Home ახალი ამბები საქართველო ნაფტალინდაყრილი ბაქრაძე მხოლოდ IRI-ს არ ავიწყდება

ნაფტალინდაყრილი ბაქრაძე მხოლოდ IRI-ს არ ავიწყდება

1699
დავით ბაქრაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 84% დადებითად აფასებს; მეორე ადგილს იკავებს ჯარი, მას გამოკითხულთა 83% აფასებს დადებითად; მესამე ადგილზე კი ქართული მედიაა, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 68% აფასებს დადებითად. მეოთხე ადგილზეა პოლიცია (50%); მეხუთეზე _ საჯარო განათლების სისტემა (49%)

კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოში ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძეა. ასე მოსახლეობის 53% ფიქრობს. მას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსდევს 52%-ით. მესამე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა _ 50%.

კვლევა 10-22 აპრილს ჩატარდა, გამოიკითხა საარჩევნო უფლების ხმის მქონე 1500 ადამიანი. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარი _ +/- 2,5 პროცენტი.

ჩანს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის ცდომილების პროცენტი ყველაზე მისაღები პოლიტიკოსის საკითხში გაცილებით მეტია +/- 2,5%-ზე, რადგან გაუგებარია, ვისთვის არის მისაღები, რა თქმა უნდა, თვითონ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და მისი ამერიკელი პატრონების გარდა, ნაფტალინდაყრილი დავით ბაქრაძე, რომელიც 2008 წელს მოსახლეობისადმი თავისი ცნობილი მიმართვის შემდეგ _ დანებითა და ჩანგლებით ებრძოლეთო რუსულ ტანკებს _ თითქმის ყველას მიავიწყდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here