Home რუბრიკები პოლიტიკა მხოლოდ ერის კონსოლიდაციით შეიძლება იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელსაც სოდომიის იდეოლოგიის პროპაგანდა...

მხოლოდ ერის კონსოლიდაციით შეიძლება იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელსაც სოდომიის იდეოლოგიის პროპაგანდა ჰქვია

ალექსანდრე ჭაჭია

2012 წლის 17 მაისს, როდესაც რამდენიმე ლგბტ და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოსექსუალური აქციის გამართვა სცადეს თბილისის ცენტრში, მაგრამ დედაქალაქელების წინააღმდეგობას წააწყდნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე ასიათასამდე აღშფოთებული ადამიანის რისხვას ძლივს გადაურჩნენ გეიაღლუმის ჩატარების მცდელობის გამო, ბევრი ირონიულად შენიშნავდა:

რას ერჩით, თუ უნდათ, შეიკრიბონ ეს ჰომოსექსუალები და იარონ ქუჩებში თავიანთი პლაკატებით, ისინი საქართველოში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებენ”-, მაგრამ, სულ რაღაც, 3-4 წელიწადში დასავლური გლობალისტური ძალების მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეგულიანებულმა ანტისახელმწიფოებრივმა, მართლმადიდებლობისა და ქართული ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს პოზიციები საქართველოში.

ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობას “ქართული ოცნების” დეპუტატები წარმოადგენენ, 2014 წელს ერთხმად მიიღო ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, ხოლო მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნა შეიტანა. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს კი საქართველოს მთავრობამ #488 დადგენილებით დაამტკიცა “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები”, რომელთა მიხედვით საბავშვო ბაღებში აღმზრდელებმა ბავშვები არ უნდა დაყონ გოგონებად და ბიჭებად, ასწავლონ მათ, რომ ტრანსგენდერობა ნორმაა, ხოლო გენდერი არჩევითია _ გენდერულ იდენტობას _ ბიჭი ხარ თუ გოგო, ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს. ეს ე.წ. სტანდარტები, რომლებიც გენდერულად ნეიტალური საბავშვო ბაღების შექმნისა და სასწავლო სისტემაში გენდერული იდეოლოგიის შეტანის პირველი ეტაპია, დასავლეთის მიერ არის თავსმოხვეული და მომდინარეობს სქესთა აღრევის თეორიიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთისა და ბუნების კანონებს.

ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს ვერც კი წარმოედგინა, რომ ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერები და პროპაგანდისტები მოახერხებდნენ ამ ნაბიჯების გადადგმას და ტრადიციული ოჯახისთვის, საერთოდ, ქართული ფასეულობებისთვის მომაკვდინებელი საფრთხის შექმნას, თუმცა ამ საფრთხეებზე ჯერ კიდევ წლების წინათ გვაფრთხილებდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

აი როგორ აფასებს ის 2013 წლის 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის ჩატარების მცდელობას, რომელმაც ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ზოგიერთმა კი ეს მოვლენა საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობად აღიქვა:

მე არ დავარქმევდი მომხდარს განხეთქილებას საზოგადოებაში. განხეთქილება ვარაუდობს საზოგადოების გაყოფას ორ ან რამდენიმე დაახლოებით ტოლ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. განხეთქილებაა პარიზში, ლონდონში, სადაც ჰომოსექსუალთა და მათი თანამგრძნობი მოქალაქეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ქალაქის მერად ღია პედერასტს ირჩევენ. განხეთქილებაა ამერიკაში, სადაც ზანგმაც კი შეძლო, გამხდარიყო პრეზიდენტი, როდესაც გეითანამეგობრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა დადო, ანუ თეთრკანიანი ამერიკელების გენეტიკურმა რასიზმმა პედერასტიის მომხრეთა შეტევის წინაშე უკან დაიხია. ჩვენთან, მადლობა ღმერთს, ამ მოვლენის ჯერჯერობით სერიოზული გავრცელება არ მოხდა. არიან ახალგაზრდები, რომლებიც განიმსჭვალნენ გეიიდეოლოგიით დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლისას ან აქ, საქართველოში, უცხოელებთან ურთიერთობისას, და არის ხალხი, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია და ფულისთვის ასრულებს გარკვეულ მითითებას. აქვს თუ არა პერსპექტივა მათ საქმიანობას? დიახ, აქვს. თუ ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება ჯიუტად გააგრძელებენ .. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, ანუ გააგრძელებენ შევარდნაძესააკაშვილის გეზით სვლას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვეევროპული ღირებულებებისგანუყოფელი ნაწილია, მეტიც, ეს ამა თუ იმ სახელმწიფოსევროპულობისმთავარი მაჩვენებელია. მსოფლიოში იგი მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ათასობით სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედია, კინოინდუსტრია. თუ 15-20 წლის წინათ პედერასტია .. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ცივილიზაციის სიმდიდრით გამძღარი მდიდრებისა და მათი შვილების გარემოში მხოლოდმოდაიყო, დღეს ეს დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ეს მოხდა ძალიან მოკლე ისტორიული პერიოდშიეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. დიახ, 17 მაისმა დაგვანახვა, რომ ქართველ საზოგადოებაში ეროვნული ღირსების გრძნობამ გაიღვიძა ან, შესაძლოა, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა. ჩვენი ხალხის ღირსებას, უკვე 20 წელზე მეტია, ფეხქვეშ თელავენ და ბევრ დამკვირვებელს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ღირსების გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში მოკვდა. დიაგნოზი, მე მგონი, ნაადრევია, მაგრამ უნდა ნათლად გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველევროპელებს”, არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _საქართველოს ფაქტობრივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია” (ალექსანდრე ჭაჭია: “თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით!”, “საქართველო და მსოფლიო” #19 (206), 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 .).

