Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ოხანაშვილი ფარული ჩანაწერებით დღემდე აშანტაჟებს სასულიერო პირებს, მათ შორის, სინოდის...

ნანა კაკაბაძე: ოხანაშვილი ფარული ჩანაწერებით დღემდე აშანტაჟებს სასულიერო პირებს, მათ შორის, სინოდის წევრებს

“ოხანაშვილი პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან და “ციანიდის საქმეც” უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს”

ნანა კაკაბაძე

.. ციანიდის საქმის დეტალებსა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისაყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვისნანა კაკაბაძე, რომელმაც .. ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის _ სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემული ჩვენების გამო, გამოძიების დაწყება მოითხოვა.

_ ქალბატონო ნანა, გაქვთ იმედი, რომ .. ციანიდის საქმის გამოძიება ბოლომდე მივა? როგორც ჩანს, სოსო ოხანაშვილს აქვს ხელშეუხებლობის გარანტია. მან დაუბრკოლებლად დატოვა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომციანიდის საქმეშიმის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს

_ სამწუხაროდ, გამოძიებას ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ არც ეს საქმე მივა ბოლომდე. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? სოსო ოხანაშვილი არის ადამიანი, რომელიც “ციანიდის საქმესთან” მჭიდროდაა დაკავშირებული. ის პატრიარქის ძმისშვილის სიძე და უწმინდესის დაცვის აწ უკვე ყოფილი უფროსია. საკითხავია, როგორ და რატომ გახდა იგი პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის, სიძე. თუ ამ პიროვნების ბიოგრაფიას შევისწავლით, ალბათ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ იგი მიზანმიმართულად გახდა ამ ოჯახის სიძე. ამასთანავე, ოხანაშვილს, საქართველოს გარდა, განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო სპეციალური დანაყოფის “მწვანე ბერეტების” წევრი. რას ნიშნავს ეს? მწვანე ბერეტებსწვრთნიან იმისთვის, რომ არაკონვენციური ომის გზით მოახერხონ სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა _ გადატრიალების, ტერორისტული აქტების გზით, მოწამვლით და .. ასე რომ, ოხანაშვილი ხელისუფლების არაკონვენციური გზით შეცვლაზე დახელოვნებული ადამიანია. გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ის პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად.

_ რას გულისხმობთ?

_ ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ დაინიშნა, მანამდე პატრიარქს დაცვა არ ჰყოლია. ამის საჭიროება არც დღეს არის და არც მაშინ იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაჰყვებოდა პატრიარქს, გახლდათ მრევლის წარმომადგენელი, ბატონი შოთა, რომელიც გარდაიცვალა. ის ხუმრობდა ხოლმე, _ პატრიარქის მცველი ვარო… სააკაშვილმა შექმნა თვალთვალისა და მიყურადების სამსახური, რომელსაც დაარქვეს პატრიარქის დაცვის სამსახური და სწორედ ამას ხელმძღვანელობდა ოხანაშვილი.

_ როგორც ცნობილია, პატრიარქის დაცვის სამსახური ოხანაშვილის კადრებით იყო დაკომპლექტებული

