განუხრელად იზრდება რეიტინგი გერმანიის ნაციონალისტური პარტიისა _ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (Alternative for Germany_ AFD) და ის ახლა ყველაზე რეიტინგული პარტიაა აღმოსავლეთ გერმანიაში.
ახალი კვლევის თანახმად, მას აღმოსავლეთ გერმანელების 27% უჭერს მხარს. კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, რეიტინგი აღმოსავლეთ გერმანიაში 5%-ით დაეცა და მხოლოდ 23%-ს შეადგენს.