Home ახალი ამბები საქართველო ნანუაშვილის განცხადებები შსს-ს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული

ნანუაშვილის განცხადებები შსს-ს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული

ლადო ბედუკაძე საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, პოლციელების მხრიდან ბრალდებულის “არასათანადო მოპყრობის” ფაქტების შესახებ, ნაჩქარევი, ზერელე, უპასუხისმგებლო და შსს-ს მადისკრედიტირებელია.


” სახალხო დამცველის მიერ ატეხილ ისტერიასთან დაკავშირებით, პოლიციელების მხრიდან ” ბრალდებულისარასათანადო მოპყრობის” შესახებ,(რაზეც მან მთავარ პროკურატურასაც მიმართა) თითქოსდა, ” რამდენიმე პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, ემუქრებოდნენ მას ს ე ქ ს უ ა ლ უ რ ი ძალადობით” და ა.შ., ეყრდნობოდა მხოლოდ ბრალდებულის ადვოკატის ვერსიას, ისევე, როგორც ბატონი სახალხო დამცველის ვერსია აზერბაიჯანის მოქალაქის “გატაცების” შესახებ, რას საბოლოო ჯამში ვნებს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

სახალხო დამცველს გააჩნია საკმარისი სამართლებრივი ბერკეტები საკითხის უფრო ღრმად და დეტალურად შესასწავლად, გააჩნია ბიუჯეტიდან საკმაოდ მსუყედ დაფინანსებული, წელიწადში 4,5 მილიონიანი და მრავალრიცხოვანი აპარატი, 123 კაციანი შტატით, თუმცა, მან, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქის, ვინმე მუხტარლის საქმეზე, ამჯერადაც საკითხის ბოლომდე შესწავლის გარეშე ნაჩქარევი, ზერელე და უპასუხიმგებლო განცხადება გააკეთა.

შსს- ს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, წარსულში, ისეთი მძიმე დანაშაულისათვის, როგორიცაა- ყაჩაღობა, მძევლად ხელში ჩაგდება, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, იარაღის უკანანონო ტარება, გამოძალვა, მკვლელობის მცდელობა… მრავალჯერ ნასამართლევი მოქალაქე შეეცადა ყოფილი პოლიციელის დაყაჩაღებას, რაც მას საბოლოო ჯამში ახალ ბრალდებად დაუჯდა.

ფაქტია, ნანუაშვილის ამგვარი განცხადებები შსს-ს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული, “- აცხადებს ბედუკაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here