Home რუბრიკები პოლიტიკა ნაცბანდის რევანშის მესამე მცდელობა

ნაცბანდის რევანშის მესამე მცდელობა

3813
ზაზა სარალიძე

ბოლოს და ბოლოს, ვინ ბრძანდება ზაზა სარალიძე, თავს ამდენის უფლებას რომ აძლევს?! რა,შვილის სიკვდილი ყველაფრის კადრების ინდულგენციაა?!

2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქართველმა ხალხმა დაამხო სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი და საზოგადოებამ თითქოს შვებით ამოისუნთქა: შეწყდა ციხეებში პატიმართა გაუგონარი სისასტიკით მასობრივი წამება; ქვეყნიდან გაქცევით თავს უშველეს რეჟიმის მთავარმა იდეოლოგებმა თუ პრაქტიკოსმა ბობოლა ჯალათებმა და თითქოს ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნის აღსრულებას, სამართლიანობის აღდგენას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ

აშშ-ის მფარველობით, დიმიტრი შაშკინი, რომლის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობისას ციხეებში უამრავი პატიმარი მოკლეს საშინელი წამებით, ტრიუმფით დაბრუნდა საქართველოში. იგივე შეიძლება ითქვას გიგა ბოკერიაზეც, რომლის სახელთანაც ასოცირდება ე.წ. ციხის ბუნტის სისხლიანი ჩახშობა, სულხან მოლაშვილის წამება და ა.შ. მასაც, აშშ-ის შიშითა თუ რიდით, რომ იტყვიან, ბუზიც ვერ აუფრინა მეოცნებე ხელისუფლებამ.

ყველაზე მთავარი _ იმავე აშშის ფარული ზემოქმედებით არ მოხდაერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ფაშისტური პოლიტიკური პარტიის, გასამართლება და მისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა. ამ ყოველივეს კი, ზემოთ თქმულსაც და ქვემოთ სათქმელსაც, ერთი სიტყვით, კოაბიტაცია ჰქვია.

სწორედ კოაბიტაციის ბრალია, რომ დღიდან მიშნაცების ხელისუფლების დამხობისა, ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ნაცებს ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ “ქართულ ოცნებაზე” რევანშის ოცნება და ის, რაც დღეს ხდება რუსთაველზე, სწორედ პოლიტიკური რევანშის მცდელობაა.

თუმცა, სანამ დღევანდელ სიტუაციაზე ვისაუბრებთ, უპრიანი მგონია, მცირე ისტორიული ექსკურსით შევახსენო ქართველ საზოგადოებას, რამ და როგორ მიგვიყვანა დღევანდელ საგანგაშო ვითარებამდე და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს. რევანშის პირველი მცდელობა ნაცებს 2013 წლის ბოლოს ჰქონდათ, როდესაც წინასწარ დიდი რიხით დაანონსებულ აქციაზე, რომელზეც ლამის მთელ საქართველოს ელოდნენ, რეალურად 2-3 ათასი კაცის მობილიზება ძლივს შეძლეს. მიუხედავად სამარცხვინო კრახისა, ერთიდადებითიშედეგი მაინც მოიმკეს ნაცებმა _ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მათი მოსვლის ალბათობა ნულის ტოლია და, აქედან გამომდინარე, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად ტაქტიკა შეცვალეს _ ფსონი მასობრივი არეულობის მოწყობაზე დადეს _ ეგება და მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაეჭირათ?! დრო გადიოდა, რომელიც ნაცების წისქვილზე ასხამდა წყალს _ “ქართული ოცნება” შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობამ მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო; თანაც გაირკვა, რომ შავი “ჯიპები”, კაბინეტებში ევრორემონტები, პრემია-დანამატები და სხვა სიამენი ქოცებს ნაცებზე არანაკლებად “ნაყვარებათ”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველმა 2016 წლის საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობა, თანაც ამჯერად საკონსტიტუციო უმრავლესობით, კიდევ ერთხელ მაინც “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.

