Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატომ ახლა კოსმოსის მილიტარიზაცია მოინდომა

ნატომ ახლა კოსმოსის მილიტარიზაცია მოინდომა

259
ნატომ ახლა კოსმოსის მილიტარიზაცია მოინდომა

ნატოს ქვეყნების ლიდერებმა კოსმოსი სამხედრო ოპერაციების ფრონტად გამოაცხადეს

დიდ ბრიტანეთში შეხვედრის შედეგების მიხედვით ნატოს ქვეყნის ლიდერებმა კოსმოსი თავიანთი სამხედრო ოპერაციების ფრონტად გამოაცხადეს. “ვაღიარებთ კოსმოსის მნიშვნელობას ჩვენი უსაფრთხოებისთვის და უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრისთვის. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ვაცხადებთ კოსმოსს ნატოს ოპერაციების ფრონტად”, _ ნათქვამია ნატოს სამიტის შედეგების ოქმში.

რუსეთი, თავის მხრივ, კოსმოსის მილიტარიზაციის წინააღმდეგია. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. “რუსეთი ყოველთვის თანმიმდევრულად გამოდიოდა და გამოდის კოსმოსის მილიტარიზაციის წინააღმდეგ. ვითარება ითხოვს ყურადღების დაძაბვას და ორბიტული დაჯგუფების გამაგრებას, აგრეთვე, სარაკეტო-კოსმოსური დარგის განვითარებას მთლიანობაში”, _ თქვა პუტინმა სამხედრო საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here