* და მართლაც _ ევროპის ბევრი ქალაქის მერი იყო და არის ჰომოსექსუალი, მაგალითად, ბერლინის _ კლაუს ვოვერაიტი, პარიზის _ ბერტრან დელანოე, ვინიპეგის (კანადა) _ გლენ მიურეი, ჰამბურგის _ ოლე ფონ ბოისტი, პროვიდენსის (როდ აილენდის შტატი, აშშ) _ დევიდ სისელინი, კასპერის (ვაიომანგი, აშშ) _ გაი პაჯეტი, სან-დიეგოს (კალიფორნია, აშშ) _ ტონი ატკინსი, კარტერტონის (ახალი ზელანდია) _ ჯორჯინა ბაიერი. ჰომოსექსუალია ირლანდიის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი, ლუქსემბურგის პრემიერი ქსავიე ბეტელი, სერბეთის _ ანა ბრნაბიჩი, გეია გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიდო ვესტერველე, ლატვიის საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ედგარ რინკევიჩი, ამერიკელი კონგრესმენი შონ მელოუნი, კალიფორნიელი სენატორი როი ეშბერნი, აშშ-ის არმიის მდივანი ერიკ ფენინგი და სხვ. ისინი აქტიურად ეწევიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. ჰომოსექუალები დასავლეთში პრივილეგიურ კლასად იქცნენ. შეაღწიეს რა მმართველ წრეებში, დაიწყეს კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება. შედეგად იღებენ შეღავათებს. რაც შეეხება ქართველ საზოგადოებას, უკვე აშკარაა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის დიდ წნეხშია მოქცეული.

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის, ლგბტ თემის დაფინანსებისა და მხარდაჭერის სავალალო შედეგებზე ალექსანდრე ჭაჭია ამბობს:

როგორც კი საზოგადოება სისუსტეს გამოიჩენს, გეიმოძრაობის მხარდასაჭერად გამოიყოფა უზარმაზარი თანხები და გეიაქტივისტები მოვლენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოედებიან ტელევიზიებს, რადიოს, მასობრივი ტირაჟით გამოუშვებენ გაზეთებსა და ჟურნალებს. შემდეგ თავს მოგვახვევენ იუვენალურ იუსტიციას, რათა საბოლოოდ ჩამოაშორონ შვილები მშობლებს. 5-10 წლის შემდეგ ვეღარ ვიცნობთ ჩვენს საზოგადოებას, იგი სხვანაირი გახდება, მაგრამ ამითაც არ დასრულდება საქმე. უზნეობას, როგორც ცნობილია, საზღვარი არ აქვს. ჰოლანდიაში, მაგალითად, უკვე შეიქმნა პედოფილთა პარტია, რომელიც ითხოვს მათი უფლებების დაკანონებას. შვეიცარიაში ინცესტი, ანუ მშობლებსა და შვილებს, ძმებსა და დებს შორის სექსუალური ურთიერთობები ოფიციალურად ნებადართულია. ასეთივე კანონები მზადდება სკანდინავიის ქვეყნებში. აშშში გახსნილია სკოლები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ბავშვებისთვის. იურიდიული სფეროდან ქრება ისეთი ცნებები, როგორიც არისმამა”, “დედა”, “ქმარი”, “ცოლი”. ამის ნაცვლად მიღებულიამშობელიN1”, “მშობელიN2”, “პარტნიორები”. ეს ყველაფერი ჩვენამდეც მოვა. ერები, რომლებიც ამდასავლური ღირებულებებისკულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ამერიკასა და ევროპაში უკვე აღარ არის საყოველთაოდ აღიარებული ინსტიტუტები, რომლებსაც ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დეგრადაციას. პროტესტანტიზმის თითქმის ყველა შტო მხარს უჭერს ამთავისუფლებებსდა ისინი სინამდვილეში გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტებად. ისინი ჯვარს სწერენ ჰომოსექსუალებს, ანუ მათ ქორწინებას ღვთის სახელით აკურთხებენ! მათვე დაიწყეს ბიბლიის რედაქტირება _ იმ ადგილების ამოღება, რომლებიც ჰომოსექსუალების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. აშშში უკვე შეიქმნა ასეთი ბიბლია. კათოლიკურმა ეკლესიამაც ვერ შეძლო სახელმწიფო პროპაგანდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის წინააღმდეგობა გაეწია და იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მრევლი, ასევე მიდის გარკვეულ დათმობებზე. ევროპელი ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის _ გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა… (ალექსანდრე ჭაჭია: “ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი”, “საქართველო და მსოფლიო” # 21 (208), 12 _ 18 ივნისი, 2013.).

