Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ისტორიამ არ იცის სახელმწიფო დამნაშავეებთან ერისა და ქვეყნის შერიგების პრეცედენტი

ნანა კაკაბაძე: ისტორიამ არ იცის სახელმწიფო დამნაშავეებთან ერისა და ქვეყნის შერიგების პრეცედენტი

10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით გამართულდემოკრატიის სამიტზეწარმოთქმულ სიტყვას, რომუახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევადინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს”, რომელიც პოლარიზაციის გადასაჭრელად აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი მყისვე გამოეხმაურა ახალი იდეითა და ინიციატივით. წერილში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლისპაციენტმასამიტის მეორე დღეს, 11 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გაავრცელა, აღნიშნულია, რომ კარგი იქნება, თუ უახლოეს დღეებში ჰოსპიტალში სამი პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება.

სააკაშვილის შეფასებით, მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის მასთან შეხვდრა დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველანაირი მცდელობა, პოლიტიკური “უმცირესობის მიერ უმრავლესობა დაიჩაგროს, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს…” წერილში ასევე ნახსენებია შერიგება და “წარსულზე საუბრის აუცილებლობა”, თუმცა ექსპრეზიდენტი იქვე დასძენს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს არა სასამართლო პროცესით, არამედ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელით, სადაც თავის დროზე სამართლისა და შერიგების ცნობილი კომისია შეიქმნა. “ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა, ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე”, _ ბრძანა სააკაშვილმა. ის, რომ უმძიმესი სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი მისი საქმის წმინდა სამართლებრივი გზით გადაწყვეტას არ მიესალმება, სიახლე არ არის, ეს იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ იდეა “სამი პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობაზე” ნამდვილად ახალია. იგი რამდენიმე დღის წინათ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოაყენა და შემდგომ ამ იდეას ბევრი შეფასება მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების რიგებიდან.

რას ემსახურება იდეა მარგველაშვილზურაბიშვილსააკაშვილის პოლიტიკური ტრიოს შეხვედრის შესახებ და რას ნიშნავს მოქმედი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციისყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღის წინათ სალომე ზურაბიშვილის მიერდემოკრატიის სამიტზეგაკეთებულ განცხადებას, რომუახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევადინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სააკაშვილი წერილით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია სამი პრეზიდენტის შეხვედრა. წერილში მან .. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელი ახსენა, სადაც თავის დროზე სამართლისა და შერიგების კომისია შეიქმნამოდი, ჯერ პრეზიდენტის განცხადება განვუმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავსინკლუზიური პროცესის დაწყებადა შემდეგ სააკაშვილის გამოხმაურებაზე ვისაუბროთ.

_ სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ინკლუზიურ პროცესში და უახლესი ისტორიის ერთიან აღქმაში; გაუგებარია მით უფრო იმ ფონზე, როცა საუბარია პოლარიზაციის დასრულებაზე და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაზე ქვეყანაში. თავის დროზე, როცა ფაშიზმი გასამართლდა, გერმანელებს რომ ეთქვათ, ისტორიის ერთიანი აღქმისთვის ინკლუზიური პროცესი უნდა დაიწყოსო, როგორ ფიქრობთ, რა თვალით შეხედავდა ამას მსოფლიო? მგონი, გასაგებია… ახლა რა ხდება ჩვენთან. ყველაფერი ძალიან მარტივია და ხელისგულზე დევს _ ხდება ის, რომ ის მცირე მასშტაბის ფაშიზმი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შეეხო, განსხვავებით გერმანული ფაშიზმისგან, არ აინტერესებთ და იმას კი არ ამბობენ, სამართლებრივი შეფასებაა საჭიროო, რასაც აუცილებლად იტყოდნენ, ეს მოვლენა ევროპის სივრცეში რომ მომხდარიყო. არა, გვეუბნებიან: “დაასრულეთ პოლარიცაზია”. კი ბატონო, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ რეალობაში ყოფნა საზიანოა ქვეყნისთვის და ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ დასრულდეს დამნაშავეებთან თანამშრომლობით? მკვლელების, ადამიანების გამაუპატიურებლების და რეჟიმის შემოქმედების დატოვებით პოლიტიკურ ავანგარდში?!

რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებას მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც მაშინვე აიტაცა სააკაშვილმა და ახლა წერილს წერილზე გზავნის გორდიან. ამ თემაზე, პირველი, რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ მარგველაშვილის ნააზრევი არ მგონია ეს. მას აშკარად ათქმევინეს ეს იდეა, რომ მერე სააკაშვილს განეგრძო ამაზე გარკვეული სპეკულაციები. მეორე _ შერიგებასა და მრგვალ მაგიდაზე რომ ლაპარაკობენ, ვეკითხები ბატონ მარგველაშვილს ან სალომე ზურაბიშვილს, დამნაშავე უნდა შეურიგდეს იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახებიც გაანადგურა?! არ ფიქრობთ, რომ საკითხის ასე დაყენება, სულ ცოტა, შეურაცხყოფაა იმ ადამიანების?! ჯერ ერთი, შერიგება რას ჰქვია, დამნაშავეს შეიძლება მიუტევო, მაგრამ როგორ უნდა შეურიგდეს სააკაშვილს, მაგალითად, ბუტა რობაქიძის ოჯახი ან სერგო თეთრაძის, სანდრო გირგვლიანისა და სხვათა ოჯახები?!

_ რა მიზანს ემსახურება მსგავსი განცხადებები? შერიგების შესახებ განცხადებებს ვგულისხმობ.

