Home ახალი ამბები ნავთობი და კრიპტოვალუტა იაფდება

ნავთობი და კრიპტოვალუტა იაფდება

2309

ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე, ელექტრონული ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ნავთობზე მსოფლიო ფასები ვარდნას განიცდის. იაფდება კრიპტოვალუტებიც.

WTI მარკის მსუბუქ ნავთობზე დეკემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,03%-ით შემცირდა და ერთი ბარელის ფასმა 57,33 აშშ დოლარი შეადგინა.

ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 0,12%-ით დავარდა და 64,19 აშშ დოლარი შეადგინა ბარელზე.

მყისიერ ვარდნას განიცდიან ძირითადი კრიპტოვალუტებიც. ბიტკოინმა გუშინდელი რეკორდული გაძვირების შემდეგ ფასში თითქმის 300 აშშ დოლარი დაკარგა და დღეს 10:00 საათისთვის 7 207,8 ნიშნულზეა.

ეთერიუმის ფასიც შემცირდა – 0,07%-ით (-$0,21).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here