Home რუბრიკები სამართალი ნარკოპრეზიდენტი

ნარკოპრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდადებული  1 812 პირი შეიწყალა

მდიდარი სექსის მქონე, ქსოვის მოყვარულ პლასტილინა პრეზიდენტს _ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც 2001 წელს გამოქვეყნებულ თავის .. ფილოსოფიურ ესეშინიჩურტა! – მე ქართველი ვარქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, რამდენიმე დღის წინათ კი განაცხადა, რომ არ ადარდებს, რას ეუბნება მოსახლეობის ნაწილი, ახლახან, რბილად რომ ვთქვათ, გამოუჩხრიკეს სკანდალური ფაქტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვსაზღვროთ, მოსახლეობის რომელი ნაწილის აზრი ადარდებს მას.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე შეიწყალა 3 655 პირი, მათგან 1 645 _ განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1 812 _ ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდადებული. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სააგენტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან რამდენიმე დღის წინათ გამოითხოვა.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის (ითვალისწინებს 10 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას) შეწყალებულია 1 645 მსჯავრდადებული: 2013 წელს _ 71; 2014 წელს _ 787; 2015 წელს _ 1006; 2016 წელს _ 834; 2017 წელს _ 840; 2018 წლის განმავლობაში დღემდე _ 117. ნარკოტიკული დანაშაულისთვის კი სულ შეწყალებულია 1812(?!) მსჯავრდადებული.

აი ამ მონაცემებიდან ჩანს, ფილოსოფოს პრეზიდენტს, რომელმაც განათლება ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მიიღო და რომელმაც ქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, მოსახლეობის რომელი ნაწილის აზრი ადარდებს, ამიტომ მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს განსაკუთრებით მძიმე და ნარკოდანაშაულების ჩამდენთა პრეზიდენტი.

დავით ბერიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here