დიახ, მაინც, რადგან ამჯერად ქოცები იმას ვეღარ მოიმიზეზებდნენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო, ნაცები ქვეყნის შენებაში ხელს გვიშლიანო, ეს ერთი. მეორე _ ფეხებით რომ დამკიდონ და ქვემოდან ცეცხლი შემინთონ, იმას ვერავინ მათქმევინებს, რომ მიშნაცების სისხლიანი რეჟიმი სჯობდა დღევანდელ, თუნდაც უუნარო ქოცების მმართველობას. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი, მაგრამ ხელისუფლებას აქვე ვაფრთხილებ, რომ ეს “კიდევ ერთხელ” და “მაინც” უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება. ნაცბანდას ზემოხსენებული ახალი ტაქტიკის განხორციელების _ მასობრივი არეულობის პროვოცირების _ პირველი მცდელობა, “რუსთავი 2 “-თან დაკავშირებული პერიპეტიებისას ჰქონდა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. “დაჩაგრული”, ყველაზე “ობიექტური”, რეალურად კი ყოველივე ანტიეროვნულის, ლგბტ-ების მეხოტბე ტელევიზიის დასაცავად, რომ იტყვიან, ქუდზე კაცს უხმეს ტელე-მეძავმა გვარამია-გაბუნიებმა, მაგრამ ეს “ქუდზე კაცი” რამდენიმე ხელმოცარული, რომ იტყვიან, ორკაციანი პარტიების, პრაქტიკულად, ნულოვანი რეიტინგის მარგინალი ლიდერები და რამდენიმე ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელი აღმოჩნდა და, რა თქმა უნდა, სოროსის მიერ გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო (წაიკითხე, მეხუთე კოლონა) სექტორი კაპიტან ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას (დღეს საქართველოს სახალხო დამცველი) მეთაურობით და საქართველოში აკრედიტებული, პრაქტიკულად, მთელი დიპკორპუსი…

ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ნიკა გვარამიასა და მიშა სააკაშვილის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებით უპასუხა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გვარამიასგან მოითხოვდა აქციაზე ერთი-ორი ადამიანის (ერთი აუცილებლად ქალი, შვილების დედა უნდა ყოფილიყო) სიკვდილს, რასაც რუსთაველზე დიდი მიტინგი და მღელვარება უნდა მოჰყოლოდა. მიშარასტებმა ეს სატელეფონო საუბარი, რა თქმა უნდა, სუსის მიერ დამონტაჟებულად შერაცხეს. ფაქტია: რაც კი ოდესმე საქართველოში ვიდეო ან აუდიოკომპრომატები გამოუქვეყნებიათ, არ მახსოვს, რომელიმეს ნამდვილობა იმთავითვე ეღიარებინათ _ ე.წ. ავთენტურობაზე აპელირებით, კიტრი ბადრიჯანიაო, გვიმტკიცებენ!

ეს, ისე, მცირე ლირიკული გადახვევაუნდა ვაღიაროთ, რომ იმხანად ეროვნული უბედურებისგან ისევ ჩვენმა დასავლელმამეგობრებმაგვიხსნეს _ ქართული სასამართლოს ვერდიქტი სტრასბურგმა თავზე გადაგვახია დარუსთავი 2” ისევ ისე ჟღურტულებს მიშნაცების საამებლად და ჩვენი გულების გასახეთქად, როგორც ყოველთვის.

ნაცბანდის მეორე ცდა მასობრივი არეულობის გზით ხელისუფლებაში დაბრუნებისა ახლახან იყო, როდესაც “ბასიანი”-”გალერის” ნარკომანებს, ბარიგებსა და ლგბტ-ებს, როგორ თუ გარყვნილებისა და ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის ნებას არ გვაძლევთო, “თავისუფლების” მოთხოვნით 2-3 დღის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ რუსთაველის გამზირი, სადაც “პრადვინუტმა” ე.წ. თეთრი ხმაურის აქტივისტმა გოგო-ბიჭებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ბინძური უკანალების როკვით წაბილწეს. 9 აპრილს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში დაიღუპნენ ის ყმაწვილები იმ თავისუფლებისთვის, რომლისთვისაც დღეს ვიბრძვითო ჩვენ.

გამოდის, თავისუფლება “ბასიანი” და “გალერი” ყოფილა.

“რუსთავი 2 “-ის (წაიკითხე, ნაცბანდა) დასაცავად ვინც “ვენებს იჭრიდა”, ზუსტად ის პარტიები თუ პიროვნებები უცხადებდნენ სოლიდარობას “ბასიანი”-”გალერის” “წმინდა აქციას”, რომელიც შს მინისტრის, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი ბოდიშის შემდეგ დაიშალა.

ნაცბანდის რევანშის მესამე ცდა ახლა მიმდინარეობს შვილმოკლული ზაზა სარალიძის ვითომდა სოლიდარობის სარჩულით. ვისაც შვილის სიკვდილის სიმწარე გამოუცდია, ალბათ, დამეთანხმება, რომ მშობლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 15 წლის ბიჭს მოგიკლავენ თუ 13 წლისას ჩაგიწვენს მიწაში უკურნებელი სენი. ამიტომ, როგორც შვილმკვდარი მამა, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, მაგრამ…

აი, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვა “მაგრამ” ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის აქცია, რომელიც, ამდენი ხანია, მიმდინარეობს, თეთრი ძაფით რომ არის ნაკერი, ბრიყვთათვისაც კი იმთავითვე ცხადი იყო. მხოლოდ ზვიად კუპრავას _ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სასტიკი ზონდერის, უბრალოდ დგომაც კი ზაზა სარალიძის გვერდით, ლეგიტიმური ეჭვის საფუძველი იქნებოდა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები მიშნაცები არიან. საპროტესტო მიტინგი კი მიჰყავს ზვიად კუპრავას, რომელიც წლების განმავლობაში გვარბევდა და გვაწიოკებდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს. აქციებზე ბატონი ზაზა თან ამბობდა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და თან საათში ერთხელ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, მთავრობა უნდა გადადგეს და ა.შ.