_ პატრიარქის დაცვის ყველა წევრი ოხანაშვილის ერთგული იყო და მას ემსახურებიდა და არა პატრიარქს. ეს ნათლად გამოჩნდა “ციანიდის საქმის” შემდეგ. თუნდაც ტარას შავშიშვილის ინტერვიუდან ჩანს, რომ ის, ილია მეორის დაცვის სამსახურის კი არა, ოხანაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. ისინი დაკავებული იყვნენ არა პატრიარქის დაცვით, არამედ მისი თვალთვალითა და მიყურადებით _ იწერდნენ პატრიარქისა და მისი გარემოცვის საუბრებს, ბერმონაზვნების ცხოვრების დეტალებს, საპატრიარქოს თანამშრომლების ცხოვრებასარსებობს ინფორმაცია, რომ ამ ფარული ჩანაწერებით ოხანაშვილი დღემდე აშანტაჟებს სასულიერო პირებს, მათ შორის, სინოდის წევრებს, აგრეთვე, საპატრიარქოს თანამშრომლებს. ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, რომ, როდესაც ოხანაშვილი ტოვებდა პატრიარქს, უწმინდესს უკეთებდნენ სამაჯურს და ეუბნებოდნენ, რომ სამკურნალო დანიშნულებისააო, სინამდვილეში კი სამაჯურში მისაყურადებელი მოწყობილება იყო ჩამონტაჟებული, რომლითაც ახალაიები აყურადებდნენ იმ შეხვდრებსაც კი, რომლებსაც პატრიარქი ოხანაშვილს არ ასწრებდა. აი ასეთი დაცვის სამსახური ჰყავდა პატრიარქს 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის დღიდან. სწორედ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ხელწერაა ის, რაც ოხანაშვილმა “ციანიდის საქმის” სასამართლოზე გააკეთა, როცა განაცხადა, პატრიარქის სახლში ტერორისტები იყვნენ დაბინავებულიო. გეკითხებით: რა კავშირშია ეს “ციანიდის საქმესთან”? ეს სიმართლეც რომ ყოფილიყო, რატომ უნდა ეთქვა სასამართლო პროცესზე?! მართალია, საზოგადოება შემდეგ დარწმუნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ოხანაშვილი საუბრობდა, ერთი ღამეც არ გაუთევიათ პატრიარქის სახლში, მაგრამ ეს იყო პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა.

ჩემი აზრით, ოხანაშვილი პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან და “ციანიდის საქმეც” უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს.

_ რატომ მიხეილ სააკაშვილს?

_ სააკაშვილმა სწორედ არაკონვენციური, არაკონსტიტუციური გზით შეცვალა ხელისუფლება 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში _ დაამხო ხელისუფლება და დაეუფლა ძალაუფლებას. დღეს ასეთივე მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას უკრაინაში. რა მოჰყვა შედეგად საქართველოში სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას? _ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა. იგივე მოხდა უკრაინაშიც, სადაც სააკაშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა .. მაიდნის პროცესებში. მოკლედ, ტერიტორიული გადანაწილების საკითხში ეს ადამიანი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

_ ამბობთ, რომციანიდის საქმისმიზანი ხელისუფლების დამხობა იყო?

_ რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული ხელისუფლების შეცვლასთან. პროცესი უნდა დაწყებულიყო პატრიარქის შეცვლით. ისინი ფიქრობდნენ, რომ პატრიარქის შეცვლით საპატრიარქოში ძალაუფლებას ე.წ. ულტრალიბერალები მოიპოვებდნენ. სამწუხაროდ, საპატრიარქოშიც არიან ასეთი ძალები. სწორედ ოხანაშვილი და მისი გუნდი ცდილობდა პატრიარქის შეცვლას. ტარას შავშიშვილი 53-ე სკოლის დირექტორი და შაშკინის მოადგილე იყო, ამასთანავე, ახალაიების გუნდის წევრი. დაცვის სამსახურში მუშაობის რა გამოცდილება ჰქონდა შავშიშვილს, საერთოდ, რამე წვრთვნა თუ აქვს გავლილი და რატომ მოხვდა ის პატრიარქის დაცვის სამსახურში, თუ ეს დაცვის სამსახური იყო? ეს ჯგუფი მუშაობდა პატრიარქის შესაცვლელად, შესაბამისად, საპატრიარქოში ვითარების შესაცვლელად, რათა ძალაუფლება ულტრალიბერალებს ჩაეგდოთ ხელში და შემდეგ მათი მხარდაჭერით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ხედავს, რომ სხვანაირად საქართველოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ეს ძალა თავისი მხარდამჭერებით სექტად ჩამოყალიბდა. ეს არის მცირერიცხოვანი ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც არ აქვს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა. მათ 2003 წელს შეძლეს საზოგადოების მოტყუება და დემოკრატიის ნიღბით ხელისუფლების სათავეში მოსვლა, მაგრამ დღეს ამას ვეღარ ახერხებენ და ამიტომ ფიქრობდნენ, რომ პატრიარქის შეცვლით დაიწყებდნენ პროცესს, რომლის მიზანი იქნებოდა, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუტის, საპატრიარქოს, ფლაგმანობით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

დარწმუნებული ვარ, დანაშაულში ოხანაშვილის მონაწილეობაზე უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, მაგრამ გამოძიებას არ უნდა თუ არ შესწევს ძალა იმისა, რომ ბრალი წაუყენონ და პასუხი აგებინონ, მეტიც, ხელი შეუწყვეს, რომ გასულიყო ქვეყნიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უძლურია, გამოიძიოს ციანიდის საქმე.