* ქართველი პოლიტიკოსის ეს პროგნოზიც, სამწუხაროდ, ზედმიწევნით ახდა _ შესამჩნევად გაძლიერდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ქართულ მედიაში, განსაკუთრებით _ ტელევიზიებში, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ნორმალურ ადამიანებს ჰომოფობის იარლიყს აწებებენ და ეთერში აღარ იწვევენ, ხოლო სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების გარეშე თითქმის არც ერთი გადაცემა არ ჩაივლის.

საქართველო და მსოფლიოსთვის” 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში ბატონი ალექსანდრე ჰომოსექსუალიზმის განვითარებისა და მომძლავრების მიზეზებს აანალიზებს და ასკვნის:

თუ 15-20 წლის წინათ პედერასტია .. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ცივილიზაციის სიმდიდრით გამძღარი მდიდრებისა და მათი შვილების გარემოში მხოლოდმოდაიყო, დღეს ეს დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ეს მოხდა ძალიან მოკლე ისტორიული პერიოდში. გავიხსენოთ ისტორია: ჰომოსექსუალიზმი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომოსექსუალური კავშირების თავისუფლებას საზოგადოებისთვის იმდენად დიდი ზიანი მოჰქონდა, რომ მონოთეისტური რელიგიების დამფუძნებლები იძულებულნი გახდნენ, მომაკვდინებელ ცოდვად გამოეცხადებინათ იგი. ქრისტიანიზებულ ევროპაში ჰომოსექსუალიზმი იატაკქვეშ გადავიდა და მისი მასშტაბებიც მკვეთრად შემცირდა. პერიოდულად იყო აღზევებებიც, მაგალითად, შუასაუკუნეებში კათოლიკე ბერების გარემოში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენასთან საბრძოლველად შეიქმნა თავიდან ინკვიზიცია. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაშიც და აშშშიც პედერასტიასთან დამოკიდებულება იყო ძალიან უარყოფითი. გაიხსენეთ ოსკარ უაილდი, რომელიც 1895 წელს ამერიკაში ციხეში ჩასვეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება დაიწყო. ამას ხელი შეუწყო ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა გარემოში პედერასტთა საზოგადოების წარმოქმნამ საკუთარი ცნობიერებით. ზუსტად მამათმავალმა სამხედროებმა მისცეს აშშში ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციასა და ლეგალიზაციას ბიძგი. მას შემდეგ აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომლებიც აშშის გავლენის ქვეშაა, იძულებულია, ერთსქესიანი კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წაახალისოს. თავად აშშში კონგრესის დაახლოებით 70 წევრი ოფიციალური პედერასტია, ჯარში 65 ათასი ოფიციალური გეი და ლესბოსელი მსახურობს” (ალექსანდრე ჭაჭია: “თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით!”, “საქართველო და მსოფლიო” #19 (206), 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 .).

* ალექსანდრე ჭაჭიას ამ ინტერვიუდან ზუსტად ორი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი და იმავე სქესის პირებს ქორწინების უფლება უკვე ოფიციალურად მიანიჭა, ხოლო ამ ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაიმუქრა, რომ აშშ შეეცდება, ჰომოსექსუალებს შორის ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დააკანონონ.

