ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონება სკოლებში სექსუალური აღზრდის სწავლება, იუვენალური იუსტიცია და სხვ.) დაცვა და ყოველივე ქართულისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ახლახან კი გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ ემუქრებიან საქართველოს და ქართველებს თურქული ნაციონალისტური ორგანიზაცია “რუხი მგლების” წევრები, მაგრამ არც ეს გაუპროტესტებიათ, დემოკრატიისა და ადამიანის (უფრო ზუსტად, ჰომოსექსუალების) უფლებების თავგამოდებულ დამცველ არასამთავრობოებს.

გივი თარგამაძის „სულს ამოგხდით“
გივი თარგამაძის „სულს ამოგხდით“

ცინიზმია, რომ 23 ივლისს გამართულ ვითომ ანტიფაშისტურ და ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში, რომლის დაახლოებით ათასამდე მონაწილეს უამრავი პოლიციელი იცავდა, ძალადობის წინააღმდეგ “ხმას იმაღლებდა” თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის აპოლოგეტი და “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის მთავარი იდეოლოგი, ამჟამად “დემოკრატიის შუქურის” უარმყოფელი და მხოლოდ თავის პოლიტიკურ კარიერაზე მზრუნველი გიგა ბოკერია, აგრეთვე, მისი განუყრელი მეგობარი და თანამზრახველი გივი თარგამაძე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამოსულ და სასტიკად დარბეულ ასი ათას ქართველს სულის ამოხდით ემუქრებოდა. ცინიზმია, რომ 23 ივლისის აქციაში მონაწილეობდა, ყოფილი ნაციონალი, ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიარაღებული მივიდა.

ცინიზმია, რომ აქციაზე იმყოფებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარე ამჟამად “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდა, დანებითა და ჩანგლებით ებრძოლა კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის არმიის წინააღმდეგ;

2004 წლის 12 მარტი. გლდანის ეკლესიისა და მისი მრევლის დარბევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
2004 წლის 12 მარტი. გლდანის ეკლესიისა და მისი მრევლის დარბევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ

ცინიზმია, რომ ამ მსვლელობაში მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი “სახე” _ ხათუნა გოგორიშვილი, რომელსაც ხალხმა არჩევნების გაყალბების დიდოსტატი შეარქვა;

2011 წლის 26 მაისი.„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მშვიდობიანი აქციის სასტიკად დარბევა
2011 წლის 26 მაისი.„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მშვიდობიანი აქციის სასტიკად დარბევა

ცინიზმია, რომ ძალადობის წინააღმდეგ მსვლელობაში მონაწილეობდა თბილისის ყოფილი მერი, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი გიგი უგულავა, რომელმაც სასჯელი მოიხადა საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის, ანუ ბიუჯეტზე ძალადობისთვის.

ოთო კახიძე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობაზე
ოთო კახიძე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობაზე

ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით 2004 წლის გლდანის ეკლესიისა და მისი მრევლის დარბევაში, 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციების სასტიკად დარბევაში, ქუჩაში ქართველი ახალგაზრდების მკვლელობაში, ბიზნესმენების ტერორში, ქართული კულტურისა და განათლების განადგურებაში, ახლა კი ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი ყოფილი ნაციონალები ძალადობის წინააღმდეგ “იბრძვიან”. დასავლელი “სტრატეგიული პატრონების” მიერ საქართველოსთვის თავსმოხვეული კოაბიტაციით გათამამებულმა “ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევებმა ქამელეონივით იცვალეს ფერი და იმედით, რომ ყველამ მიივიწყა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, ახლა კვლავ ცდილობენ, ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ…

ნიკა კორინთელი

P.S.ცინიზმია, როდესაც ქართველ ხალხზე, ქართულ ეროვნულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე მოძალადეები აწყობენ ძალადობის წინააღმდეგ აქციას და ამას აკეთებენ უამრავი პოლიციელის თანხლებით, რათა დამნაშავეების თავხედობით აღშფოთებულ ხალხს თვითონ აქციის მონაწილეებზე არ ეძალადა. საზოგადოდ კი, ცინიზმია, სააკაშვილის პარტიასნაციონალური მოძრაობარომ ჰქვია, რადგან ამ პარტიის არც ერთ წევრს ნაციონალურის, ანუ ქართულის არაფერი სცხია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here