_ თქვით, რომ ოხანაშვილი ამერიკის ელიტური სპეცრაზმის წევრი იყოო. გამორიცხავთ, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვებაში გარე ძალაც იყოს ჩარეული?

_ მას, ვინც ოხანაშვილი გაწვრთნა, ბუნებრივია, თავისი ინტერესები ექნებოდა, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაღელვებს, თორემ იმ გარე ძალას რა მოვედავო? მათ ხომ ჩემზე უკეთ იცოდნენ, რას უმზადებდა საქართველოს “ციანიდის საქმე” და, თუ ასე ექვემდებარებიან გარე ძალის გავლენას, მაშინ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საქმის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება _ ეს არის ერთადერთი გზა, მივიდეთ ციანიდამდე და სააკაშვილამდე, რომელიც ამას გეგმავდა ქვეყანაში.

_ სკანდალური ბრალდებაა, როგორც სააკაშვილის, ისე ოხანაშვილის მიმართ

_ რა არის ამაში გასაკვირი?! განა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ შემუშავდა პროექტი “ორი პატრიარქი” და არ იყო საპატრიარქოს გახლეჩის მცდელობები? საქართველო არის იმ იშვიათი ქვეყნებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ერთი პატრიარქი ჰყავს და ეკლესია გახლეჩილი არ არის. და სწორედ ეკლესიის დანგრევას ცდილობენ. როდესაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხებია მიბმული ჩვენს სარწმუნოებაზე, როგორ უშვებს ხელისუფლება რომელიმე დამნაშავისთვის ხელის დაფარების შესაძლებლობას, ამ დამნაშავის ქვეყნიდან გასვლას?! ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია და როგორ შეიძლება, თვალი დახუჭო, ამ საქმეში თუნდაც ამერიკა იყოს ჩართული და თუნდაც მთელი მსოფლიო? რა სახელმწიფო და რა ხელისუფლება ხარ მაშინ?! დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰქონდა შემოფარგლული როლი. ვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი და ვინ იდგა ამის უკან, უნდა გარკვეულიყო, მაგრამ საქმე საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტები “ჩაიციკლნენ” _ ჩაუდეს ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს თუ არა?! ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ის ადამიანის მოსაკლავად ეძებს ციანიდს, იშოვა თუ ვერა, რა მნიშვნელობა აქვს?! მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად და არა ვინმეს მკვლელობა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავდა მკვლელობას. ჩანაწერებში ხომ ჩანს, რომ ის ეძებდა ციანიდს, უნდოდა, ეყიდა და ელოდებოდა ფულის გადმორიცხვას…

_ ვისგან ელოდებოდა ფულის გადმორიცხვას, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?

_ პროკურატურა ამბობს, ეს საქმე გამოვყავით და მიდის გამოძიებაო. ვინც ვერ ერკვევა სამართლებრივ საკითხებში, მისთვის უცნობია, რომ საქმეს, რომელშიც პატიმარი არ არის და გამოყოფილია, ვადები არ აქვს და შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ანუ მანამდე გაჭიანურდეს გამოძიება, სანამ ხალხს არ მიავიწყდება საქმის დეტალები. ამიტომ გამოყვეს, თორემ არაფერი გამოსაყოფი ამ საქმეს არ სჭირდა, ყველაფერი ზედაპირზეა, პროკურატურას საქმე გახსნილიც ჰქონდა, მაგრამ ამ დღეში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი დამონებული, როგორიც ამჟამად არის და საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე არსებობს. ქვეყანა ვერ შედგა, როგორც სახელმწიფო _ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

ესაუბრა

ნიკა გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here