_ მიზანი არის ორი: პირველი ის, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს შიში და პანიკა: არიქა, ხომ არ ბრუნდება ნაცრეჟიმი; და მეორე _ ხალხი მუდმივად იყოს გაღიზიანებული. რას იღებენ ამით? მარტივ რამეს _ ერთიცა და მეორეც _ ოცნებაცდანაცმოძრაობაცინარჩუნებენ პოლიტიკურ დღის წესრიგზე კონტროლს. აი, ეს არის ის, რაც ამ ადამიანებს პრაქტიკულად ერთ ხმაში ალაპარაკებს, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. კი ბატონო, დასრულდეს, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ დამნაშავე გმირად გამოცხადდეს და მისი პოლიტიკური გუნდი რაღაც მზაკვრული ფორმით, რასაც ესენი კოალიციურ მთავრობას ეძახიან, დაბრუნდეს ძალაუფლების სათავეში. ჩვენ თუ ერი ვართ და სახელმწიფო, მაშინ საკითხის ასე დაყენება ვერავინ ვერ უნდა გაბედოს

_ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ რამდენიმე დღის წინათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოში დანაშაულებრივი გზით შემოსვლაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ლორთქიფანიძე დაეხმარა. სხვათა შორის, მისი სახელი 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევაშიც ფიგურირებსრაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსნებს ისევ აქვთ ქვეყანაში გარკვეული გავლენა და მათ თავისუფლად შეუძლიათ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დახმარების გაწევა ძებნილი პირისთვის?

_ რაზე მიუთითებს და ძალიან მარტივ რამეზე: სისტემა გატენილია რეჟიმის ძველი მსახურებით და ეს ხალხი ისევ განაგრძობს თავის საქმიანობას _ თვალთვალს, მიყურადებას და .. ხელისუფლებას თუ მართლა უნდა, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, მაშინ შერიგებასა და რაღაც ინკლუზიურ პროცესებზე კი არ უნდა ილაპარაკოს, პირველ რიგში უნდა მიხედოს სისტემას. ვერ იქნება ვერანაირი სიმშვიდე, სანამ ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, აშინებდნენ, ატერორებდნენ და ვინ იცის, კიდევ რამდენ სიბინძურეს სჩადიოდნენ, ისევ ინარჩუნებენ გავლენას ძალოვან სტრუქტურებში.

რაც შეეხება ისევ მარგველაშვილსა და მის წინადადებას სალომე ზურაბიშვილთან ერთად სააკაშვილთან შეხვედრის აუცილებლობაზე, ვიტყვი იმას, რომ ივანიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა გია ხუხაშვილის რეკომენდაციით, პრეზიდენტად დანიშნა ეს ადამიანი, თუმცა მარგველაშვილისგან არაფერია გასაკვირი და მოულოდნელი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დამნაშავესთან მისვლისა და მასთან ქვეყნის მომავალზე მსჯელობისკენ, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

_ თქვენი აზრით, არ უნდა მივიდეს ზურაბიშვილი სააკაშვილთან?

_ დამნაშავესთან, რა თქმა უნდა, შეიძლება მისვლა, შეიძლება მისი საჭიროებების მოსმენა და გათვალისწინებაც, იმიტომ, რომ დამნაშავესაც აქვს უფლებები, მაგრამ, სალომე ზურაბიშვილის მისვლა კონკრეტულად სააკაშვილთან, რომელიც ჩვეულებრივი კრიმინალი კი არ არის, არამედ დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდა მიზანმიმართულად, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის დაუშვებელი და პრეზიდენტი ამას უნდა ხვდებოდეს, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა რაღაც დანაშაულები კი არ ჩაიდინა, არამედ ჩაიდინა ტოტალური ბოროტებები და მისი დანაშაულებრივი სისტემა შეეხო სრულიად ერს. რაც შეეხება ისევ შერიგებას და ყბადაღებული პოლარიზაციის მოგვარების გზებს, ცივილიზებული სამყაროს ისტორიამ, რომლისკენაც ვისწრაფვით, არ იცის პრეცედენტი, როცა ერი და სახელმწიფო შეურიგდა დამნაშავეებს. ისტორიამ იცის მხოლოდ რეჟიმების გასამართლება და შემდეგ სწორი ანალიზის საფუძველზე მოვლენათა შესწავლა, რათა აღარასოდეს განმეორდეს იგივე. ეს ერთი და მეორე _ თუ ვინმეს უნდა, დამნაშავეების მიმართ კანონი შერბილდეს, მაშინ, უწინარესად, ეს უნდა ჰკითხოს მსხვერპლს. ჰკითხონ ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების მშობლებს, ნაწამებ, გაუბედურებულ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრება წაართვეს, მიუტევებენ თუ არა და, თუ პასუხი იქნება დადებითი, რაც ვერ წარმომიდგენია, მერე, კი ბატონო, ილაპარაკონ შერიგებაზე. აი, ასეთია რეალობა და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მარგველაშვილებისა თუ ზურაბიშვილების გადასაწყვეტი… ისე, კარგი იქნება, ხელისუფლებაშიც თუ მიხვდებიან, რომ კომპრომისებზე წასვლა კრიმინალებთან კარგს არაფერს მოუტანთ.

კომპრომისი იყო სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში. გორში კი არ უნდა ჰყავდეთ და კი არ უნდა ეფერებოდნენ, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონმდებლობის შესაბამისად კი სააკაშვილი არის დამნაშავე და უნდა იხდიდეს სასჯელს, ისევე, როგორც იხდის ათასობით პატიმარი ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here