კითხვაზე _ რა უნდა მოიმოქმედოს ქართველმა საზოგადოებამ ამ სიტუაციაში? ალექსანდრე ჭაჭიას პასუხია ასეთია:

პირველ რიგში უნდა შეეცადოს, გახდეს, ოდნავ მაინც, მინიმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 20 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოიხატება 26 მაისს ზეიმის ჩატარებაში. ეს ცოტა ხომ არაა საიმისოდ, რომ თავი სახელმწიფოდ ჩავთვალოთ?.. ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ შეერთებული შტატებისუმცროსი პარტნიორებივართ და ეს, მისი თქმით, დიდი მიღწევაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმეს პარტნიორობა უფრო მოსწონს, ვიდრე ძმობა, მაგრამ პარტნიორს, თუნდაც უმცროსს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი ინტერესები, სხვა შემთხვევაში იგი პარტნიორი არაა _ იგი ლაქიაა, მონა. საქართველოს დღეს ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი აქვს _ ქართველი ერის, როგორც კულტურულისტორიული ფენომენის, შენარჩუნება.

უნდა ავუხსნათუფროს პარტნიორს”, რომ, როდესაც საქართველო იყოუმცროსი ძმა”, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, თითქმის ყველა ქართველი ცხოვრობდა საქართველოში და ცუდ სიზმარშიც კი ვერ ხედავდა საკუთარ თავს ემიგრანტის ამპლუაში; ქვეყანაში მუშაობდა ასობით ქარხანა, ფაბრიკა, სასოფლოსამეურნეო საწარმო და ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო უმუშევრობა, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ ადგილობრივი გლეხები, ხოლოპედერასტისალანძღავი სიტყვა იყო

წიგნების გამომცემლების, ტელეარხების, კინოგაქირავების სინდისსა და ეროვნული გრძნობების იმედად ყოფნა უაზრობაა, რადგანაც ამის უკან დიდი ფული დგას. საჭიროა ცენზურა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს. სახელმწიფო ვალდებულია, ერის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ვალდებულია, დაიცვას ახალგაზრდა თაობა ეროვნული მსოფლმხედველობისთვის უცხო ტენდენციებისა და გავლენებისგან, თუნდაც ისინი თანამედროვე ევროპული და ამერიკული კულტურის ნაწილი იყოს. ბუნებრივია, საუბარია არაა ჰომოსექსუალთა მიერ შექმნილ ნაწარმოებთა აკრძალვაზე. ჩვენ _ ყველას წაგვიკითხავს მარსელ პრუსტის, სომერსეტ მოემის, ვირჯინია ვულფის რომანები, რემბოსა და ვერლენის ლექსები, მოგვისმენია ელტონ ჯონისა და ფრედი მერკურისთვის, მაგრამ მგონია, მცირე ნაწილი თუ დაფიქრებულა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამაგიეროდ, ამერიკელი ვიდალ გორი ასევე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ მისი რომანები პედერასტიის ღია პროპაგანდაა. ასეთი ნაწარმოებები არ უნდა ხვდებოდეს წიგნის ბაზარზეპედერასტიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მოქმედება არაა მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება. საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. არ ვიცი, ჩვენს საზოგადოებას შესწევს თუ არა მსგავსი კონსოლიდაციის უნარი, მაგრამ მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ერთი მხრივ, აიძულო ხელისუფლება, დაიცვას ერი გახრწნისგან; მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მისცეს კოზირი ამერიკელ პატრონებთან ურთიერთობისთვის: რაკი ხალხი ერთსულოვნად წინააღმდეგია, მის მოსამზადებლად დრო მოგვეცითო. ამან შეიძლება იმუშაოს” (ალექსანდრე ჭაჭია: “თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით!”, “საქართველო და მსოფლიო” #19 (206), 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 .).

* ასე რომ, მხოლოდ ერის კონსოლიდაციით შეიძლება იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელსაც ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა ჰქვია და რომელიც ქართველ ერს გადაგვარებით ემუქრება.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. რა კომენტარი გავაკეთო…გაოგნებული ვარ….სამყაროს ფეხები აუშვერია მაღლა და თავი დაბლა….ანუ გარე სამყარო აზროვნებს არა ტვინით არამედ ფეხებით….მართლა ერის კონსოლიდაციის გარეშე დავიღუპებით…რაც ალბათ აწყობს ევროპასაც და ამერიკასაც….ჩვენ გაგვწყვეტენ …თვითონ ჩამოვლენ და იცხოვრებენ…უფალი არ დაუშვებს ამას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here