ზაზა სარალიძეს, ნაცბანდასთან ერთად, იმ ორკაციანი პარტიის ლიდერები უჭერენ მხარს, რომლებიც “რუსთავი 2”-ის, “ბასიანი”-”გალერის” “თეთრი ხმაურის” გამო, უკაცრავად და, ნიფხვებიდან ხტებოდნენ.

იმთავითვე მჯეროდა, რომ, მწუხარებით გონდაბნელებულ მამის ტკივილსნაცისტებიუსინდისოდ იყენებდნენ თავიანთი პარტიული ინტერესებისათვის, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გაცილებით უარესში დამაეჭვა _ შვილმოკლული მამაც რევანშისტების (წაიკითხე, სააკაშვილის პროექტი) მიერ დადგმული სპექტაკლის ერთერთი აქტორი ხომ არ ბრძანდება?

მთავარი პროკურორი გადადგა, პრემიერმინისტრი აქციაზე მივიდა, სადაც ნაცბანდის ახალგაზრდა აქტივისტებმა, რომლებიც ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ მოკლული ბიჭის გამო, ბოთლები დაუშინეს.

მიუხედავად ამისა, პრემიერი და შს მინისტრი შეხვდნენ ზაზა სარალიძეს, მოუსმინეს, დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ სიმართლის დასადგენად, მაგრამ შეხვედრიდან გამოსულმა შვილმოკლულმა მამამ კვლავ, _ სისტემა უნდა დაინგრესო და ხელისუფლებას 10 ივლისამდე მისცა ვადა. საქმე ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ მავანმა სერიოზულად განაცხადა, ვინ უნდა დაინიშნოს ახალ გენპროკურორად, ზაზა სარალიძეს უნდა შეუთანხმონო…

ბოლოს და ბოლოს, ვინ ბრძანდება ზაზა სარალიძე, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევს?! რა, შვილის სიკვდილი ყველაფრის კადრების ინდულგენციაა?!

როგორც იტყვიან, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო, და აჰა, გატყდა _ შვილმოკლული მამის მხარდამჭერ აქციაზე ისეთი ოდიოზური ფიგურებიც გამოჩნდნენ, როგორებიც არიან ყოფილი გენპროკურორი, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯი მურთაზ ზოდელავა; სადისტი მკვლელის _ ბაჩანა ახალაიას მამა და სამეგრელოს ჯალათი როლანდ ახალაია; ასევე _ ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამყალბებელი გურამ დონაძე. ამას დაუმატეთ დედაეკლესიისა და პირადად ჩვენი პატრიარქის მტრის, “მეუფე” პეტრესა (წაიკითხე, ყანდური) და ციანიდის მოყვარული “მამა” გიორგი მამალაძის მიმართვები აქციის მონაწილეებისადმი და ცხადი შეიქნება, სად არის პატიოსანი კაცის ადგილი _ რუსთაველზე თუ ვაკის პარკში.

ქოცების მეხოტბედ რომ არ ვივარგებ, ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს, მაგრამ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი ნაძირალა პოლიტიკოსების ჩამოსაგდები ნაღდად არ არის ბიძინა ივანიშვილი. მეტიც _ ზაზა სარალიძემ კი არა, ვაკის პარკის აქციამ უნდა წაუყენოს ხელისუფლებას ულტიმატუმი: არა მხოლოდ სარალიძის, დადუნაშვილის, მაჩალიკაშვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ, არამედ 150-ზე მეტი ქუჩებში ჩაცხრილული ახალგაზრდისა თუ ციხეებში წამებით მოკლული პატიმრის საქმეები უნდა ჩამოიღონ თაროებიდან; კოაბიტაციით კეკლუცობას თავი დაანებონ და სამართლიანობა აღადგინონ; ქართველი კაცის უპირველესი მოთხოვნა შეასრულონ. თუ მაინც არ მოგვასვენებენ კოაბიტაციური რჩევებით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, მათაც მიაფურთხონ და მთავარ მოკავშირედ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი აღიარონ.

თორემ…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here